13 აპრილი, 2021
"ორსულად ვიყავი, როცა ბესომ ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა..." - ნინუცა მაყაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან ოჯახურ ძალადობაზე პირველად ალაპარაკდა
მსა­ხი­ო­ბი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი 19 წლის გა­თხოვ­და. ნი­ნუ­ცას პირ­ვე­ლი ქმა­რი თე­ატ­რის პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი იყო. წყვილს და­ო­ჯა­ხე­ბი­დან მალე ვაჟი შე­ე­ძი­ნა. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას აღ­ზრდა­ში ნი­ნუ­ცას დედა ეხ­მა­რე­ბა. ბესო ზან­გურს ამ­ჟა­მად მე­ო­თხე მე­უღ­ლე ჰყავს, ნი­ნუ­ცა მე­ო­რე იყო.

რო­გორც გა­ირ­კვა, ნი­ნუ­ცა მე­უღ­ლის­გან ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო, რა­საც თავი გაქ­ცე­ვით და­აღ­წია. 11 წლის შემ­დეგ, ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი ნი­ნუ­ცამ "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" გა­იხ­სე­ნა:

"რთუ­ლი მო­სა­ყო­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­დე­საც ამ­დე­ნი ხანი ჩუ­მად ხარ. ისე­დაც ამ­დე­ნი დო­ზით არის ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა. არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ
ერთ-ერთი გავ­ხდე­ბო­დი, ვი­საც ასე­თი ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევ­და. თუმ­ცა არც ისე­თი ვარ­დის­ფე­რი სამ­ყა­რო იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც მე­გო­ნა. პირ­ვე­ლად რა მი­ზე­ზით აღ­მარ­თა ხელი, ეს არ მახ­სოვს, მაგ­რამ მახ­სოვს, ძა­ლი­ან შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წინ და მე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად... მცე­მა ძა­ლი­ან. ამ ყვე­ლა­ფერს მოს­დევ­და კო­რი­ან­ტე­ლი ბო­დი­შე­ბის და სა­ჩუქ­რე­ბის, რო­მე­ლიც მე აღარ მჭირ­დე­ბო­და.

Rating

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და. მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ის, რომ ჭა­მის შემ­დეგ თეფ­ში და ჩან­გა­ლი თა­ვის დრო­ზე არ გა­მე­რე­ცხა, ან შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩე­რე­ბი­სას მო­წყე­ნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ან თუნ­დაც მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო, ქუ­ჩა­ში უბ­რა­ლოდ და­ნა­ხუ­ლი ბიჭი.

მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლექ­სი აქვს და ამის კომ­პენ­სი­რე­ბას ცდი­ლობ­და ჩემ­თან, მარ­ტი­ვია სუს­ტი და­ჩაგ­რო. მე მა­შინ სუს­ტი ვი­ყა­ვი. რა­ტომ ვპა­ტი­ობ­დი? ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, იყო მუ­ქა­რე­ბი. ვერც ოჯა­ხის წევ­რებს ვუყ­ვე­ბო­დი. ყვე­ლა ელო­დე­ბო­და ჩემ­გან, რომ ვი­ტყო­დი, მიშ­ვე­ლეთ-თქო, მაგ­რამ მე ვერ ვამ­ბობ­დი. ბო­ლოს იყო, რომ ვთქვი, მიშ­ვე­ლე­თო.

ბოლო წვე­თი იყო, რო­დე­საც გას­ტრო­ლებ­ზე იყო, ღა­მის 4 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­და, ბე­ბი­ას­თან ვი­ყა­ვი ბავ­შვთან ერ­თად, ვთხო­ვე, რომ იქ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ უარი თქვა. წა­ვე­დით სახ­ლში და რომ და­ი­წყო ღა­მის 4 სა­ათ­ზე, არ გა­ჩერ­და დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­შინ შე­მეძ­ლო, იყო, რომ ჩემი შვი­ლის სა­ხე­ლი მეთ­ქვა, რო­მე­ლიც გვერ­დზე ოთახ­ში ღნა­ო­და. მე ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვი უნდა წა­მეყ­ვა­ნა იქი­დან.

10 წუთი მქონ­და სახ­ლი­დან გა­მო­საქ­ცე­ვად. 6 ჩან­თა მო­ვი­კი­დე, მე­ა­თე სარ­თუ­ლი­დან ფე­ხით ჩა­მო­ვე­დი, გა­ვა­ჩე­რე ტაქ­სი და წა­მო­ვე­დი. ტე­ლე­ფონ­ზე რეკ­ვა რომ და­ი­წყო, ამა­კან­კა­ლა. შემ­დეგ მო­ვი­და სახ­ლშიც, თუმ­ცა უკვე დედა მედ­გა გვერ­დში", - აღ­ნიშ­ნა ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
სიმართლე. სირცხვილია ყაჩაღებო!
თან, ძალიან სცემონ. ეს, მატყუარა ბურატინო.
11:33 / 26-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ყოჩაღ! გიორგი.
ეტყობა, მართლა მაკარგად სცემა, რომ 10 წელი, ხმა ვერ ამოიღო.
11:28 / 26-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ანა
ვეჭვობ დიდხანს გაგიძლო, შენ არ იქნებოდი კარგი ცოლი. ქმრის დაუკითხავად ზღვაზე .მაგარია არა?? მესიჯი მაინც გაგეგზავნა სადაც მიდიოდი.
22:08 / 24-04-2021
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
სასაცილოა რაც საქართველოში ხდება. ნინუცა 10 წლის წინ განვითარებულ ოჯახურ კონფლიქტზე საუბრობს და ქმარს ცემაში ადანაშაულებს. ეს საზოგადოების განსჯის საგანი ხდება და ამ საკითხზე კომენტარს კულტურის მინისტრიც აკეთებს. ე.წ ნინუცენი" რობერტ სტურუას გადადგომასაც კი ითხოვენ. ამ ყველაფრის შემდეგ მე ერთი შეკითხვა მაქვს. საქართველო სახელმწიფოა თუ დიდი ფსიქიატრიული კლინიკა?
00:48 / 19-04-2021
გამოხმაურება / 0 /
მე...
ვეჭვობ ამ ქალბატონს ვინმემ რამე გაუბედოს და თან ოჯახის წევრების თვალწინ?! იქეთ გაგგლეჯენ ისეთები ჩანან!
22:59 / 17-04-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS