12 ნოემბერი, 2015
როგორი მამაა დათო დარჩია - „კატასავით იყო, მოფერებით ''გკერავდა''...
პატარა არ ვიყავი, როცა მამა გავხდი ამჯერად პოპულარულ მამაკაცს - დათო დარჩიას მამის აპლუაში წარმოგიდგენთ. 

- პატარა არ ვიყავი, როცა მამა გავხდი, გააზრებული მქონდა რას ნიშნავდა ეს და შეიძლება ითქვას, როგორც მშობელი მომზადებული დავხვდი შვილებს. წელს ჩემი უფროსი შვილი სკოლას ამთავრებს, ელენე კი 15 წლისაა. მოგეხსენებათ, მსახიობები ემოციური ხალხი ვართ, ამიტომ საუბარი, ახსნა, დარიგებებია ჩემი მათთან ურთიერთობის მეთოდი.

- ამბობენ, გოგონებს მამებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთო, თქვენს შემთხვევაში როგორაა საქმე?
- რასაკვირველია, გოგონა და ბიჭი ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად, ჩემი
მიდგომაც სხვადასხვანაირია. ელენე შედარებით პატარა რომ გახლდათ, კატასავით იყო, მოფერებით ''გკერავდა'', რომ სურვილები შეგესრულებინა. ბიჭი განსხვავებულია, მასთან უფრო მამაკაცური ურთიერთობა ყალიბდება.

- მშობელის გადმოსახედიდან რთული პერიოდი თუ გქონიათ?
- შვილებთან დაკავშირებული პრობლემები, მადლობა ღმერთს, არ მქონია. ყველაფერი მშვიდად და წყნარად მიდის, უფროსი ვაჟი წელს სკოლას დაამთავრებს და იმედია, გაგვახარებს.

Rating

- ხომ არ აპირებს თქვენს პროფესიას გაჰყვეს?
- არა, უფრო ელენეს აქვს ხელოვნებისადმი მიდრეკილება, საბალეტო სტუდიაში დადის. აქედან გამომდინარე, შეიძლება გოგონა უფრო წავიდეს მაგ გზით.

- თქვენს ნამუშევარს, შემოქმედებას, როგორ აფასებენ, რამდენად ინტერესდებით მათი აზრით?
- პროფესიონალური თვალსაზრისით ჩემი ნამუშევრის განხილვა უფრო ''ზედა ეშელონებში''- მეუღლესთან, დედასთან ერთად ხდება, თუმცა, რასაკვირველია, შვილების აზრსაც ვისმენ, მოსწონთ მამის საქმიანობა.

- რა არის მთავარი შვილებთან ურთთერთობაში?
- მათთან კონტაქტი... მიუხედავად იმისა, რომ უფროსობა მარადიული პრობლემაა, მაინც ვახერხებდი მათთან ურთიერთობას. ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა, როგორ ვითარდებოდნენ, რა ხდებოდა მათ ცხოვრებაში ახალი და მაქსიმალურად ვცდილობდი, საქმის კურსში ვყოფილიყავი. არ უნდა ჩამორჩე ცხოვრებას და უნდა ეცადო, შვილებთან ერთად იფიქრო, გარეთ უნდა გაიხედო და დაინახო, რომ XXI საუკუნეა, არ უნდა ჩამორჩე დროსა და მოვლენებს, კონტაქტი და მათ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა აუცილებელია. ჩემი რჩევა იქნება მეტი ურთიერთობა შვილებსა და ოჯახთან, ამაზე დიდი ბედნერება არაფერია.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS