26 ნოემბერი, 2018
ციხიდან გამოსულ ერეკლე მანგოშვილს ყოფილი ცოლები შერიგებულები, შვილები კი დამეგობრებულები დახვდნენ
ცნობილი ქართველი მოდელი თამთა შედანია საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს. მან ყვითელ პრესასთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც მისი ყოფილი ქმარი ერეკლე მანგოშვილი დააკავეს.

თამთა რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა სრულიად მარტო დარჩა, მაგრამ ფარხმალი არ დაყარა და პატარა მიას აღზრდას დამოუკიდებლად ახერხებს.

სანამ ერეკლე მანგოშვილი თამთა შედანიაზე დაქორწინდებოდა, მის ცხოვრებაში ორი ცოლი არსებობდა, ერთ-ერთი იყო მომღერალი თაკო ვადაჭკორია.

Rating

თაკოს ერეკლე მოულოდნელად დაშორდა და 8 თვეში „მის საქართველო“ თამთა შედანიაზე დაქორწინდა.

თამთას და თაკოს
დაპირისპირებაც სწორედ აქედან დაიწყო.

თამთამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თაკო უბრალოდ ერეკლეს მეგობარი გოგონა იყო, ვისგანაც ბავშვი ჰყავს, ამაზე გაღიზიანებულმა თაკო ვადაჭკორიამ კი „რეიტინგს“ ინტერვიუ მისცა, სადაც მისი ცხოვრების სკანდალურ დეტალებზე ისაუბრა და ერეკლე მანგოშვილს მატყუარა უწოდა.



როგორც ჩანს, დრომ ყველაფერი დაალაგა, ერეკლე მანგოშვილი ციხიდან გამოვიდა, თამთამ ახალი სიყვარული იპოვა და მოდელმა მისი ყოფილი ქმრის ყოფილ ცოლთან ურთიერთობა გამოასწორა. ამის შესახებ თამთამ ჟურნალ „თბილისელებს“ განუცხადა.


- როგორც ვიცი, შენ და თაკო ვადაჭკორიამ შვილები, ანუ და-ძმა ერთმანეთს გააცანით...

- მიამ იცოდა, რომ ჰყავდა ნახევარძმა და მე და თაკომ გადავწყვიტეთ ბავშვები ერთმანეთისთვის გაგვეცნო. მე და თაკოს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, სანდროზე ვგიჟდები, ძალიან საყვარელი ბიჭია. ჩვენი ინიციატივა იყო, ბავშვები ერთმანეთს დაახლოებოდნენ. ერთმანეთი რომ გაიცნეს, სიყვარული მაშინვე გაუჩნდათ.

Rating

- როგორც ვიცი, ერეკლე უკვე თავისუფალია, როგორი ურთიერთობა აქვს მამა-შვილს?
- რაც ერეკლე გამოვიდა, მას შემდეგ უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა არ არის ერეკლე საქართველოში და ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ჩემი სურვილია, რომ უფრო ახლოს იყოს თავის შვილთან, მიაქციოს ყურადღება. მიას 4 წლის განმავლობაში არ ჰყავდა მამა ნანახი და მათი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო.

Rating


როგორც ხედავთ, ციხიდან გამოსულ ერეკლე მანგოშვილს ყოფილი ცოლები და შვილები დამეგობრებულები დახვდნენ. 


შეგახსენებთ, თამთა შედანიას ახლა შეყვარებული ჰყავს, მისი რჩეული ინტერიერის დიზაინერი და ბიზნესმენი რატი რატიანია. 

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ვაი ვაი
თქვენს პატრონს
00:13 / 27-02-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS