სხვა ხიბლი ჰქონდა რეჟისორის ეზოში გამართულ ამ ღონისძიებას, რომელიც წლების განმავლობაში ივნისის თვეში, მარჯანიშვილის ეზოში ტარდებოდა. უცნობია, თუ რატომ დაირღვა ტრადიცია და დაჯილდოების ცერემონია შემოდგომაზე გადაიტანეს, მაგრამ მთავარია, რომ სეზონი არ ჩავარდნილა და წელსაც გამოვლინდნენ 2015 წლის ''დურუჯის''გამარჯვებულები.
კომპანია ''რედიქსისა''და საქველმოქმედო ფონდ ''ცისკრის''მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია ''დურუჯის''მოსაპოვებლად 38 განაცხადი გაზაფხულზე შეგროვდა. 5
წელს ''დურუჯი''ხუთ ძირითად ნომინაციაში გაიცა:
საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარად ლევან წულაძის ''შეშლილის წერილები''დასახელდა, რომელიც მან კოტე მარჯანიშვილის თეატრში განახორციელა.
საუკეთესო მსახიობი ქალი მარინა კახიანი გახდა, რომელსაც ''დურუჯი''რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში ''ასულნი''შესრულებული როლისათვის გადაეცა.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ვანო იანტბელიძე გახდა, ''ვინ გატეხა ქოთანში''შესრულებული როლისათვის. სპექტაკლზე თელავის დრამატული თეატრში რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ, დადგმის ხელმძღვანელ რობერტ სტურუასთან ერთად იმუშავა.
სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე პიესად ''კალიგულა''დასახელდა და მისი ავტორი ოთარ ქათამაძე. ''კალიგულა''რეჟისორმა პაატა ციკოლიამ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის სცენაზე დადგა.
რაც შეეხება ახალგაზრდა რეჟისორებს, ამ კატოგორიაში 35 ასაკის ხელოვანები არიან ნომინირებულნი. ამჯერად ''დურუჯი''უკვე მეორედ გადაეცა რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილს (პირველად ის ''დურუჯის''მფლობელი 2010 წელს გახდა). პრიზი მან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში მისივე პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლისათვის ''1945''მიიღო, რომელიც ადოლფ ჰიტლერის ცხოვრებისა და ეპოქის შესახებ მოგვითხრობს.
ახალგაზრდა რეჟისორებისათვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პრიზი 10 000 ლარია. ის გამარჯვებულისთვის მომავალ 2015-2016 წლების სეზონზე სპექტაკლის დასადგამადაა განსაზღვრული.
სპეციალური სიგელები აქტიური თეატრალური ცხოვრებისათვის გადაეცათ ზუგდიდისა და ხულოს თეატრებს.
ნომონანტებს შორის არ დასახელებულან თეატრის მხატვარები და კომპოზიტორები.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, სტუმრებს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა განხილვა იმის გარშემოც, თუ რამდენად სწორად გადანაწილდა ჯილდოები.
პრიზების გარეშე დარჩა მუსიკისა და დრამის თეატრი _ დავით დოიაშვილის სპექტაკლი ''ფსკერზე~. ის ნომინირებული იყო საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად და ასევე ამ სპექტაკლის მსახიობი გოგა გველესიანი საუკეთესო მსახიობ მამაკაცთა შორის იყო დასახელებული.
ასევე ბევრი ელოდა რობერტ სტურუას ''ასულნის''საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად დასახელებას, მაგრამ ბუნებრივია, ხშირად არ ემთხვევაა ჟიურის შემადგენლობაში მყოფი თეატრის კრიტიკოსების აზრი თეატრალების, ან უბრალო მაყურებლის აზრს, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონი მთავარი ისაა, რომ ჩვენს რეალობაში ''დურუჯი''არსებობს და თეატრალურ სფეროში მოღვაწე ხელოვანებისათვის ერთი-ერთი აუცილებელი მოტივაციაა.
ანა კალანდაძე