ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტატუს ნახვა ეგვიპტელი მუმიების სხეულზე შეგვიძლია. უძველესი ტატუს ისტორია ჩინეთიდანაც მოდის, რომელიც ჩვ. წ.აღ-მდე 2000 წლით თარიღდება. ისტორიკოსების აზრით, ტატუ
იაპონიაში სწორედ ჩინეთიდან გავრცელდა.
რომაელები ტატუს მონებისა და დამნაშავეების დასანიშნად იყენებდნენ.
ადამიანის

იაპონელი აბორიგენების ცოლების სახეზე ტატუ კი მათ ოჯახურ მდგომარეობაზე მეტყველებდა. მოხატულობის მიხედვით არკვევდნენ, გათხოვილი იყო თუ არა ქალი და რამდენი შვილი ჰყავდა მას.
მოცემულ ისტორიებში სვირინგი, ასე თუ ისე, ამაღლებდა მისი მატარებლის სოციალურ სტატუსს.

მოგვიანებით, ცოტა უფრო ცივილიზებულ სამყაროში, ტატუ აიკრძალა. ევროპაში აკრძალვა იმდენად სასტიკი იყო, რომ XVIII საუკუნემდე ტატუს ვერავინ იკეთებდა. 1769 წელს ზღვაოსნობიდან დაბრუნებულმა ჯეიმს კუკმა ტაიტიდან ჩამოიტანა არა მარტო სიტყვა ტატუ, არამედ ჩამოიყვანა პირველი ცოცხალი "ტატუ გალერეა" - დიდი ომაი, რის შემდეგაც მის გარეშე არც ერთ საცირკო წარმოდგენას არ ჩაუვლია.
XIX საუკუნის ბოლოს აბორიგენთა ტატუს მიმდინარეობა მოდიდან გადავიდა და პასუხისმგებლობა ამჯერად ამერიკელებმა და ევროპელებმა აიღეს. მაგალითად, ქუჩებში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შეერთებული შტატების 6 პრეზიდენტის, ჩარლი ჩაპლინისა და სხვა ცნობილი სახეების პორტრეტებს ატარებდა.

ტატუ და ქართველები
სვირინგიანი თინეიჯერების თაობა გაიზარდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტატუს ეპოქას სწორედ ახლანდელმა თაობამ ჩაუყარა საფუძველი, თუ არ ჩავთვლით .
ფაქტია, რომ ახალმა აჯობა და თან კარგა შორს ჩამოიტოვა ძველი. გარდატეხა სწრაფი იყო. ახალგაზრდები უფრო წარმოსახვისუნარიანები და ფერადები აღმოჩნდნენ.
დღეს ტატუს ტენდენცია ევროპიდან მოდის. კომფორტის ზონა მხოლოდ ოჯახური წესრიგი თუ ტრადიცია აღარ არის. ტელეეკრანები და სოციალური ქსელები ტატუიანი "ტიპებით" აჭრელდა.
22 წლის გიორგის ჯერ მხოლოდ ერთი ტატუ აქვს, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
გიორგი:
- ზედაპირულად რომ გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა, ახალ ცხოვრებას ვიწყებდი და ეს ტატუთი აღვნიშნე. ზუსტად ამიტომ დავიწერე "ფორ ევერყ დარკ ნიგჰტ ტჰერე"ს ბრიგჰტერ დაყ", ანუ „ყველა ბნელი ღამის მერე დგება ნათელი დღე“ - დავხედავ ხოლმე და ვფიქრობ, გადავიტანე, მოვახერხე! ყველაფერს შევძლებ-მეთქი. ასევე ვგეგმავ აცტეკების ნიშნის გაკეთებას, რომელიც მიზნისკენ სწრაფვას ნიშნავს. არ ვარ მიზანსწრაფული და ვიცი, ეს დამეხმარება.
მეგი 19 წლის:
- დიდი სიამოვნებით გავიკეთებდი, თანაც ორს. ერთი გადაწყვეტილი მაქვს, მეორეზე ჯერ ვფიქრობ. ღუზა მინდა დავიხატო - მამაჩემი მეზღვაურია, მიზეზი ეს არის.
25 წლის ირაკლის უკვე 8 ტატუ აქვს:
- ჩემი ყველა ტატუ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ჩემთვის თითოეულ მათგანს რაღაც დატვირთვა აქვს. ზოგიერთი ძალიან პირადულია, ზოგი - არც ისე. ხშირად მეკითხებიან - ეს ტატუ რას ნიშნავს? - მე კიდევ ლაკონიურად ვპასუხობ - "რაღაც პირადს".
ყველაზე დიდი ტატუ, რაც მკერდზე მაქვს, ნიშნავს: ფრთები იმას, რომ თავისუფალი ვარ, ქვიშის საათი კი მახსენებს, რომ ამ თავისუფლებაში ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ალუბლები კარიერულ წარმატებას რომ მივაღწიე, ამის აღსანიშნავად დავიხატე. ასევე მაქვს სპილო - სიკეთისა და სიყვარულის სიმბოლო. ეს ერთგვარად იმის გამოძახილია, რომ მე თავისუფალი ვარ, მე სხვანაირი ვარ.
მარიამი 21 წლის:
- ტატუ ძალიან მომწონს და ჩემთვის ხელოვნებაა. გარდა იმისა, რომ სხეულს ალამაზებს, თვითგამოხატვის ერთგვარი საშუალებაა. ჩემი ტატუ ბევრს ამბობს ჩემ შესახებ და აღნიშნავს გადაწყვეტილების სიმტკიცეს, დამოუკიდებლობას, საკუთარი თავით კმაყოფილებას - ანუ იმას, როგორიც ვარ.
ანა ვერძაძე
ჟურნალი „რეიტინგი“