თანამედროვე მედიასივრცეს დადებითი და იმედისმომცემი ინფორმაცია ძალით უნდა ამოქაჩო, სტრიქონებს შორის ეძიო და გაწმინდო პოპულისტურ ნოსტრადამისეული სიბინძურისაგან.
მაგალითად, დადებითი გენეტიკური, ანუ ვირუსის სამტკიცი ტესტები ეპიდემიის ბოლო ფაზაში.
მადლობა სამხრეთ კორეელებს, რომ ჩაატარეს კვლევები და დაამტკიცეს, რომ ძველი, გადატანილი ვირუსის გენეტიკურმა ფრაგმენტებმა შეიძლება ტესტირებაზე დადებითი შედეგი მოგცეს, ანუ, დადებითად ტესტირებული ადამიანების ვირუსს ამ შემთხვევებში
ისიც მოსალოდნელია, რომ, სხვა ადამიანებს, რომლებიც ასეთ ვირუსის ფრაგმენტის მატარებლებთან ახლო კონტაქტშია, შეიძლება მათი ტესტირებაც დადებითი აღმოჩნდეს, თუმცა, ესეც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანებიც უბრალოდ ვირუსის ფრაგმენტებს ატარებენ.
სამხრეთ კორეელებმა ჩაატარეს კვლევები და ეს დაამტკიცეს.
დიდი ხანი ვერ აეხსნათ ვირუსოლოგებს, თუ რატომ შეიძლება ყოფილიყო უკვე გამოჯანმრთელებული კორონიანი, რომელთაც რამდენჯერმე დამტკიცებულად არ ჰქონდათ უკვე ვირუსი, მერე უცებ ისევ აღმოაჩნდათ, ბევრს დაახლოებით 80 დღის შემდეგაც კი დადებითი ტესტი ჰქონდათ ამ ვირუსის გენეტიკურ ანალიზზე ცხვირის ლორწოვანის ნაცხიდან.
იყო მოსაზრება, რომ ეს რეინფექციაა, ანუ მეორედ შეეყარა. ახალმა კვლევებმა ეს თეორია უარყო. ადამიანებს ხან აქვთ ლორწოვანში გადატანილი ვირუსის ფრაგმენტები და ხანაც არა.
ამ მედიების და ვირუსოლოგების ნოსტრადამუსობაზე და ნოსტრადამუსობით კოკეტირებაზე, თავმომწონეობაზე რომ ვსაუბრობ, ეს არაა გადაჭარბება. გაიხსენეთ ამ რამდენიმე დღის წინ წამოწეული თემა აუხსნელი გართულებები ბავშვებში, კორონავირუსი ყველა ორგანოს აზიანებს, და მათი მსგავსი.
იქაც, ამ შემთხვევაშიც გაკვრით იყო ნახსენები ბავშვებში "კავასაკის სინდრომის" არსებობაზე.
კავასაკის სინდრომს უკვე ძალიან დიდი ხანია იცნობს მედიცინა და ის ვითარდება იშვიათ შემთხვევაში ბავშვებში, რომელთაც აქვთ ვირუსული ინფექცია. დიახ, ძალიან იშვიათ შემთხვევაში ეს ვირუსის ინფექცია, სულერთია რომელი ვირუსისა, იწვევს იმუნური სისტემის ისე გააქტიურებას, რომ ეს სისტემა ყველა ორგანოს ებრძვის.
კავასაკის სინდრომი არაა კორონა სპეციფიური და გაცილებით უფრო ხშირია კუჭნაწლავის ან გრიპის ვირუსების დროს, ვიდრე ეს კორონას ინფექციისას. იმის მაგივრად რომ მედიასივრცეს მოესმინა ბავშვთა ექიმებისთვის, ეკითხა მათთვის აზრი, შემოვარდა ეს "ახალი გართულება ბავშვებში" თეორია და მთელი მედიასივრცე დაიჭირა.
საბედნიეროდ მხოლოდ რამდენიმე დღე.
ბოლოს კი, მაინც მინდა ვიკითხო უბრალოდ რიტორიკულად მაინც. რატომ არ ქვეყნდება გარდაცვალების სტატისტიკა თუნდაც მარტი და აპრილისა? გადის უკვე მაისი.
რა გახდა, რომ გავიგოთ, თუ სად ვართ და რა მდგომარეობაა?
დღეს გერმანიის კარდიოლოგთა ასოციაციამ უკვე დადასტურებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ გულის ინფარქტიანთა რაოდენობამ, არა იშემიებმა, არა, რომელიღაც სისხლძარღვთა შევიწროებამ და კორონარულმა დაავადებებმა, არამედ გულის დამტკიცებულ ინფარქტთა რაოდენობამ 25%-ით იკლო.
ბევრს ვსპეკულირებთ და ვმარჩიელობთ რა და როგორ.
არ არსებობს ქვეყანა, სადაც უწყება არ იძლეოდეს გარადაცვალების საბუთს, ისე ვერ დაკრძალავ ადამიანს. რა გახდა ამ 100%-იანი ინფორმაციის მოპოვება თუნდაც ორგანიზებულ გერმანიაში ან შვეიცარიაში ან ავსტრიაში? რა გახდა შედარება წინა წლის შესაბამის თვეებთან? მერე უკვირთ ხოლმე, თუ რატომაა ამდენი ადამიანი შეთქმულების თეორიების მსხვერპლი." - წერს ექიმი.