25 მაისი, 2018
საუკეთესო დაქალებმა იჩხუბეს - ანუკი არეშიძემ და ნინა ზარქუამ ინსტაგრამზე ერთმანეთს გამოწერა გაუუქმეს
თბილისის პირველი ლედის ანუკა არეშიძისa და დიზაინერ ნინა ზარქუას მეგობრობის ამბავი მთელმა თბილისმა იცის.
გოგონებს სამაგალითო მეგობრობა ჰქოდნათ, ანუკას ნინა ზარქუას ქალიშვილთან ანანოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ერთხელ მას ერთ-ერთ სალონში თმებიც კი შეუღება.

ნინა და ანუკი ყველგან ერთად დადიოდნენ და მათ შვილებსაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, სოციალურ ქსელში გაჩნდა ამბავი იმის შესახებ, რომ დაქალებს შორის შავმა კატამ გაირბინა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ თურმე გოგონებმა ერთმანეთს ინსტაგრამზე "ანფოლოუ" გაუკეთეს, ანუ ერთმანეთის სიახლეებსაც კი აღარ
ეცნობიან.





"რეიტინგი" შეეცადა ეს ამბავი სანდო წყაროსთან გადაემოწმებინა, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ ანუკის და ნინას გვერდები დავათვალიერეთ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მეგობრებმა ერთმანეთი "ფეისბუქზეც" კი წაშალეს და აღარც კომენტარებს წერენ ერთმანეთის კედელზე.

რა გახდა მათი კამათის მიზეზი, ბუნებრივია, გავარკვევთ, თუმცა, ვურჩევთ მალე შერიგდნენ. ბავშვობის მეგობრები ასე მარტივად არ კარგავენ ერთმანეთს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
OK
მით უმეტეს თუკი ბავშვობის მეგობრები არიან და ასე უცებ კარგავენ ერთმანეთს . არცერთი არ არის მაშინ ნორმალური!!!
10:54 / 28-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS