ანუკის სთორიმ ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო. სავარაუდოდ, მან ეს პოსტი დიზაინერ ნინი ზარქუას მიუძღვნა.
ნინი ზარქუამ სოციალურ ქსელში ანუკის პოსტის დადებამდე ცოტა ხნით ადრე, "სელინის" ჩექმის ფოტო დადო. ზუსტად ასეთი ჩექმა შეიძინა რამდენიმე დღის წინ ანუკი
ანუკის და ნინის ჩექმები მხოლოდ ფერით განსხვავდება.
ნინი ზარქუას და ანუკი არეშიძის ცხოვრება მართლაც ჰგავს ერთმანეთს, ორივე მოდელი იყო, ფეხბურთელებზე დაქორწინდნენ და ახლა ორივე დიზაინერია.
ანუკის და ნინის მეგობრობის დასრულების შესახებ, "რეიტინგი" რამდენიმე თვის წინ წერდა. რა გახდა მათი მეგობრობის დასრულების მიზეზი, უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ ეს ამბავი მართალია, რადგან მათ ერთმანეთს სოციალურ ქსელში გამოწერა გაუუქმეს, დიდი ხანია ერთად გადაღებულ ფოტოებს აღარ დებენ და ნინიმ ოდესღაც საუკეთესო მეგობარს მეოთხე შვილის შეძენაც არ მიულოცა.