შალვას და თეას დაშორებაზე ხმამაღლა არასოდეს
შალვამ და ხატიამ გასულ წელს ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი შალვა თინა კანდელაკის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ყველასთვის ცნობილია, რომ თიკა შალვას პირველი სიყვარული იყო. თუმცა ამ ამბის გამო ხატიას სულაც არ უნერვიულია.''ცხადია, არ მიეჭვიანია. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და რაც მთავარია, ერთმანეთს ვენდობით. ჩემი პირველი სიყვარული ჩემი პარალელური კლასელი იყო. დღეს ეს ორივეს ძალიან სასაცილოდ გვახსენდება. მის დაბადების დღეზე რომ წავიდე, შალვამ უნდა იეჭვიანოს?'' - ამბობდა მაშინ ხატია''რეიტინგთან'' ინტერვიუში.
ხატია ყოველთვის ობიექტურია მეუღლის გადაცემის შეფასებისას და ყველაფერში არ ეთანხმება. შალვა რამიშვილმა თავის გადაცემაში სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას საგინებელი გვერდის შექმნა რომ მოიწონა, ხატია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მისი ეს ქმედება გააკრიტიკა.
ძალიან მალე შალვა რამიშვილს კიდევ ერთ გადაცემაში ვიხილავთ. ნანიკო ხაზარაძე, დუტა სხირტლაძე, ინგა გრიგოლია, შალვა რამიშვილი და ეკა ხოფერია''იმედის'' ეთერში ახალ შოუს ამზადებენ, რომელიც''ღია ეთერის'' მსგავსი იქნება.''ღია ეთერი'' წლების წინ ამავე არხზე გადიოდა და მას ეკა ხოფერია, ინგა გრიგოლია და გიორგი თარგამაძე უძღვებოდნენ.
შალვას ცხოვრებაში უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე იქნება. ხატია და შალვა ახალ წელს ბავშვს ელოდებიან. ტელეწამყვანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მალე კიდევ ერთი ბიჭის მამა გახდება.
ვულოცავთ შალვასა და ხატიას ამ ახალ ამბავს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''