20 ოქტომბერი, 2016
„სხვებზე ხელის შეწმენდას, ჯობია მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ შვილებს“ - მედიის გავლენა ჩვენს შვილებზე
სოციალური ქსელი თუ ტელევიზია ჩვენი შვილების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პრინციპში, ჩვენს რეალობაში სხვაგვარად არც შეიძლება, მაგრამ დასაფიქრებელია, რა გავლენას ახდენს მედია ჩვენს ბავებზე. გასულ კვირას, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალში "ხელოვნური სუნთქვა" წამოწეული იყო თინეიჯერების ცხოვრების ამსახველი თემა, რომლის მიხედვითაც მოზარდებს "ფეისბუქის" დახურული ჯგუფის მეშვეობით სიცოცხლისთვის საშიში დავალებების შესრულებას ავალებდნენ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდნენ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.

რასაკვირველია, ამ თემას გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლია. მართალია, სერიალში არ იყო პროპაგანდა მსგავსი ქმედებების, მაგრამ მაყურებლების ნაწილი განაწყენებული დარჩა
სერიალის შემოქმედებით ჯგუფზე და ამბობდა, ისეთ სერიალში, რომელსაც მოზარდებიც უყურებენ, მსგავსი თემების წარმოჩენა კარგი არაა, რადგან თინეიჯერების ფსიქიკა არაა ჩამოყალიბებული და შესაძლოა, ეს წახალისების და მიბაძვის მიზეზი გახდესო.

მეორენი კი ფიქრობენ, რომ ზუსტადაც ასეთი თემები უნდა იქნეს ნაჩვენები, რათა ეს იყოს მესიჯი მშობლების მიერ გაასმაგებული ყურადღების კონცენტრირებისთვის და ამას არაფერი აქვს საერთო წახალისებასთან.

ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდებოდა, გადავწყვიტეთ, მოზარდების მშობლებს დავკავშირებოდით ცნობილთა შორის და მათი აზრი მოგვესმინა (ჩვენი მკითხველებიდან მოზარდების მშობლების აზრებს კომენტარებში ველოდებით):

სალომე გოგიაშვილი:
აქამდე რაღაცნაირად არ ვაქცევდი ყველა წვრილმანს ყურადღებას, მაგრამ როცა იგებ, რომ შენ ირგვლივ ბავშვები, მოზარდები თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს, იძაბები და სხვანაირი ხდები. შარშან რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა თინეიჯერებმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, არადა, თითქოს რეალური მიზეზი ამის არც ერთს არ უნდა ჰქონოდა.

ამბობდნენ, რომ მათ საქმეში რაღაც სექტა იყო გარეული, მაგრამ რეალურად ამის დამადასტურებელი არავინაა და ასე შორიდან სიმართლის გარკვევაც რთულია. ფაქტი კი ერთია, კარგი არაფერი ხდება. ამიტომ გავხდი საშინლად ყურადღებიანი, მაშინ როცა ჩემი შვილის ელემენტარულ კამათს თანაკლასელთან, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი და ვამბობდი, რა მოხდა, მეც მიკამათია, მერე რა. ახლა ასე აღარ ვუყურებ. მთლიანად ჩართული ვარ ჩემი შვილების ყოველდღიურობაში, მივდივარ, ვერკვევი სიტუაციაში, ვარიგებ და ყველანაირად ვცდილობ მდგომარეობის დასტაბილურებას.

ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული თაობა წამოვიდა, აი, იმ უბრალო კამათის გამო, შეიძლება რომელიმე მხარემ ისე ინერვიულოს, რომ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგას, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება არ მოვადუნო, ათად ვარ გაყოფილი, ხან იქ დავრბივარ, ხან - აქ, იმისათვის, რომ ავირიდო და ავარიდო ჩემი შვილები უსიამოვნო სიტუაციებს. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS