09 ივლისი, 2013
რისთვის უსწორდებოდა მანანა თოდაძეს ქმარი ფიზიკურად
მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. მას შემდეგ, რაც მომღერალმა მანანა თოდაძემ საქართველოში 10-წლიანი პაუზის შემდეგ სოლოკონცერტი გამართა, ჟურნალისტები კვლავ დაინტერესდნენ მისი პირადი ცხოვრებით.

სცენაზე მომღერლის ქალიშვილი ლეილაც იხილა მაყურებელმა, რომელიც მანანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ლეილა თოდაძე დედასთან ერთად მოსკოვში მოღვაწეობს.

პირველ უიღბლო ქორწინებაზე მანანა არასდროს საუბრობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა და დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც ამბობენ, 15
წლის ასაკში მოიტაცა მისმა პირველმა ქმარმა მომღერალი, მას მერე მანანა ''ივერიაში'' მოხვდა და ბორის შხიანს დაუახლოვდა, ან დაუახლოვდა კი?..

როგორც გავარკვიეთ, იმ პერიოდში მათ მეგობრობაც არ აკავშირებდათ და მომღერალი კომპოზიტორის მეუღლე გაურკვეველ ვითარებაში გახდა. მანანას მეგობრები ამბობენ, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო მათი ქორწინება, შოკის მომგვრელიც კი. მანანას არანაირი ინტერესი არ ჰქონია მომავალი მეუღლის მიმართ. რა ხერხს მიმართა შეყვარებულმა ბორისმა მომღერლის გულის მოსაგებად, არავინ იცის.

ერთ-ერთი ვერსიით, მან ხმა გაუვრცელა მანანას, რომ ის ბორისის საყვარელი იყო და წყვილი ერთად იყოფდა სარეცელს. გახდა თუ არა ეს ჭორი ქორწინების მიზეზი, დაზუსტებით არავინ იცის.

ისიც მხოლოდ მანანას მეგობრებმა იციან, რომ მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. იმასაც ამბობენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე, ზოგჯერ ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

მომღერალმა ცოტა ხნის წინ ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში საქართველოს დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

''ამისთვის ბევრი მიზეზი მქონდა. პირველ მიზეზზე ლაპარაკი არ მიყვარს. ეს ჩემი ოჯახური მდგომარეობის ბრალი იყო''.

რთული მისახვედრი არ არის, რა მდგომარეობას გულისხმობდა მომღერალი. როგორც ამბობენ, ის მოძალადე ქმარს მოსკოვში გაექცა.

კიდევ ერთი ამონარიდი ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუდან: ქალი რომ გათხოვდება, ქმრის გვერდით უნდა იყოს, საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ. თუ პოპულარული ხარ, ეჭვიანობის სცენებიც იწყება. ვინ შემოგხედა, ყვავილი რატომ მოგართვა, ვინ არის?.. მომღერალ ქალს ან ყვავილს მოგართმევენ, ან კომპლიმენტს გეტყვიან. მამაკაცები ვერ აცნობიერებენ, რომ პოპულარული ქალის ქმრობას ეს სირთულეები ახლავს.

- თუ დამდგარხართ არჩევანის წინაშე, კარიერა თუ ოჯახი?
- ორივე ქორწინების დროს ასე დამისვეს საკითხი - ან ოჯახი, სადილების კეთება, სამზარეულო, ან კარიერა, სცენა. მე ავირჩიე სცენა... ვფიქრობ, რომ ხელოვანი ხელოვანს არ უნდა გაჰყვეს ცოლად. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება, შურის მომენტიც იყო.

- ამდენი წლის შემდეგ არც ერთი ოჯახის დანგრევას არ ნანობთ?
- იცით რას ვნანობ? უფრო ადრე რომ არ დავანგრიე ოჯახი, უფრო ბევრს მივაღწევდი კარიერაში. შებოჭილი ვიყავი. ჩემი შებოჭვა არ შეიძლება. რომ დამაბან, ავფეთქდები.

''რეიტინგის''
საიტზე ინტერვიუს ბოლოს ერთ-ერთი მომხმარებელი, სახელად მაკა წერდა: ''ქალბატონო მანანა, ძალიან მინდა, თქვენ და ბორის შხიანი შერიგდეთ. მინდა, ისევ ლამაზი ოჯახი გქონდეთ''.

კომენტარს სხვა, როგორც ჩანს, მომღერლის პირად ამბებში ჩახედული ინტერნეტმომხმარებელი გამოეხმაურა, - ''მაკა, საიდან მოიტანეთ, რომ ბორისთან მანანა ბედნიერი იყო? ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისგანაც ეს გავიგე.

ბორისთან ქალი კი არა, შინაური ცხოველი ვერ იქნება ბედნიერი. კიდევ ერთი დამსახურება ქალბატონი მანანასი ის არის, რომ ამდენი წელი გაუძლო მაგ არაკაცს. ბორია საერთოდ ვინმეს უყვარს?!''

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, არც უარვყოფთ. ეს ამბებია, ჭორიც და მართალიც. დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
ლალი
კველაზე მაგარი მომგერალი და კველასტვის საკვარელი
23:52 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ლანა
დზალიან იციტ რა ბედნიერი იყო ტუ არა კმარტან მანანა,ნეტა სხვის ცხოვრებაზე რომ ასე ადვილად ლაპარაკობტ,
23:15 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
მანანა თოდაძე როგორი საყვარელი მომღერალიცაა ასეთივე კარგი მეუღლე იქნებოდა........
21:51 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ქსანტიპა კიარა ანტიპახარ შენ, ჯერ ამ სტატიასთან მანანა რაშუაშია, ასეთი რა გაუნათლებლებიხართ ეს ბორია ეშმაკის მოციქულის მცველები სტატიიდან აზრი ვერ გამოგაქვთ ვისი დაწერილია, მეორე ხმა მართლა არამომაღებიოთ კიდე უარესებზე მის შესახებ, და რაც შეეხება მანანას კარიერას ბორია ბოგმას რომ არეკეტა მისთვის კარებები და რომ არ ეძალადა მასზე დღეს მანანა მილიონჯერ მეტი წარმატებული იწნებოდა , და მაგ შურით აღსავსე მოზალადის გამო ერთადგილას გაჩერდა! რაუნდა წეროთ მაგ არაკაცზე რომ ნამუსი ამოწმინდოთ ან რა ნაკურთხი წყალი ეყოფა ჩამორეცხოთ ის ცოდვები რაც ქალებზე ძალადობის შედეგად მას თან ახლავს,მანანა მის შვილებს და შვილიშვილებს ხელისგულზეყავთ სატარებელი ასეთ მანიაკს რომ გაუძლო ამდენი წელი და მანეჟასაც ჯილდო ეკუთვნის ამდენი რომ უთმინა თან ვის ვიღაც დაქნეულ უნიჭო ბოღმა კომპოზტორს, ლეილას ადგილზე არცერთ მის კომპოზიციას არ შევასრულებდი რაც დედამის აკადრა...!!!
12:56 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ოჯახი დზალიან რტულია, არავინ იცის იქ რა ხდებოდა და დაანებეტ კომპოზიტორს ტავი
21:10 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS