ეს პროფესია არც დღეს კარგავს აქტუალურობას და ამ მხრივ ჩვენს თანამედროვეობაში სიმპათიურ ექიმებსაც არ ვუჩივით. ამჯერად ყურადღებას ძლიერი სქესის წარმომადგენლებზე გავამახვილებთ.
აი, მაგალითად ირაკლი ვერულაშვილი ერთ-ერთი კლინიკის ახალგაზრდა ექიმი, მეან-გინეკოლოგი. მისი სურათის გავრცელებამ ინტერნეტ სივრცეში
ჩვენს თანამედროვეობაში კანთან დაკავშირებული პრობლემების რიცხვმა იმატა. შესაბამისად, კარგი დერმატოლოგი საჭირო პროფესიის ადამიანია, თან თუ თქვენი პრობლემის მოგვარებას ისეთი სპეციალისტი შეეცდება, როგორიც ბუჭა ჩაკვეტაძეა, პრობლემასთან გამკლავება კიდევ უფრო გაგიდვილდებათ.
ირაკლი კოხრეიძე მამოლოგი, ონკოლოგი, ონკო-პლასტიკური ქირურგი, რომელიც სამედიცინო სფეროს სიმპათიურ წარმომადგენლებს შორის ყოველთვის მოიხსენიება.
თბილისში ხუმრობენ კიდეც, რომ გოგონები გამოკვლევაზე მასთან ხშირად დადიან, იმიტომ რომ ის ძალიან სიმპატიური მამაკაცია.
ერთი წლის წინ, ირაკლი კოხრეიძე სკანდალში გაეხვა, ყოფილმა თანამშრომელმა ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
დღევანდელ რეალობაში ექიმებმა ძალები სხვა მიმართულებითაც მოსინჯეს, ადრე ვიცოდით, რომ ექიმები კარგად მღეროდნენ და ხუმრობდნენ, მაგრამ მათ ტელეწამყვანობაც შესძლებიათ. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს ეკრანებზე გადაცემა „ექიმები“ გამოჩნდა, რომელსაც ნიჭიერთან ერთად, სიმპატიური წამყვანებიც ჰყავს.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ექიმი დავით ლოლაძე, რომელიც ნინო ქათამაძის ქმარია. დავით ლოლაძე პროფესიით ზოგადი ქირურგია და თბილისში წამყვან სპეციალისტად ითვლება.
სიმპატიურ ტელეწამყვან ექიმებზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით კოტე მათითაშვილს. ის პლასტიკური ქირურგია.
მიშა დიაკონიძეს სამედიცინო სფეროში კარგად იცნობენ, სულ ცოტა ხნის წინ, ის საზოგადოებას ტელეწამყვანის ამპლუაში მოევლინა და "იბერიაზე გადაცემა "ექიმის საათის" წამყვანია. მიშა დიაკონიძეს ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი აქვს და თსსუ-ში მთავარი სპეციალისტია.