აქვე შეგახსენებთ, რომ გარდა სტალინისა ამ დღეს დაბადების დღეს აღნიშნავენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია.
ახლა კი მოგიყვებით, თუ როგორ აღნიშნავდა თავად სტალინი საკუთარ დაბადების დღეს:
არტიომ ფიოდორის ძე სერგეევი - ადამიანი, რომელიც ახლოს იცნობდა სტალინსა და მის ოჯახს. შესანიშნავი მოსაუბრეა, აქვს შესანიშნავი მეხსიერება. ის დედის, ელიზავეტა ლვოვნას რჩევით, დღიურებს წერდა, ამიტომ თუ რაიმეში ეჭვი
დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ აღნიშნავდნენ სტალინის დაბადების დღეს ოჯახში და როგორ აღნიშნავდა ამ დღეს თავად იოსებ ბესარიონის ძე.
არტიომ სერგეევი იხსენებს - ყველაფერი ჩვეულებრივ, ყოველგვარი მხიარულების გარეშე აღინიშნებოდა. ჩვეულებრივობას მხოლოდ წვრილმანი დეტალები ემატებოდა ხოლმე, საღებავი ან საუბრები - სხვაგვარი. თუმცა განსაკუთრებული არაფერი. სწორედ ამიტომ, არც მეხსიერებას შემორჩენია რაიმე ნათელი - რიგითი დღე იყო. ჩვეულებრივ ვინილის ფონზე ბევრს სვამდნენ. უბრალოდ უსმენდნენ მუსიკას და სვამდნენ.
გარდა ხალხური სიმღერებისა, ლეშენკოვისა და ვერტინსკოვის ვინილებიც იყო. ამაზე თქვეს - გაუგებარ, მოსაწყენ სიმღერებს მღერიან, ეს ჩვენი არ არისო.
მაშინ კი სტალინმა უპასუხა: "რუსეთში არამარტო პროლეტარიატი და ბურჟუაზიაა. სხვებიც არიან, თანაც ბევრი - და დაამატა - არიან ისეთები, როგორიცაა ლეშენკო, ვერტინსკი კი - ერთია". - ეს სიტყვები კარგად მახსოვს.
სტალინის დაბადების დღე არც 1934 წელს აღნიშნულა განსაკუთრებულად, როცა მას 55 წელი შეუსრულდა. არანაირი ორგანიზებული დღესასწაული. უბრალოდ ვოლინსკიზე ბევრი ხალხი შეიკრიბა - იყვნენ ნათესავები, ვისთანაც სტალინი მეგობრობდა. ბევრს იცინოდნენ, სვამდნენ, ცოტა იცეკვეს კიდეც, მაგრამ იქ დიდი ადგილი არ ყოფილა საცეკვაოდ.
სტალინიც ცეკვავდა, აქტიურად არა, ოდნავ ირხეოდა და როგორც ყოველთვის სერიოზული იყო. ჰარმონიკასა და აკორდეონზე უკრავდა. კავკასიურ სიმღერებსაც მღეროდნენ, მაგრამ ძირითადად მაინც ჩვენს, რუსულ ხალხურ სიმღერებს. ცეკვავდნენ როგორც კავკასიურ, ისე რუსულ ხალხურ ცეკვებს. სხვათაშორის ამბობენ, რომ "სულიკო" სტალინის საყვარელი სიმღერა იყო, მაგრამ მე პირადად იქ "სულიკო" არასდროს მომისმენია.
უყვარდა ხორციანი კერძები, ნიგვზიანი საცივი, რომელიღაც მწარე, ქართული კერძები, ასევე კაკლის მურაბა, რასაც მას ოდესღაც დედამისი უგზავნიდა. მსგავსი კოპლექსები კი არ აწუხებდა, რომ თუ მას უყვარს, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ის კერძი, ან ის სიმღერა. არა - უბრალოება და სისადავე ყველგან და ყველაფერში.
მუშაობდა თუ არა საკუთარ დაბადების დღეზე? - დიახ! ის ყოველთვის მუშაობდა. სუფრასთან ჯდომის დროსაც კი, გამუდმებით ათასგვარ საქმეებს განიხილავდა.
რაც შეეხება სადღეგრძელოებს, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მისამართით ნათქვამ ყოველგვარ საქებარ სიტყვას იუმორით უდგებოდა.
სადღეგრძელოს თავადაც ამბობდა, სამადლობელოს გადაიხდიდა ხოლმე და თან მოაყოლებდა სადღეგრძელოს, მაგრამ არა უბრალოს, მასში დიდ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებული სიტყვის თქმა ყოველთვის ეხერხებოდა.
საჩუქრები არ უყვარდა. ეს ყველამ იცოდა, ამიტომ არავითარი საჩუქრები არ ყოფილა.
ყოველთვის მუშაობდა. სუფრასთან ჯდომის დროსაც კი, გამუდმებით ათასგვარ საქმეებს განიხილავდა.
დაბადების დღისთვის არც განსაკუთრებით იმოსებოდა. ძირითადად ერთსა და იმავეს ატარებდა. მას ყოველთვის სადად და უბრალოდ ეცვა, რაც თვალშისაცემი არ იყო.
ულოცავდა თუ არა თავად სტალინი სხვებს - მეგობრებს, საყვარელ მწერლებს ან არტისტებს დაბადების დღეს?
ვფიქრობ, კი. ჩვენ ამას ვერ ვხედავდით და არც თვითონ საუბრობდა ამაზე. თუმცა მომსახურე პერსონალს ყოველთვის ულოცავდა, საჩუქრებსაც ჩუქნიდა და მახსოვს, რომ ამას ყურადღებას აქცევდა. მინახავს და მომისმენია კიდეც - როგორ გზავნიდა ყოველდღიურ, ძალიან თბილ სურვილებს. ადამიანების მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო.
ასე იხსენებს ფიოდორ სერგეევი სტალინის, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის ცხოვრების დეტალებს.
პენი ლეინი