ბუბა:
- მე-11 კლასში ვარ. 6-7 წელია, საბავშვო თეატრ მეორე სახლის შემადგენლობაში ვარ, ვთამაშობ სპექტაკლებში.
სერიალში ქალბატონ ეკა მჟავანაძისა და ჩემი რეჟისორის როლანდ ქარდავას დახმარებით მოვხვდი. რეჟისორმა ქალბატონი ეკა სპექტაკლზე დაპატიჟა, იქ მნახა და მაშინ დაინტერესდა ჩემით...
- ბაქარი ძალიან მორცხვი და თავდაჭერილია, რეალურად შენ როგორი ხარ?
- ბაქარისგან რადიკალურად განსხვავებული, სრულიად უკომპლექსო ვარ, ამასთანავე ჯიუტი და მიზანდასახული, რასაც შეიძლება, რომ მივაწვე, ვაწვები, რომ ბოლომდე გავიტანო.
- ხატია, იცოდი, ვინ იქნებოდა შენი პარტნიორი?
- ბაქარი სერიალში უკვე ჩანდა, მართლა საინტერესო გმირია და მგონია, რომ ჩვენი პერსონაჟები ერთმანეთს კარგად შეერწყნენ. თამუნა და მისი ისტორიები სახალისოცაა, იმავდროულად ტრაგიკულიცაა. რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ასეთი ადამიანები და თანავუგრძნობ მათ, რადგან გარკვეული მიზეზების გამო უწევთ ცხოვრების ამ გზაზე დადგომა. მოგეხსენებათ, ჩემმა გმირმა იმიტომ მიჰყო ამ საქმიანობას ხელი, რომ ძალიან უჭირს, არაა სულით ბოზი ადამიანი, ეს საქმე ახალი დაწყებული აქვს. არ ჰყავს მშობლები, არ აქვს სამ-სახური, განათლება, ძმა ჰყავს დაჭერილი და გამოსავალი მხოლოდ ამაში დაინახა, მარტივი გზით გადაწყვიტა პრობლემის მოგვარება. ეს თემა ჩვენი რეალობისთვის უცხო არ არის და ცოტა მტკივნეულიც კია ჩემთვის, ასეთი ადამიანები მეცოდებიან. თუმცა თამუნა ბაქარში პოულობს დასაყრდენს, ძალას, სიყვარულს, იმას, რაც აკლდა.
- ბაქარი კარგად ლაპარაკობს იმერული კილოთი, ბუბა, გაქვს შეხება იმერეთთან?
- არა, დასავლეთთან საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს, კახელი ვარ. კილოც ჩემი გმირის შემადგენელი ნაწილია, როლზე მუშაობის პერიოდში გამომიმუშავდა, ესეც ძალიან უცებ მოხდა, ტექსტი მომცეს, დავფიქრდი და... დანარჩენს მაყურებელი ხედავს.
- ხატია, გმირიდან გამომდინარე გიწევს თამამად ჩაცმა, ხომ არ მოგითხოვია, რომ შენი შიშველი კადრი ეკრანზე არ მოხვდეს?
- თამამად ჩაცმაზე პროტესტი არ მქონია, ვიცოდი, ვის ვასახიერებდი და დაახლოებით ისიც ვიცოდი, რა უნდა ჩამეცვა. უბრალოდ, გარე სცენების დროს ხალხი ცოტა ზედმეტად მიყურებდა, ქუჩაში ასე ძირითადად არ დადიან და ალბათ მაგიტომ. რაც შეეხება მოთხოვნას, ზოგადად, ზღვარს საკუთარ თავს თავად ვუწესებ, არის რაღაც, რასაც ჯერ არ ვითამაშებ, იმიტომ, რომ მჭირდება გაზრდა, განვითარება პროფესიული თვალსაზრისით, არ მინდა, ადვილად გავხდე პოპულარული და ჩემი პიარისთვის შევასრულო ზედმეტად თამამი როლები ან გავიხადო. სერიალში მარტივადაა ყველაფერი, გადამეტებული არაფერია. ჩემი აზრით, ბოზი თამუნას შესრულებაც უკვე თამამი ნაბიჯია და ამასაც მოჰყვა გამოხმაურება.
ბუბა:
- ჩემს გმირს უარყოფითი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მიხარია, რომ ხალხის სიყვარული დავიმსახურე, ხალხს მოეწონა და შრომა დამიფასა არა მარტო მე, არამედ ყველა იქ მომუშავე ადამიანს. ეს დადებითი ემოციები უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ უკეთესად გავაკეთო საქმე.
ხატია:
- ვფიქრობ, ახლა სალაპარაკო თემა ჩვენი გმირების ხაზია, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბაქარის ფრაზები,''გევიხადო'',''შოკოლადი გიყვარს?'',''ხვალ მუშაობ?'',''როის მოვიდე?'' აიტაცა ხალხმა, მეტიც, ქუჩაში რომ მივდივარ, მომაძახებენ ხოლმე''გევიხადოო'', სოციალურ ქსელშიც იმავეს მწერენ, მეკითხებიან, შოკოლადი გიყვარსო და ა.შ. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ამან იმუშავა. პირველივე სერია რომ გავიდა, ნიკა მელიამ მომწერა და გამიხარდა მისი კომპლიმენტი, ასევე დადებითი შეფასება მომწერა ირაკლი კაკაბაძემ. თუმცა ზოგიერთმა ნათესავმა გადაწყვეტილება არ მომიწონა, მაგრამ ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მსახიობი ვარ, სიმართლე გითხრა, ასეთ მოსაზრებებს დიდად ყურადღებას არ ვაქცევ.
- ნიკა მელია ახსენე, მეგობრობ მასთან, როგორ გაიცანი?
- პირველად ჩემი ფილმის პრემიერაზე შევხვდი და იქ გავიცანი, ეს იყო ავთო ვარსიმაშვილის''სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა'', ნაცნობები ვართ.
- გაგიჭირდათ ერთობლივი, შედარებით თამამი სცენების შესრულება?
- ესაა ჩვენი პროფესია, ხშირად გადასაღებ მოედანზე ისეთ ადამიანებს ვუწევთ პარტნიორობას, რომლებსაც არ ვიცნობთ, მიუხედავად ამისა, არანაირი კომპლექსი არ მქონია, მაგრამ ბაქარს ცოტა შევამჩნიე დაძაბულობა, პატარაა, 16 წლისაა და მისთვის ეს ყველაფერი ახალია. ვფიქრობ, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თამაში არ გასჭირვებია, მაგრამ მაინც ახლდა დაძაბულობა. როგორ არ დაიძაბები, თამუნასნაირად ჩაცმული გოგო რომ გიზის გვერდით? თან, გამომწვევად იქცევა. ნორმალური კაცი უნდა დაიძაბოს კიდეც.
ბუბა:
- ხატია სერიალებიდან, რეკლამებიდან ასე თუ ისე ვიცოდი, მაგრამ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ახლოს გავიცანი. ერთობლივი სცენების გადაღების დროს ფსიქოლოგიურად დაძაბული ვიყავი, მინდოდა, სწორად გამეკეთებინა, რასაც რეჟისორი მეუბნებოდა, თუმცა მაქსი-მალურად ვცდილობდი, უხერხულობა არ შემემჩნია. სანამ თამუნა გამოჩნდებოდა, ბაქარი მანამდეც იყო ქალთან, იმ დროს პარტნიორობას იუნა შაფათავა მიწევდა, აი, მაშინ კი მართლა ვნერვიულობდი, პირველად ვთამაშობდი ასეთ სცენას. თამუნას შემთხვევაში ის მცირე გამოცდილება მაინც დამეხმარა, მაგრამ ღელვაც იყო.
- ყველაზე მეტად რომელი სცენის გადაღება გაგიჭირდათ?
ხატია:
- ბაქარი მოდის ჩემთან და ვეუბნები, ცოტა ხანში-მეთქი, არ მეჩქარება, რავარც გინდაო, მპასუხობს და თან ყელიდან მკერდის მიმართულებით ხელი უნდა ჩამოესვა, აი, ამ სცენის გადაღება ცოტა ეუხერხულებოდა, დაძაბულობა ეტყობოდა მაინც, მაგრამ გადაღებაზე ვიხალისეთ.
- ახლა რეალურად მინდა გკითხოთ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ.
ბუბა:
- ჩემთან ჯერჯერობით სიმშვიდეა, ჰორიზონტზე ჩანს ერთი გოგო, მაგრამ ვნახოთ. ჩემთვის ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, როგორ გავიცნობ, სად გავიცნობ, როგორი ურთიერთობა ჩამოგ-ვიყალიბდება, შეიძლება, მასში სულ განსხვავებული მხარე აღმოვაჩინო, მაგრამ ერთი ვიცი, ვერ ვიქნები ისეთ ქალთან, რომელსაც კომპლექსები აწუხებს, მე იმდენად უკომპლექსო და თავისუფალი ვარ, ასეთი ადამიანის გვერდით გამიჭირდება ყოფნა. ქართველი გოგონები მაინც თავდაჭერილები არიან, ნაკლებად შემოდიან კონტაქტში, მე კი ცოტა გახსნილი და კონტაქტური გოგონები მიზიდავს.
ხატია:
- ამჟამად ჩემს პირადში არაფერი ხდება, თავისუფალი ვარ და ჩემი გული არავის ეკუთვნის. როგორი მამაკაცი მიიპყრობს ჩემს ყურადღებას, არ ვიცი, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებ მხია-რულ, განათლებულ და შემდეგ უკვე ვიზუალურად კარგ ბიჭებს, ჩემთვის ვიზუალი პრიორიტეტი არ არის, ჯერ სხვა რაღაცებს ვაქცევ ყურადღებას და შემდეგ ამას.
- ბუბა, ალბათ, თეატრალურში აპირებ ჩაბარებას.
- ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გერმანული ენის სწავლა და ამ ქვეყანაში სასწავლებლად გამგზავრება მინდა, მაგრამ არ ვიცი, რა როგორ აეწყობა და ზუსტად თქმა მიჭირს, ასევე მინდა სამხედრო სამსახური, მომწონს ჯარის ცხოვრება, ჯარისკაცობაც მინდა. ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ, წელიწად-ნახევარი მაქვს კიდევ მოსაფიქრებლად.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''