09 იანვარი, 2015
''არავის არაფერს მოვუწოდებ, მაგრამ გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ''
ძალიან დემოკრატიული ოჯახი გვაქვს, ერთიმეორის აზრს ვისმენთ ''სხვა ქართული ოჯახებისგან განსხვავებული და გამორჩეული საახალწლო ტრადიციები არ გვაქვს. სამზადისი ამ დღესასწაულისთვის ნაძვის ხის მორთვით იწყება, მე და ჩემი უმცროსი შვილი ნიკუშა ერთად ვაწყობთ ნაძვის ხეს და ყოველ წელს ახალ მოსართავს ვამატებთ, ვუწერთ წერილს თოვლის ბაბუას და კონვერტით ვდებთ ნაძვის ხესთან. თან, მთელი წელი მეკითხება, მართლა არსებობს თოვლის ბაბუო, მეც ვპასუხობ, არსებობს მათთვის, ვისაც მისი სჯერა, ჰოდა, მე მჯერაო, - ამბობს (იცინის).

რაც შეეხება საახალწლო სამზარეულოს, არაფერი
ორიგინალური, ინდაური, საცივი, გოზინაყი ჩვენთანაც კეთდება. ტრადიციაა ის, რომ თითქმის ყველა ახალ წელს ბავშვები კონცერტზე მიმყავს, ხან ვასწრებთ სახლში დაბრუნებას და ახალი წლის შემობრძანებას სახლში ვხვდებით, ხან - ვერა, მაგრამ მთავარია, ერთად ვართ და სადაც მოგვიწევს იმ დროს ყოფნა, იქ ვეგებებით ახალ წელს. მაგალითად, შარშან მე და ეკა კახიანს შვილებთან ერთად ძველ მერიასთან, დიდ ნაძვის ხესთან მოგვიწია ახალი წლის შეხვედრამ, გავაჩერეთ მანქანა და ბავშვები ისე გაერთნენ, რომ მართლა გამორჩეულად დამამახსოვრდა'', - გვითხრა მაია ჯაბუამ, რომელთანაც ინტერვიუ ტრადიციების თემაზე ჩავწერეთ.

- ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც ტრადიციების მიმდევარი ვარ, ზოგი ტრადიცია მომწონს, ზოგი - არა. სუფრის ტრადიცია, თამადა, განსხვავებულები, დიდად არ მხიბლავს, ძალიან დამღლელი და მოსაწყენია. სიმართლე გითხრა, ასეთ სუფრაზე კარგა ხანია არ ვყოფილვარ, თუმცა კი ბევრ ისეთ საინტერესო სუფრაზე ვარ მოხვედრილი, რომელიც ალბათ სამუდამოდ მეხსომება. გააჩნია იმასაც, რა საზოგადოება შეიკრიბება, საინტერესო ხალხთან ყველაფერი საინტერესოა.
- მეზობლობის ინსტიტუტზე გკითხავთ, რომელიც ძალიან აქტუალური იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ თითქოს იკარგება.
- ამ ინსტიტუტს თავისი ხიბლი ჰქონდა, მე ისეთ სახლში გავიზარდე, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სტადიონი ჰქონდა, მთელი უბანი ჩვენს ეზოში იკრიბებოდა და უსასრულოდ ვთამაშობდით. დღეს აშენებენ უდიდეს კორპუსებს და ძალიან პატარა ადგილიც კი არაა იმისთვის, რომ ბავშვმა ითამაშოს. ჩვენს დროს ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, მეტი სიმშვიდე და მეტი თანადგომა იყო, დაცულებიც ვიყავით, დღეს კი ხალხი თითქოს უფრო მეტად ჩაიკეტა, თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, გარდა ამისა, გაიზარდა მოსახლეობა, ბევრი შემოემატა ქალაქს და ნელ-ნელა ხალხი გაუცხოვდა, ერთმანეთს აღარ იცნობენ, შესაბამისად, მეზობლების ურთიერთობაც აღარ არის ისეთი.
- ქალბატონო მაია, თქვენთვის ოჯ­ახის უფროსობა რას ნიშნავს?
- ჩვენს ოჯახში ასეთი თანამდებობები და იერარქია არ დაგვიწესებია. ძალიან დემოკრატიული ოჯახი გვაქვს, ერთიმეორის აზრს ვისმენთ, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და მშვიდობიანად ვახერხებთ ურთიერთობას.
- რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტს…...
- ნიშნობა, ხელის თხოვა, გადაპატიჟება-გადმოპატიჟება არასდროს მომწონდა, თუმცა ვინც ამას იცავდა, არ განვიკითხავდი. არჩევანის წინაშე რომ დავმდგარიყავი, ამ ყველაფერს ავერიდებოდი. ქორწილებზეც არ ვგიჟდები. ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა, ახალგაზრდობაშიც და ახლაც, პომპეზურობა არ მომწონს. ვიღაცას უყვარს, ოცნებობს თეთრ კაბაზე და უნდა ჰქონდეს კიდეც, ვისაც როგორ წარმოუდგენია ქორწილი, ისეთი უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტს, ვფიქრობ, ძალიან ნორმალური და ორგანულია, ჩემი აზრით, კარგად უნდა იცნობდე ადამიანს, ზუსტად უნდა იცოდე, რომ ამ ადამიანთან გინდა ცხოვრება და მერე უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. ოჯახი ძალიან რთულია, ცხოვრება ბევრ გამოცდას გვიმზადებს, ამიტომ შენ გვერდით მყოფ ადამიანში დარწმუნებული უნდა იყო. მარტო სიყვარული საკმარისი არ არის. არავის არაფერს მოვუწოდებ, მაგრამ მე ამ ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ.
- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებში ქალმა უფრო მეტი უნდა დათმოს?
- ამასაც ვერ გეტყვი კონკრეტულად, სქესის მიხედვით არ მაქვს დაყოფილი, ხან ერთმა უნდა დათმოს, ხან - მეორემ. ქალისა და კაცის ურთიერთობა ერთ დიდ ცეკვას ჰგავს. იმპროვიზაციაზე, ინტუიციაზე, ტაქტის გრძნობაზე, ნიჭზეა დამყარებული. თუ ორივე ნიჭიერია, ურთიერთობა ფანტასტიკურია და დიდხანს ძლებს, ვინც უფრო ნიჭიერი და გონიერია, ის დათმობს, უღირს და ამიტომ, ვინც ვერ თმობს, ალბათ რაღაც აკლია, ან ნიჭი, ან ინტელექტი, ან სიყვარული.
- აქვე მინდა, გკითხოთ ღალატზე.
- ამ შემთხვევაშიც ვერ ვიტყვი, რომ კაცს ღალატი ეპატიება და ქალს - არა. საერთოდ პატიება, თუნდაც ღალატის პატიება, ძალიან ინდივიდუალურია, ვისაც პატიების უნარი აქვს და შეუძლია, მისი არჩევანია, მაგრამ ვიღაცისთვის იმ ერთი ღალატით მთავრდება ყველაფერი და არც იმ ადამიანს გაემტყუნება. არავინ იცის, კონკრეტულ სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცევა, ეს ძალიან პირადი და ინდივიდუალურია.
- რძალ-დედამთილობის ინსტიტუტთან დაკავშირებით როგორი პოზიცია გაქვთ?
- ვფიქრობ, რძალ-დედამთილს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება უპირველესად სურვილზეა დამოკიდებული. თუ ოჯახში თავიდანვე უარყოფითი განწყობით შეხვალ, ან დახვდები რძალს, მერე ურთიერთობის აწყობა გაგიჭირდება, მთავარი განწყობაა. თუ ერთს უნდა კარგი ურთიერთობა და მეორეს არა, მაშინ დისტანცია ყველაზე კარგი გამოსავალია. მგონია, რომ სურვილის შემთხვევაში ყველანაირ ადამიანს შეიძლება მოუძებნო გასაღები და შესაძლებელია, ააწყო ურთიერთობა, რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. საერთოდ, არ მგონია, რომ დედამთილი მტრის ბანაკიდანაა, ზოგი ამ სიტყვასაც კი ისე გამოთქვამს, რომ აუცილებლად ცუდს გულისხმობს, არასდროს მქონია ასეთი განწყობა, რადგან დედამთილი არის ის, ვინც გაზარდა ადამიანი, რომელიც შენ გიყვარს. მე სულ მადლობას ვუხდიდი ჩემს დედამთილს იმისთვის, რომ ასეთი ადამიანი აღზარდა, რომელიც ჩემ გვერდითაა.
- რაც შეეხება ახალგაზრდა წყვილის ცალკე ცხოვრებას, ზოგს ეს აღიზიანებს და უნდა, საკუთარი შვილი თავისთან ჰყავდეს.
- მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც ფიქრობს, რომ წყვილმა უნდა იცხოვროს ცალკე, იმიტომ რომ ის უკვე სხვა ოჯახი და სხვა სახელმწიფოა. ეს მათი ურთიერთობისთვისაც კარგია. წყვილმა ოჯახი თავად უნდა ააწყოს, თვითონ უნდა გადაწყვიტონ, როგორი ურთიერთობა უნდათ, როგორ ადგებიან დილას, როგორ ივლიან სახლში, როგორ სადილს გააკეთებენ, სტუმარს რამდენჯერ მიიღებენ, გვიან მივლენ თუ ადრე და ა.შ. როცა ამ ნაბიჯს დგამ, ოჯახი უნდა შექმნა მარტომ.თუ მკითხავენ, ვუპასუხებ, რჩევას მივცემ, შვილებმა იციან, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ, მათი კეთილისმსურველები და გულშემატკივრები ვართ, მაგრამ თვითონ უნდა ააწყონ ოჯახი, ასევე, ვფიქრობ, რომ შვილიც თავად წყვილმა უნდა აღზარდოს.
- ანუ ძიძის ინსტიტუტს არ მიესალმებით?
- არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ კარგი ძიძა იპოვო. მე ასე ადვილად ვერ ვანდობ ჩემს შვილს სხვას და, რა თქმა უნდა, როცა მეყოლება შვილიშვილი, აქაც ვერ ვიქნები მშვიდად, ეს ძალიან სერიოზული თემაა. სულ პატარა შეცდომაც კი შეიძლება, სანანებელი გაუხდეს ადამიანს.
- დასასრულ, მინდა გკითხოთ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების შესახებ.
- საერთოდ, არც არაფრის გაფეტიშება მიყვარს და არც განკითხვა. ჩემთვის არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები ჩვეულებრივები არიან, მყავს ასეთი რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც არ გავცვლიდი არც ერთი ტრადიციული ორიენტაციის ადამიანზე. იმდენად კარგი მეგობრობა იციან, იმდენად ერთგულები და საინტერესო ადამიანები არიან, მათი ორიენტაციის გამო ერთი წამით არ გამიჩნდება კითხვის ნიშანი და ამის გამო უხერხული სიტუაცია არც არასდროს შექმნილა. რადგან ღმერთმა დაუშვა ასეთი ადამიანების ამქვეყნად მოვლენა, მათ აქვთ უფლება, იყვნენ ბედნიერები, იცხოვრონ, როგორც მათ უნდათ და იარსებონ ისე, როგორც სხვა ადამიანებმა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
Imieri
Mec momwons,magram is ver gamigia weliwadshi ramdeni unda gyavdes?torem sityva,, sacole,, mesmis qartulad.ar mchirdeba inglisuri axsna ganmarteba
10:04 / 08-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკუნა
იცით რა მაინტერესებს? ბოიფრენდებისინსტიტუტის მოწონებას . ანუ ერთს თუ ვერ სშEეწყვეთ მეორე იქნება , თუ მეორეს ვერა მესამე მეოთხე და ასე სჰემდეგ და ამას ბოზობა ხომ არ ქვია შემთხვევით?. მსახიობები და მომღერლები 99 პროცენტი ბოზები არიან. ტელევიზია მათ ხელშია და აბა რას იტყვიან , ჩვენ ბოზები ვართო ? ან დ არ ვეთანხმებიო?. ან ბიჭები რატომ იტყვიან რამეს უარის მაგვარს არა ენაღვლებათ ატიც იყოს და ოციც. ვაიიიი თქვენს პატრონს. სეხსის გარეშეა წმინდა სიყვარული- ბიოლოგიური მოთხოვნა სიყვარული კი არა და სეხსისადმი ლტოლვაა. მობეზრდება სხვასტან წავა . ბოლოს პატიოსან წესიერ გოგოს მოიყვანს და ნახმარიდა გადაჯეგილი იჯექი მერე სახლში და მთელი ცხოვრება ხან ერტთ კაცთან გაატარა ხან მეორესთამნ
08:38 / 08-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მიაკო
რატომ ტვლიტ რომ ტანამედროვება ისა რომ ადამიანს ბოიფრენდი ყავს,???ან რატომ არ უნდა ყოლოდატ ტუნდაც მეცხრამეტე საუკუნესჰი ბოიფრენდი,??? ყველამ კარგატ ვიციტ რომ ბიბლია არ იცვლება და ადამიანიც უნდა იყოს სჰესაბამისი და ვისაც მასე უნდა. სჰედეგიც არ დაყოვნებს
22:43 / 15-09-2015
გამოხმაურება / 0 /
tatuka
Arachveulebrivi adamiania maia jabua.mivesalmebi mis azrs dzalian tanamedroved azrovnebs bravoo.upro metad dafasda chems tvalshi
01:54 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
aniani
ისე არ გიფიქრიათ კედელს ურტყათ თავი ამ ბოღმიანმა სასტავმა? აქ ღვარძლის ნთხევას თქვენს აუწყობრლ პირად ცხოვრებას რონ მიხედოთ მგონი ჯობს არაა?
11:27 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS