- ტრადიცია, რომელიც გულწრფელად მოდის ადამიანისგან, ჩემთვის მისაღებია. მაგალითად, ახალ წელს ოჯახი რომ ერთად ხვდება და სიხარულს ერთად იზიარებენ, ამ ტრადიციაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ ტრადიცია დაფუძნებულია სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, მაშინ მისი დაცვა კარგიცაა, მაგრამ თუ ტრადიციას ბრმად
- ტრადიცია, რომელიც უარყო-ფით დამოკიდებულებას იწვევს შენში...
- ჩემში ყველაზე დიდ პროტესტს იწვევს ქელეხი. ადრე შორი გზიდან სამძიმარზე მისულ ადამიანს რომ ასადილებდნენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან დიდ მატრაკვეცობად მიმაჩნია უშველებელი სუფრის გაშლა, უამრავი ხალხის დაპატიჟება, ამასობაში შეიძლება ვიღაც გამოგრჩეს, რჩება ნაწყენი და ა.შ. მოკლედ, დროთა განმავლობაში ამ ტრადიციამ ძალიან ცუდი სახე მიიღო. ადრე სულ სხვანაირად იყო საქმე, ამზადებდნენ კერძებს და მიცვალებულის სახელზე ურიგებდნენ გლახაკებს, რაც ძალიან დიდი მადლია. დღეს კი, ადამიანი რომ გარდაიცვლება, ჭირისუფალი ახლობელი ადამიანის დაკარგვით მიღე-ბულ ტკივილთან ერთად იმაზე ფიქრობს, რა ქნას, როგორ გააკეთოს ქელეხი და ა.შ. თუნდაც, ქორწილების გამო რომ ვარდე-ბიან ვალებში, რა საჭიროა, ვერ ვხვდები.
- ანა, გერლფრენდ-ბოიფრენდო-ბის ინსტიტუტზე როგორია შენი მოსა-ზრება?
- ყველა ადამიანი არის ინდივიდი, ამიტომ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც უნდა. ბაბუაჩემი თუ ფიქრობს, რომ წყ-ვილი ქორწინებამდე ერთად არ უნდა ცხოვრობდეს, ეს უნდა შეასრულოს მან, მე თუ განსხვავებული აზრი მაქვს, ჩემი შეხედულებისამებრ უნდა მოვიქცე. მაგრამ თუ შენი ეს ქმედება, ანუ თანაცხოვრება ქორწინებამდე, მენტალობის გამო გიქმ-ნის პრობლემას, მერე ამის გამო ყველას ბოდიში უნდა უხადო, ახსნა-განმარტებები აბარო და ფსიქიკაში ვერ ლახავ ამ ბარიერს, მაშინ არ უნდა გააკეთო და უნდა მოიქცე ისე, როგორც შენთვის მისაღები და მარტივია.
- როგორ ფიქრობ, რა დადებითი და უარყოფითი მოაქვს ქალიშვილობის ინსტიტუტს?
- თუ ურთიერთობა სათანადოდ არაა მომწიფებული, მაშინ ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა, მაგრამ თუ ამას გააკეთებ, შემდეგ იმ ადამიანს დაშორდები, ოჯახში კი ეს ''საომარი'' თემა გახდება, დაფიქრება სჯობს. ასეთი ნაბიჯი მაშინ უნდა გადადგა, როცა შენს საქციელზე პასუხისმგებლობის აღება შეგიძლია. არავისი საქმე არაა, ვინ ვისთან ცხოვრობს, ვინ გათხოვდა ქალიშვილი, ვის ჰყავდა 8 კაცი, 7 ბოიფრენდი თუ 37 ქმარი. რატომღაც ქალიშვილობა დასაცინი გახდა და ''ტეხავს''. თუ ადამიანი 28-30 წლისაა, იცის, რომ უნდა ჰქონდეს სექსუალური ცხოვრება, მაგრამ ვერ შეხვდა ადამიანს, რომელთანაც ინტიმური ურთიერთობა ექნებოდა, არ გაუჩნდა მძაფრი შეგრძნებები, რომ ეს გაკეთებინა, მაშინ რა ქნას? იმის გამო, რომ ვიღაც თვლის, ქალიშვილობა გოიმობაა, ძალით ხომ არ გააკეთებს ამას? საზოგადოების აზრის ზემოქმედებით ამა თუ იმ საქციელის ჩადენა უფრო გოიმობად მიმაჩნია, ვიდრე ქალიშვილობა 30 წლის ასაკში.
- ოჯახის უფროსობა ვისი ფუნქციაა?
- საერთოდ, ოჯახის უფროსობა დამახინჯებული და კარიკატურული ფორმაა. ჩემთვის ძალიან დიდი შვებაა, რომ ჩემს ოჯახში მამაჩემია ჩემი იმედი, ქალმა შეიძლება ბევრი რაღაცის უფლება არ მისცეს თავს, კაცი კი გააკეთებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, არის საკითხები და საქმეები, რომლის მოგვარებისთვისაც ქალს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, კაცი კი ამას მარტივად აკეთებს, ეს ასეა, მათ გენურ კოდში დევს. ცუდი არაფერია იმაში, თუ ჩემი ქმრის იმედი მექნება და დაყრდნობილი ვიქნები მის ძალაზე, კაცი უნდა იყოს კიდეც ძლიერი, ქალიც მაშინაა ბედნიერი, როცა გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავს.
- რაც შეეხება ღალატს, ჩვენს ქვეყანაში ღალატს სქესი აქვს?
- კი, რამდენად თანამედროვედაც უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი საზოგადოება, ეს მაინც ასეა: როცა ქალი ღალატობს კაცს, ეს გრძნობებს უკავშირდება, მილიონი პრობლემა შეიძლება იყოს, მაგრამ ქალის ღალატის მიზეზი მაინც კაცის უყურადღებობა მგონია, რის ფონზე ქალიც იმისკენ მიიწევს, ვისგანაც მეტ სითბოს იღებს. როცა ქალს გრძნობები და ემოციები აკლია, ალბათ, მერე ღალატობს კაცს. გათვლებითა და გამორჩენით სხვა მამაკაცთან ურთიერთობის აწყობის მაგალითს არ განვიხილავ. როცა ქალის ღალატი გრძნობებს უკავშირდება, ეს უფრო საშიშია, კიდეც რომ აპატიოს კაცმა, შეიძლება, ქალს აღარ უნდოდეს. მამაკაცის ღალატის 90% ინერციაა, მეგობრები ერთმანეთს გაჰყვებიან თუ რაღაც ასეთი გოიმობები ხდება.… არის შემთხვევები, როცა ვითომ ქალები აწუხებენ ყურადღებით მამაკაცებს და ''აბა, მე კაცი ვარ და რა გავაკეთოთი'' იმართლებენ თავს და ა.შ. ზოგი არის სულგრძელი და შეუძლია ღალატის პატიება. თუ მეორე ნახევარი დააფასებს ამას და ღალატს არ გაიმეორებს, პატიებას აქვს აზრი, თუმცა მიტევება ყველას არ შეუძლია.
- როგორი ქალისგან არ მიდიან მამაკაცები?
- ვერ ვიტყვი. მინახავს ისეთი წყვილი, ერთმანეთს რომ ადნება და ამ დროს გაიგებ, რომ ერთმანეთს ღალატობენ, თან ამაზე შეთანხმებული არიან, ან ერთ-ერთი ღალატობს. უცხო თვალისთვის ქალი შეიძლება იყოს შეუხედავი და არაფრის მთქმელი, მაგრამ ქმარს იდეალური ეჩვენებოდეს. მარტო გარეგნობა არაა მთავარი, თუმცა დღეს ყველაფერი ისე განვითარდა, რომ ესეც არაა პრობლემა. ქალი, ყველაზე ცოტა, ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეს, უნდა იყოს ცოტათი მაინც განათლებული, ცოტა კარგი მზარეული, ყურადღებიანი და თბილი ქმრისა და შვილების მიმართ, შემდგარი კარიერული თვალსაზრისით და თუ ასეთი ქალისგან ქმარი წავა, მაშინ უბრალოდ არ ჰყვარებია. თუმცა, ისეთი ვარსკვლავი ქალებისგანაც წასულან მამაკაცები, რომლებზეც მსოფლიოს დანარჩენი მამაკაცები აბოდებდნენ, ასეთ ქალებსაც ღალატობენ და ასეთ მამაკაცებსაც ტოვებენ ქალები.
- არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ყველანი ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, არ მიმაჩნია სწორად ვინმეს შეურაცხყოფა განსხვავებულობის გამო. მე გარშემო მყავს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები და მათ ამით ჩემთვის პრობლემა არასდროს შეუქმნიათ. ბავშვობაში ოცნებად მქონდა, არატრადიციული ორიენტაციის მეგობარი მყოლოდა, რადგან ის მეტყოდა ყველაფერს, რასაც ბიჭები ფიქრობდნენ, გამიზიარებდა მათ მოსაზრებებს, შეხედულებებს და ა.შ. შეიძლება, ტრადიციული ორიენტაციის ადამიანმა ისე შეგაწუხოს თავისი ვნებით, რომ წყობიდან გამოხვიდე.
თუ არატრადიციული ორიენტაციის პირები თავისთვის ცხოვრობენ, აქვთ კარიერა, რატომ უნდა ვებრძოლოთ მათ. ჩვენს რეალობაში უამრავი ვარსკვლავია ასეთი, მივიდეს მასთან ნებისმიერი ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ბირჟაზე დგას და პრეტენზია განუცხადოს. შეიძლება, ჩვენ მარტივად მივიღოთ ასეთი ადამიანები, მაგრამ მათი მშობლებისთვის ეს განსხვავება შესაძლოა, საზოგადოებრივი აზრის გამო, ტრაგედია იყოს. თითოეულმა თავი მათ ადგილას წარმოვიდგინოთ, რატომ უნდა დავიჩაგროთ, თუ ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით? ყველას აქვს არსებობის უფლება.
ხშირად რელიგიის სახელით აკრიტიკებენ და ბევრ ცუდ საქციელს სჩადიან. მეც მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, გასაგებია, რომ რელიგია ეწინააღმდეგება არატრადიციულ ორიენტაციას, მაგრამ რელიგია ერთმანეთის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და დამოკიდებულებასაც ეწინააღმდეგება, რელიგიურად ესეც მიუღებელია. ასე რომ, რელიგიის სახელით ერთმანეთის დამცირება და გულის ტკენა სწორი ნამდვილად არაა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''