27 სექტემბერი, 2019
შალვა რამიშვილი და ხატია ეკიზაშვილი დაშორდნენ
ჟურნალისტ შალვა რამიშვილის პირადი ცხოვრება საზოგადოებას მუდმივად აინტერესებს.

2014 წელს, მან მეორე ოჯახი შექმნა და „სუხიშვილების“ დირექტორის მოადგილეზე ხატია ეკიზაშვილზე იქორწინა.
დაქორწინებამდე წყვილს ორწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ხატიამ და შალვამ  საქორწინო მოგზაურობაში წასვლაც ვერ მოახერხეს. 

Rating

შალვა რამიშვილი ხატია ეკიზაშვილზე დაქორწინებამდე თეა აბაშმაძის მეუღლე იყო. ისევე, როგორც პირველი ქორწინებისას, რამიშვილს მეორე ქორწინებაშიც გაუმართლა, რადგან ორივე მეუღლე მას ბოლომდე ედგა გვერდით. როცა ეპატაჟური და სკანდალური ჟურნალისტის გარშემო სკანდალები არ ცხრებოდა, ისინი მას სახალხოდ
იცავდნენ.

ცოტა ხნის წინ, თბილისში ხმები გავრცელდა, რომ რამიშვილს მეორე ოჯახიც დაენგრა. ოჯახის დანგრევის მიზეზად სხვადასხვა ვერსია სახელდება.

Rating

ინფორმაციის გადასამოწმებლად „რეიტინგი“ ჯერ შალვა რამიშვილს, ხოლო შემდეგ ხატია ეკიზაშვილს დაუკავშირდა, თუმცა, მათ ჩვენთან საუბარში ეს ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს.

მათი პოზიციიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ წყვილი ნამდვილად დაშორდა, მათ ერთმანეთთან ცივილური და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS