15 დეკემბერი, 2017
"გავგიჟდი ისე მომეწონა" - სოფია ნიჟარაძე "ART FACE"-ის კლიპით აღფრთოვანებულია
ქართული ჯგუფი “ART FACE”-ი  სულ ცოტა ხანია, რაც არსებობს, თუმცა, მას უკვე საკუთარი აუდიტორია ჰყავს. ისინი ყურადღების ქვეშ უფრო მეტად მას შემდეგ მოექცნენ, რაც ჯგუფის სოლისტმა გიორგი პაპკიაურმა გადაცემა „პროფილში“ თავისი გულახდილი ისტორია მოყვა. თუმცა, ამჯერად ჯგუფმა პირველი კლიპის პრემიერაზე მიგვიწვია. სიმღერის ტექსტი და მუსიკა თავად გიორგი პაპკიაურს ეკუთვნის. სიმღერა სიყვარულზეა, რომლის არანჟირება ჯგუფ „ნიუტონს“ ეკუთვნის და ბრავო-რექორდში ჩაიწერა.

გიორგი პაპკიაური (ჯგუფი“ART FACE“ ) :
პრინციპში მე კმაყოფილი ვარ. არ მქონდა გათვლა ჰიტზე უბრალოდ ვაკეთებდი
ჩემთვის გემოვნებიან სიმღერას და რაღაც ახალია, თავისი არანჟირებით, ტექსტით. კლიპიც მინიმალისტურია და ძალიან სადა. იმედია მაყურებელს მოეწონება.

კლიპის სცენარის ავტორიც თავად გიორგი პაპკიაური გახლავთ. ეს კლიპი FACE PRODUCTION-ის მიერ არის გადაღებული. საღამოს არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.

სოფო ნიჟარაძე (მომღერალი):
მე გიორგი ერთ-ერთი პროექტის მსვლელობის დროს გავიცანი, როდესაც ჩემი ფინალისტის საგულშემატკივროდ მოვიდა თავის ბენდთან ერთად. მაშინ პირველად მოვისმინე მისი შემოქმედება და გავგიჟდი ისე მომეწონა. წარმოუდგენელია, ასეთი მუსიკოსი გაიცნო და მასთან დამეგობრება არ მოგინდეს. ასევე, გიორგი აღმოჩნდა საოცარი ადამიანი და ეს მის მუსიკაში კარგად ჩანს. საოცარი მინიმალიზმი, შავ-თეთრი კლიპი, ცოტა სექსუალურობა და მოკრძალება იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.

კლიპის სატელევიზიო პრემიერა გადაცემა „პროფილში“ უკვე შედგა და ახლა თქვენს შეფასებას ელოდება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS