- ტრადიციაა ის, რაც ჩვენი წინაპრე-ბისგან მოდის. ტრადიციულობა თითქოს საქილიკო გახდა, მაგრამ ტრადიციული კაცი იყო ჭაბუა ამირეჯიბი და ის საქილიკო ნამდვილად არაა. არ მეგულება ადამიანი, ვინც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას იცნობს და ჭკუა და გონება არ ეკეტება მასზე, პირადად ჩემთვის ვაჟა არის სუფთა ტრადიცია და იმავდროულად, ხვალინდელი საქართველო. რაც
- სუფრის ტრადიციებზე, თამადაზე რას ფიქრობთ?
- უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ერთ ამბავს მოგიყვებით. ძალიან კარგი ქალბატონის ქელეხში მომიწია თამადობამ. მთავარი ის ხომ არაა, ვინ რამდენს დალევს, მთავარია, როგორ წარიმართება სუფრა. მთელი გული და სული ჩავაქსოვე, რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო, დავამსხვრიე ყველანაირი წესი და გულის კარნახს მივყევი, ეტყობა, კარგად გამომივიდა ყველაფერი, უცებ მიკროფონი მოითხოვა გეგე სულხანიშვილმა და ჩემზე თქვა, გააჩერეთ ეს კაცი, თორემ სიკვდილი მომინდაო. ეტყობა, მოეწონა, როგორც გა-ვუძეხი სუფრას. მხოლოდ ჩემს თავზე არ მინდა საუბარი, ჩემზე ათასჯერ უკეთესი თამადები არსებობენ. კახი კავსაძესთან, რა-მაზ ჩხიკვაძესა და ეროსი მანჯგალაძესთან ერთად რომ იქნები სუფრაზე, წარმოგიდგე-ნია, ეს რა იქნება?! ისინი დედმამიშვილის სადღეგრძელოსაც სვამდნენ, მშობლებისაც, საქართველოსიც, მაგრამ როგორ იყო ეს ყველაფერი მოტანილი, ეგაა მთავარი. იქ ბილწსიტყვაობაც იყო, მაგრამ ყველაფერი ლამაზად იყო ერთამანეთთან შერწყმული, რადგან გენიალურ პიროვნებებთან გვქონდა საქმე. ერთი ადამიანი გამოვიდა და თქვა, ქართული სუფრა კოცნა-ლოშნისააო, ეს ეტყობა მის მეგობრებშია ასე, მაგრამ დანარჩენებს შეურაცხყოფას რატომ გვაყენე-ბს?! გააჩნია, ვინ უზის სუფრას, პირველად ''ქართული ხმები'' რომ გავიცანი, სოხუმში დილის 11 საათზე რომ მივუსხედით სუფრას, იმდენად ამაღელვებელი და ემოციური იყო, ტირილის მეტი არაფერი მიკეთებია. ყველა სადღეგრძელოს თავისი შესაბამისი სიმღერა ებმოდა, მე აქედან ლექსებს ვაშველებდი და ეს იყო დიდი ზეიმი, ესაა სუფრა, კულტურა და ნიჭიერება.
- თამადობაზე თქვენი მოსაზრება კი გაგვაცანით, მაგრამ ალა-ფურშეტს როგორ აფასებთ?
- ჩემს მეგობრებს ალა-ფურშეტის ფონზეც საოცარი დღესასწაული გაუკეთებიათ, ყველაფერი კაცის ნიჭზეა დამო-კიდებული.
- ქორწინებამდე თანაცხოვრების თემაზე როგორია თქვენი მოსაზრება?
- შეიძლება, მაგრამ არ უნდა ამას აფიშირება. მირჩევნია, ყველაფერი ტრადიციუ-ლად, ნიშნობით, ჯვრისწერით მოხდეს, ამას ყველაფერს თავისი წესი და სილამაზე აქვს, მაგრამ თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, თუ ნაღდი სიყვარულია, იმას ხელს ვერ შეახებ და მაშინ ყველაფერი მისაღებია. შეი- ძლება, კალაპოტში არ ჯდებოდეს, მაგრამ იმდენად ამაღლებული გრძნობა იყოს, რომ მისაღები გახდეს. თორემ ვიღაც ერთი საათი ერთთან რომაა და მეორე საათს სხვასთან ატარებს, იქ უკვე ირღვევა ყველაფერი, ამას არ ვცემ პატივს, თორემ თუ გიყვარს, რაც გინდა, ის აკეთე.
- ოჯახში გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობთ?
- ჭკუაზე არ შემშალოთ ახლა… (იცინის). ამ კითხვაზე მაგალითით გიპასუხებთ და თქვენთვის ყველაფერი გასაგები იქნება. ერთ ოჯახში ორი ძმა ერთდროულად და-ქორწინდა, სუფრაც ერთიანად გაშალეს, სუფრის მსვლელობისას ოთახში ბორძიკით შევიდა კატა. ერთ-ერთმა ძმამ ხელი მოჰ-კიდა, გაგლიჯა და ფანჯრიდან გადააგდო. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე წელი. კატის ამბის ჩამდენ ადამიანს შესანიშნავი ოჯახი აქვს, ყველაფერი ზღაპრულად აქვს აწყო-ბილი, მეორეს კი ცოლთან ცუდად აქვს სა-ქმე, პირიქითაა ყველაფერი, კაცი ცოლია და ქალი - ქმარი. ერთ-ერთი შელაპარაკების დროს კაცმა მოჰკიდა კატას ხელი და იმავეს გამეორებას აპირებდა, რაც მისმა ძმამ თავი-დან მოიმოქმედა, ცოლმა კი უთხრა, დაანებე ახლა მაგას თავი, ეგ თავის დროზე უნდა გა-გეკეთებინაო.… ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, მაინცდამაინც სამზარეულოში კი არ უნდა იჯდეს ქალი და კატლეტებს კი არ უნდა აკეთებდეს, ქალს პატივი უნდა მი-ვაგოთ, თუმცა სამზარეულოში ტრიალიც უნდა ეხერხებოდეს.
- როგორ ფიქრობთ, რას გულისხმ-ობს წყვილს შორის ღალატი და გააჩნია თუ არა მას სქესი?
- პირდაპირ იმას გულისხმობს, რაც გაიფიქრეთ, ერთჯერადი ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს, მაგრამ იმავდროუ-ლად, გეტყვით იმასაც, რომ ღალატს სქესი აქვს.
- რას ფიქრობთ საყურიან ბიჭებზე?
- არ გეგონოთ, ამას ცუდად ვუყურებ, გააჩნია, ვის უკეთია და როგორ. ჩემი უსა-ყვარლესი ფეხბურთელებიდან ერთს საყუ-რე უკეთია, მაგრამ ვაჟკაცი კაცია. ადამიანს რომ უყურებ და ვერ გარკვეულხარ კაცია თუ ქალი, ესაა ამაზრზენი. კათედრის გამგე მყავდა ცნობილი გეი საქართველოში, სუფრაზე უამრავჯერ ვყო-ფილვარ მასთან ერთად, მის სახლში მიქეი-ფია ბოლომდე, ვიცოდი, რომ ასეთი იყო, მაგრამ ურთიერთობაში მისი ორიენტაცია ხელს არ გვიშლიდა, ვერ ვგრძნობდი ამას, არ მაინტერესებდა, რას აკეთებდა ოთახში, მთავარია, რომ ჩემი შვილიშვილის წინ თავი-სი ორიენტაციის რეკლამას არ აკეთებდა და არ ამბობდა, მე მომბაძეთო. მე ამის წინააღ- მდეგი ვარ, თორემ ის რომ ავადმყოფია, თანავუგრძნობ, ბევრი მყავს ირგვლივ ისეთი ადამიანი, რომელიც არაა კარგად ამ საქმეში, ორიენტაციას ვგულისხმობ, მაგრამ მათთან კავშირი არ გამიწყვეტია და არც გავწყვეტ, რადგან ისინი არ მაწუხებენ ამით, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. არატრადიციული ორიენტაციის მქონე ხალხის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ პროპაგანდას ვერ ავიტან, შვილიშვილი არ უნდა მეკითხებოდეს, ბიჭი ბიჭს რატომ კოცნისო, ქალი თუ კაცს კოცნის, ამაზე შეკითხვა არ უჩნდება, იმიტომ რომ დიდია უკვე, მეათე წელიწადში გადადის. სხვათა შორის, ტელევიზიებს ასეთი დამოკიდებულება შევამჩნიე, როცა ინტერვიუა ასაღები რომელიმე სფეროს წარმომადგენლისგან, ვთქვათ, სკამების ხელოსნისგან, მაინცდამაინც გეის აარჩევენ და იმას ჩაწერენ, სად პოულობენ და მაინცდამაინც იმისგან რატომ იღებენ ინტერვიუს, ვგიჟდები. იურისტია ჩასაწერი?! მაინცდამაინც საეჭვო ორიენტაციისას შეარჩევენ, როცა 99% იურისტია.
- ინტერვიუში ჩანს, რომ რესპონდენტები არ არიან ტრადიციული ორიენტაციის მქონენი?
- რას ლაპარაკობ? ჩანს, აბა, რა. მათი ქმედება, საქციელი პირდაპირ მიუთითებს ამაზე. არ შეიძლება ჩვეულებრივი, ტრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი ჩაწერო? ან იმან თქვას სათქმელი? ესაა ჩემი დამოკიდებულება, ამის გამო ამბობენ, ჯაიანი დრომოჭმული კაციაო, მე ვარ დრომოჭმული?! რომელიც ახალგაზრდობაში სახალხო არტისტი გავხდი, ათი წელი მეფე გიორგის ვთამაშობდი სცენაზე, რომ გავდიოდი და გვირგვინი მედგა თავზე, სამი საათის განმავლობაში სცენას ვანგრევდი და მე ვარ კიდევ დრომოჭმული?! არა, ბატონო, ასე არაა ეს...
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''