- ამ ბინას საოცარი ისტორია აქვს. ჩემს ერთ მეგობარს ბინის ყიდვა უნდოდა, ძებნის პროცესში იყო, როცა ერთ-ერთი მორიგი ვარიანტის სანახავად წაყოლა მთხოვა. გავყევი
მე კი მომეწონა, გავგიჟდი ხედზე - პირდაპირ სამება მოჩანს, წინ არაფერი გეფარება, და ამით ძალიან მოვიხიბლე. თან ყველაფერთან: კინოსთან, თეატრთან, ახლობლებთან ახლოს ვიქნებოდი, ჰოდა, ყიდვაზე დავფიქრდი. ზოგადად, ეს ადგილი ძალიან მიყვარს, დედაჩემი აქ ცხოვრობს. ამავე უბანში, ქვედა ქუჩაზე ვარ გაზრდილი, აქვე იყო თეატრალური უნივერსიტეტი და სულ აქ მიწევდა ტრიალი. ბინის სანახავად მოვიყვანე ჩემი ქმარი, რომელიც პროფესიით არქიტექტორია, გიჟდება ძველ სახლებზე, ზოგადად სიძველეზე, და ყიდვაზე დამთანხმდა... იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, საკმაოდ იაფი დაგვიჯდა. სამაგიეროდ, რემონტი გრძელდებოდა 5 წელიწადი. ჩემმა ქმარმა დაიწყო საფუძვლიანი კეთება - კედლებისა და საძირკვლის გამაგრებით, დაანგრია ყველა შიდა კედელი, აყარა იატაკი, დაასხა ბეტონი, სახურავი გამოცვალა.
ერთიანად რომ არ გიჭირავს თანხა, ძნელია, ნელ-ნელა ეტაპობრივად ვაკეთებდით ყველაფერს. ნგრევის დროს ვიღებდით ფოტოებს, შეიძლება ითქვას, ფოტოარქივი მაქვს ამ სახლის, რა იყო მაშინ და როგორ მოვედით აქამდე. სახლში ხომ ყველაფერი დავანგრიეთ და ხელახლა გავაკეთეთ, გარეთაც გავედით, ასფალტიც კი დავაგეთ. სადარბაზოში სანამ შემოხვალთ, კიბეა, ასფალტის მრავალჯერ დაგებისგან გზა ამაღლებული იყო და სადარბაზო შედარებით დაბალზე დარჩა, წვიმის დროს წყლით ივსებოდა. ჩემმა ქმარმა მოიყვანა ხალხი, ძველი ასფალტი აყარეს, გაასწორეს და თავიდან დააგეს. უბრალოდ არ შეიძლებოდა სხვანაირად, სახლს საფრთხე ემუქრებოდა. სადარბაზოს მარტო ვეღარ მოვერიეთ, რადგან არც ერთი მეზობელი არ შემოგვიამხანაგდა. ეს შენობა ძეგლია და წესით გამგეობა უნდა შემოგვეშველოს, გაარემონტოს, განცხადებებიც გვაქვს დაწერილი, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ ისმის. ჯამში სულ ოთხი ოთახია, - სამი საძინებელი და მისაღები სამზარეულოსთან ერთად. იხილეთ სრულად + ფოტოები