ვასიკო ოდიშვილის შოუ ეთერში პირველად რამდენიმე კვირის წინ გავიდა და ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ოდიშვილისთვის დამახასიათებელი იუმორით განიხილავდა.
30 ოქტომბერს ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც ვასიკო ოდიშვილმა ირაკლი კობახიძეზე იხუმრა. კობახიძემ ინგა გრიგოლიას ეთერში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და "მაესტროს" ყოფილ თანამშრომლებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები უწოდა, რამაც ბუნებრივია, ვასიკო
ვასიკო ოდიშვილი და "მაესტროს" სხვა თანამშრომლები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს არა ერთხელ გამხდარან დევნის მსხვერპლნი და ბუნებრივია, პარლამენტის თავმჯდომარისგან მსგავსი განცხადება იუმორისტს ეწყინა და შედეგმაც არ დააყოვნა.
ვასიკო ოდიშვილს გადაცემა დაუხურეს და არავინ იცის, გაგრძელდება თუ არა.
გადაცემის დახურვის შესახებ შეკითხვა დღეს კობახიძეს ბრიფინგზეც დაუსვეს. კობახიძის თქმით, მას ამ გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. „არა მგონია, რაიმე გადაცემა დახურულიყო, არანაირი ინფორმაცია გადაცემის დახურვაზე არ მაქვს", - განაცხადა კობახიძემ.
"რეიტინგი" შეეცადა "იმედის" პროგრამების დირექტორთან და გადაცემის წამყვანთან დაკავშირებას, მაგრამ ვასიკო ოდიშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რაც შეეხება პროგრამების დირექტორს, მაია ჩუგოშვილს, როცა გაიგო, რომ ჟურნალისტი ურეკავდა, ტელეფონი გათიშა.
რამდენიმე წუთის წინ, გადაცემის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ვასმედია ეთერში 14 ოქტომბერს დაბრუნდება.
იხილეთ განცხადება