22 დეკემბერი, 2017
მაგდა ვასაძის და გიორგი პაპკიაურის "ფეისბუქით" შექმნილი ოჯახი დაინგრა?
მომღერალ მაგდა ვასაძეს საზოგადოება სხვადასხვა მუსიკალური შოუდან და „გუფი ლენდიდან“ კარგად იცნობს.

აჭარელმა გოგონამ ხალხის ყურადღება „ახალ ხმაში“ გამოჩენისთანავე მიიპყრო და მისი სიმღერით ყველა აღაფრთოვანა.

მაგდას ერთადერთი ვაჟი ჰყავს, რომლის აღზრდაშიც დედა ეხმარება. პირველი ქორწინება მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

ის მეორედ გიორგი პაპკიაურზე იყო დაქორწინებული.

რამდენიმე კვირის წინ, პაპკიაური „პროფილს“ ესტუმრა, სადაც მის რთულ ცხოვრებაზე ისაუბრა. ახალგაზრდა მუსიკოსი განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. გიორგიმ გადაცემაში ისაუბრა ბავშვთა სახლში გატარებულ სევდიან დღეებზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან გადაცემაში მაგდა
ვასაძის შესახებ არ ისაუბრა.

ერთი კვირის წინ, მუსიკოსმა პირველი კლიპი გადაიღო და პრემიერაზე ცნობილი ადამიანები მიიწვია.

პრეზენტაციაზე „რეიტინგიც“ იმყოფებოდა და ბუნებრივია, შეუმჩნეველი არ დაგვრჩა ის ფაქტი, რომ მეუღლის პირველი კლიპის პრეზენტაციას მაგდა ვასაძე არ დაესწრო.

ჩვენი წყაროს ცნობით, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა, დაშორების მიზეზები უცნობია.

ინფორმაციის გადამოწმება გიორგი პაპკიაურთან ვცადეთ, რომელმაც ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. მაგდა ვასაძემ კი ტელეფონს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, გიორგი პაპკიაურმა მაგდა ვასაძეს ხელი ფეისბუქით სთხოვა და თანხმობა მიიღო. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS