11 აპრილი, 2018
ყველაზე სიმპატიური ქართველი ექიმი შეყვარებულია (ექსკლუზიური ფოტოები)
რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში ირაკლი ვერულაშვილის ფოტოს გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა გინეკოლოგის ფოტო იმ კლინიკის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა, სადაც ექიმი მუშაობდა.

უსიმპატიურესმა გინეკოლოგმა მანდილოსნების აღფრთოვანება გამოიწვია და მთელი საქართველო მის შესახებ ალაპარაკდა.
ირაკლი ვერულაშვილთან დაკავშირება არა ერთმა ჟურნალისტმა სცადა, თუმცა, ახალგაზრდა ექიმმა ინტერვიუებზე უარი თქვა და ზედმეტ პოპულარობას თავი აარიდა.

მართალია, თავად პოპულარობას თავი აარიდა, მაგრამ მის მიმართ გაჩენილ ინტერესს ვერსად წაუვა და ფაქტიც სახეზეა. რამდენიმე დღის წინ, "რეიტინგს" ერთ-ერთმა მკითხველმა ახალი ამბავი
მიაწოდა. ყველაზე სიმპატიური ექიმი შეყვარებული ყოფილა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ვერულაშვილის რჩეული მარიამ ხაბეიშვილია. მარიამი ირაკლის მსგავსად სამედიცინო სფეროში მუშაობს, თუმცა, ექიმი არ არის, პიარ-მენეჯერია და კლინიკა "ინ ვიტროს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს.

მარიამისა და ირაკლის სასიყვარულო ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის და ჩვენი წყაროს ცნობით, ცოტა ხნის წინ ისინი დაინიშნენ კიდეც. 


Rating
Rating
Rating

ტოპ 5 სიმპატიური ექიმი, რომელსაც უამრავი მანდილოსანი ეტრფის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ანა
კარგი წყვილია, მაგრამ ექიმის სიმპატიურობა რაში მაინტერესებს. მთავარია სწორად მიმკურნალოს!
22:31 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა ლამაზები არიან.
14:36 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
და ვინ გადაწყვიტა, რომ ''ყველაზე სიმპატიურია''?
14:16 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
წწწ
უი, უი, ეს რა მითხარით?
14:06 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS