სცენაზე მომღერლის ქალიშვილი ლეილაც იხილა მაყურებელმა, რომელიც მანანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ლეილა თოდაძე დედასთან ერთად მოსკოვში მოღვაწეობს.
პირველ უიღბლო ქორწინებაზე მანანა არასდროს საუბრობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა და დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც ამბობენ, 15
როგორც გავარკვიეთ, იმ პერიოდში მათ მეგობრობაც არ აკავშირებდათ და მომღერალი კომპოზიტორის მეუღლე გაურკვეველ ვითარებაში გახდა. მანანას მეგობრები ამბობენ, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო მათი ქორწინება, შოკის მომგვრელიც კი. მანანას არანაირი ინტერესი არ ჰქონია მომავალი მეუღლის მიმართ. რა ხერხს მიმართა შეყვარებულმა ბორისმა მომღერლის გულის მოსაგებად, არავინ იცის.
ერთ-ერთი ვერსიით, მან ხმა გაუვრცელა მანანას, რომ ის ბორისის საყვარელი იყო და წყვილი ერთად იყოფდა სარეცელს. გახდა თუ არა ეს ჭორი ქორწინების მიზეზი, დაზუსტებით არავინ იცის.
ისიც მხოლოდ მანანას მეგობრებმა იციან, რომ მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. იმასაც ამბობენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე, ზოგჯერ ფიზიკურადაც უსწორდებოდა.
მომღერალმა ცოტა ხნის წინ ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში საქართველოს დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.
''ამისთვის ბევრი მიზეზი მქონდა. პირველ მიზეზზე ლაპარაკი არ მიყვარს. ეს ჩემი ოჯახური მდგომარეობის ბრალი იყო''.
რთული მისახვედრი არ არის, რა მდგომარეობას გულისხმობდა მომღერალი. როგორც ამბობენ, ის მოძალადე ქმარს მოსკოვში გაექცა.
კიდევ ერთი ამონარიდი ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუდან: ქალი რომ გათხოვდება, ქმრის გვერდით უნდა იყოს, საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ. თუ პოპულარული ხარ, ეჭვიანობის სცენებიც იწყება. ვინ შემოგხედა, ყვავილი რატომ მოგართვა, ვინ არის?.. მომღერალ ქალს ან ყვავილს მოგართმევენ, ან კომპლიმენტს გეტყვიან. მამაკაცები ვერ აცნობიერებენ, რომ პოპულარული ქალის ქმრობას ეს სირთულეები ახლავს.
- თუ დამდგარხართ არჩევანის წინაშე, კარიერა თუ ოჯახი?
- ორივე ქორწინების დროს ასე დამისვეს საკითხი - ან ოჯახი, სადილების კეთება, სამზარეულო, ან კარიერა, სცენა. მე ავირჩიე სცენა... ვფიქრობ, რომ ხელოვანი ხელოვანს არ უნდა გაჰყვეს ცოლად. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება, შურის მომენტიც იყო.
- ამდენი წლის შემდეგ არც ერთი ოჯახის დანგრევას არ ნანობთ?
- იცით რას ვნანობ? უფრო ადრე რომ არ დავანგრიე ოჯახი, უფრო ბევრს მივაღწევდი კარიერაში. შებოჭილი ვიყავი. ჩემი შებოჭვა არ შეიძლება. რომ დამაბან, ავფეთქდები.
''რეიტინგის'' საიტზე ინტერვიუს ბოლოს ერთ-ერთი მომხმარებელი, სახელად მაკა წერდა: ''ქალბატონო მანანა, ძალიან მინდა, თქვენ და ბორის შხიანი შერიგდეთ. მინდა, ისევ ლამაზი ოჯახი გქონდეთ''.
კომენტარს სხვა, როგორც ჩანს, მომღერლის პირად ამბებში ჩახედული ინტერნეტმომხმარებელი გამოეხმაურა, - ''მაკა, საიდან მოიტანეთ, რომ ბორისთან მანანა ბედნიერი იყო? ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისგანაც ეს გავიგე.
ბორისთან ქალი კი არა, შინაური ცხოველი ვერ იქნება ბედნიერი. კიდევ ერთი დამსახურება ქალბატონი მანანასი ის არის, რომ ამდენი წელი გაუძლო მაგ არაკაცს. ბორია საერთოდ ვინმეს უყვარს?!''
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, არც უარვყოფთ. ეს ამბებია, ჭორიც და მართალიც. დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''