13 ივლისი, 2014
მაშო მელქაძე სილამაზის სალონში გასართობად დადის
არანაირი ლაზერული მომსახურებით არ ვსარგებლობ, იმიტომ, რომ არ მჭირდება გემომეტრის სტუმრები მსახიობი მაშო მელქაძე და მომღერალი ბექა ბროლაძე ფავორიტი სილამაზის სალონებისა და სამოსის მაღაზიების შესახებ ისაუბრებენ.

მაშო მელქაძე:

- დედაჩემს აქვს მაღაზია-ბუტიკი, რომლისთვისაც თურქეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან ჩამოაქვს სამოსი, ამიტომ ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. თუმცა, როცა რაღაცის ყიდვის სურვილი მიჩნდება, გავდივარ და ვეძებ, სადაც წავაწყდები, იქ ვყიდულობ, გართულება არ მაქვს იმაზე, რომ მაინცდამაინც ბრენდულ მაღაზიაში შევიძინო, ჩვეულებრივ ბუტიკებშიც მიპოვია ჩემთვის სასურველი სამოსი. ფეხსაცმელს ხშირად ვყიდულობ
''ბალდიში'', ასევე ვსტუმრობ ''რივერ აილენდსაც''.
- სილამაზის სალონში რა სიხშირით დადიხარ?
- ძალიან იშვიათად, ძირითადად გასართობად ვსტუმრობ ჩემი მეგობრის სილამაზის სალონს, რომელსაც ''თივი'' ეწოდება. ძირითადად, ბოლოჭამიების მოსაჭრელად მივდივარ, თორემ ისე ყველაფერს თვითონ ვიკეთებ. წარბისა და ფრჩხილის საკითხსაც თავად ვაგვარებ. არანაირი ლაზერული მომსახურებით არ ვსარგებლობ, იმიტომ, რომ არ მჭირდება.

ბექა ბროლაძეს სამოსს დედა უკერავს

- ''ბერშკა'' ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან იმ გემოვნების სამოსს ქმნის, რომელიც მომწონს. ზოგადად, ამოჩემებული მაღაზია არ მაქვს, როცა რაღაც მომწონს, ვყიდულობ, მაინცდამაინც ბრენდებზე არ მაქვს აქცენტი გადატანილი. ამასთანავე, დედაჩემი - ირმა ჯიქური, დიზაინერია და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის სამოსს მასთან ვიკერავ. ძირითადად, საქართველოში ვყიდულობ, არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ საშოპინგოდ საზღვრებს გარეთ დავდიოდე. სამოსის თვალსაზრისით პრეტენზიული არ ვარ, მაგრამ საქმიანობიდან გამომდინარე, ყურადღებას ვანიჭებ, მომწონს, როცა ადამიანი მოწესრიგებულია და გემოვნებიანად აცვია.
- ფეხსაცმელს რომელ მაღაზიაში არჩევ?
- ყველაზე მეტად ფეხსაცმლის ყიდვა მიჭირს, დაახლოებით 5-6 წყვილი მაქვს, რადგან რთულად ვარჩევ და ასევე რთულად ვიღებ ყიდვის გადაწყვეტილებას. სათვალესა და ფეხსაცმელთან მიმართებით ძალიან პრეტენზიული ვარ. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ''ზარაში'' მომეწონა ფეხსაცმელი და ვიყიდე, ძირითადად, ''თბილისი მოლში'' დავდივარ, რადგან ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს.
- ბექა, სილამაზის სალონში რა პროცედურებისთვის დადიხარ?
- ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, ქალი იქნება ეს თუ კაცი, მოწესრიგებული უნდა იყოს. თმას დაახლოებით 12 დღეში ერთხელ ვიჭრი, ისეთი ვარცხნილობა მაქვს, ოდნავ რომ წამოიზრდება, აუცილებლად სჭირდება შესწორება. წლებია დავდივარ ''სალონ X''-ში, მრგვალ ბაღთან. აქვე ვიკეთებ ფრჩხილებს, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული ფრჩხილი, მით უმეტეს, რომ მე ბანკში ვმუშაობდი, ადამიანები დამყურებდნენ ხელებზე... ძალიან მიყვარს სოლარიუმიც, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ დავდივარ... მიუხედავად ამისა, კვირაში 2-3 საათს საკუთარი თავის მოწესრიგებას ვუთმობ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
Natia
კარგად წაიკითხეთ სახელი და გვარი....ბექა მელაძე კი არა....ბექა ბროლაძე.....ვააახ.....ყოჩაღ ბექა....ვგიჟდები ამ ბიჭზე....საუკეთესოა
19:21 / 18-05-2016
გამოხმაურება / 0 /
კატო-ს
ფრჩხილების გაწმენდა სად წერია? ან ბექა მელქაძე ვინაა
14:49 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
*******
ზარას ფეხსაცმელი არ დაგეკარგოთ არსად.
16:48 / 14-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კიკი
კატო ხარ თუ კატა ხარ ჯერ წაკითხვა ისწავლე და აზრის გამოტანა და კომენტარები მერე გააკეთე გოგო.
00:29 / 14-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუციკო
არ მიყვარს ეს გოგო, სულ ამის ბრალია ნინო რომ კატოს როლიდან წავიდა, ამან გააღიზიანა და ამბავი მიუცუნცულა შენზე მეტს ვიღაც ქუჩიდან მოსულებს უხდიანო. ენატანია შურიანი, ფუჰ.
19:36 / 13-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS