08 ოქტომბერი, 2018
საზოგადოებრივმა პროტესტმა შედეგი მოიტანა - ვასიკო ოდიშვილის შოუ აღარ დაიხურება
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის გამო, "იმედზე" ვასიკო ოდიშვილის გადაცემა "ვასმედია" დაიხურა.

რამდენიმე წუთის წინ, გადაცემის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გავრცელდა: "ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ! არაკეთიმოსურნეებს, გთხოვთ, გაარგრძელოთ ნერვიულობა.

#აქიმედია

#ვასმედია", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა გუშინ ეთერში არ გავიდა, რა გახდა გუშინდელი ეთერის "ჩაგდების" მიზეზი, ამის გასარკვევად გადაცემის პროდუსერს გვანცა გორდეზიანს
დავუკავშირდით.

- გვანცა, გავეცანით თქვენს განცხადებას გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით, იქნებ გვითხრათ, რატომ არ გავიდა "ვასმედია" გუშინ ეთერში?
- გადაცემის ფორმატი იცვლება, გვინდოდა ახალი რუბრიკის დამატება, რისი გაკეთებაც ტექნიკურად ვერ მოხერხდა გუშინ და ამიტომ ვერ გავედით ეთერში. შემდეგ კვირას ჩვეულებრივად გავა ეთერში "ვასმედია".
აშკარაა, რომ საზოგადოებრივმა რეაქციამ თავის საქმე გააკეთა და როგორ იხუმრებს და ვის შესახებ იხუმრებს მომავალი კვირიდან ვასიკო ოდიშვილი მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით დააკვრიდება. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS