16 მაისი, 2020
"ასე უც­ნა­უ­რად დას­რულ­და ომი და მე დავ­რჩი და­ნაღ­მულ ველ­ზე" - ეკა ტოგონიძის უმძიმესი წერილი გარდაცვლილ მეუღლეს
ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღე გა­ვი­და. ის 6 აპ­რილს, 43 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას­თან, გლი­ობ­ლას­ტო­მას­თან ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლის შემ­დეგ.

ყო­ფილ პო­ლი­ტი­კოსს მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი და მწე­რა­ლი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე 15 წელი იყ­ვნენ ქორ­წი­ნე­ბა­ში. ტო­გო­ნი­ძე მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის 40 დღის თავ­ზე იმ 22-თვი­ან ბრძო­ლას იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც ერ­თად გა­და­ი­ტა­ნეს:

"ძა­ლი­ან გრძე­ლი 40 დღე-ღა­მის წინ დამ­თავ­რდა ომი. დავ­რჩი ია­რა­ღას­ხმუ­ლი, მო­ჭი­მუ­ლი, მო­მარ­თუ­ლი, და­გე­ში­ლი და შენს ფა­რად ქცე­უ­ლი, გა­შე­შე­ბუ­ლი. არც კი ვიცი იქ, ზე­მოთ რო­დის გა­მო­ა­ცხა­დ
ეს ეს ომი დამ­თავ­რე­ბუ­ლად, შე­წყვე­ტი­ლად თუ წა­გე­ბუ­ლად?! სა­ერ­თოდ ჩვენ იმ­თა­ვით­ვე წა­გე­ბულ ბრძო­ლა­ში გაგ­ვიწ­ვი­ეს და ეტყო­ბა, გა­მარ­ჯვე­ბაც სხვა რა­მე­ში უნდა გვე­პო­ვა...

ვდგა­ვარ და ვგრძნობ, რომ ია­რა­ღე­ბი ისევ მო­მარ­თუ­ლია, გა­და­ტე­ნი­ლი, მჭი­დე­ბი სავ­სეა: ჩამ­რჩა ულე­ვი ინ­ფორ­მა­ცია, ცოდ­ნა, ახა­ლი მე­თო­დე­ბი, წამ­ლე­ბი, გეგ­მე­ბი, სას­წა­უ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თე­ბი, კავ­ში­რე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ექი­მე­ბი, სა­ხე­ლე­ბი, გვა­რე­ბი, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, იმე­ი­ლე­ბი, ლოც­ვე­ბი, ფსალ­მუ­ნე­ბი, ისევ წამ­ლე­ბი, რო­მე­ლი რო­მელ­თან/რამ­დე­ნი რამ­დენ­ზე, ზა­რე­ბი, წე­რი­ლე­ბი, თხოვ­ნე­ბი, ვედ­რე­ბე­ბი და იმე­დე­ბი.

ას­ხმუ­ლი მაქვს ეს არ­ტი­ლე­რია და აგერ უკვე 40 დღეა ვცდი­ლობ ჩა­მო­ვიხ­სნა, უნდა ჩა­მო­ვიფრ­ცქვნა, ჩა­მო­ვი­თა­ლო, არა­და შე­მი­სის­ხლხორ­ცდა, ვირ­ღვე­ვი თი­თო­ე­ულ ჩა­მოგ­ლე­ჯილ ნა­წილ­თან ერ­თად და ვე­ღარ ვხვდე­ბი, რა რჩე­ბა ჩემ­გან. ომი­დან გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცი­ვით ვე­ღარ ვი­გებ, სად წა­ვი­ღო ჩვე­ვად ქცე­უ­ლი ნა­დი­რო­ბა სიკ­ვდილ­ზე, ყო­ველ დი­ლით ან თუნ­დაც ღა­მით ხე­ლახ­ლა და­რაზმვა და მის ხა­ხა­ში შე­ვარ­დნა, ში­შე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი მოთვი­ნი­ე­რე­ბა, მათ­თვის თვა­ლებ­ში ყუ­რე­ბა და მყა­რად დგო­მა.

სი­ცო­ცხლის­თვის თი­თო­ე­უ­ლი წუ­თის გა­მო­გლეჯ­ვის სიტ­კბო. უთ­ვა­ლა­ვი გა­მარ­ჯვე­ბა. შენი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის პროგ­ნოზს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი დღე­ე­ბი და ნა­ჩუ­ქა­რი თვე­ე­ბი, ნიშ­ნის მო­გე­ბით გა­ფიქ­რე­ბა, ჰმ, 2020-ს ვერ უნდა შეხ­ვედ­რო­დი... მა­ინც ვა­ჯო­ბეთ... სა­დამ­დე

ამ ბრძო­ლა­ში, რა თქმა უნდა, ერ­თნი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მთა­ვა­რი ხარ შენ. შენ იღებ­დი მთა­ვარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. რო­დის და­გეთ­მო, რო­დის და­გეს­ვე­ნა, რო­დის მო­გეკ­რი­ბა არარ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი და და­დუ­მე­ბუ­ლი ენის­თვის, რო­მე­ლიც ისე­ვე ვე­ღარ ამე­ტყველ­დე­ბო­და, რო­გორც უსუ­ლო სა­გა­ნი, მი­გე­ცა ბოლო ბრძა­ნე­ბა, წარ­მო­ეთ­ქვა უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი, სულ 5 მარ­ცვა­ლი: შე ნი ჭი რი მე. რად­გან ასე უნდა მი­გე­მარ­თა შენი შვი­ლის­თვის, სხვა­ნა­ი­რად არ შე­გეძ­ლო. ასე უნდა შე­გე­ბე­ბო­დი თუ­თას, რო­მე­ლიც სულ უფრო იშ­ვი­ა­თად გა­წუ­ხებ­და, იშ­ვი­ა­თად იჭყი­ტე­ბო­და ჩვენს შეც­ვლილ, რე­ა­ნი­მა­ცი­ად ქცე­ულ ოთახ­ში, მაგ­რამ იცო­და, რომ თუ შე­მო­ვი­დო­და, უმე­ტყვე­ლო და და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი მამა მის და­ნახ­ვა­ზე მა­ინც სას­წა­ულს მო­ახ­დენ­და და იტყო­და: შენი ჭი­რი­მე!

Rating

ეს ორი სი­ტყვა იყო მკა­ფიო, მტკი­ცე, შე­უც­დო­მე­ლი და ექი­მე­ბი, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი, ექთ­ნე­ბი რჩე­ბოდ­ნენ სახ­ტად. იმე­ო­რებ­დნენ, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, ენას დამ­ბლა აქვს, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.შენ წყვეტ­დი ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში, რო­მელ ტე­რი­ტო­რი­ას შე­ლე­ო­დი და რო­მე­ლი შე­გე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სი­ცო­ცხლის ფა­სად. ტვი­ნის რო­მე­ლი უბა­ნი არ და­გეთ­მო და ბო­ლომ­დე ყო­ფი­ლი­ყა­ვი რატი, ცნო­ბი­ე­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სა­ღი­თა და სიწ­მინ­დით.

"ფე­ის­ბუ­ქის" ჯგუ­ფებ­ში, სა­დაც ვწევ­რი­ან­დე­ბო­დი მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, მსოფ­ლი­ოს ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე ზუს­ტად ამ დი­აგ­ნო­ზით იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ერთ-ერთი სტან­დარ­ტუ­ლი მო­თხოვ­ნა იყო, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა (გლი­ობ­ლას­ტო­მა) არ მოგ­ვეხ­სე­ნი­ე­ბი­ნა სი­ტყვით "მონ­სტრი", "ურჩხუ­ლი" ან რა­ი­მე მსგავ­სი. თა­ვი­დან­ვე ვის­წავ­ლე ეთი­კის და­წე­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შენ სულ არ იცო­დი, მაგ­რამ არას­დროს მოგ­სვლია აზ­რად ჩვე­ნი პი­რო­ბი­თი მტრის ასე­თი სა­ხელ­დე­ბა. შენ ამ­ბობ­დი: და­ვე­ჯა­ხეთ აის­ბერგს, ეს სი­ტყვა გა­მო­ნა­ხე და, რო­გორც ყო­ველ­თვის, აქაც აღ­მოჩ­ნდი დახ­ვე­წი­ლი და ზუს­ტი.

გლი­ობ­ლას­ტო­მა აის­ბერ­გის წვე­რი­ვით ვიწ­რო კენ­წე­რო­თი გვეჩ­ვე­ნა 2018 წლის ივ­ნის­ში და აის­ბერ­გის ძლი­ე­რი ძი­რი­ვით გა­ფარ­თოვ­და დროს­თან ერ­თად, ნელ-ნელა გა­მო­ა­ჩი­ნა თა­ვი­სი მას­შტა­ბი და უძ­ლე­ვე­ლო­ბა. და მარ­თლაც, ჩვენ მონ­სტრთან ან ურჩხულ­თან ერ­თად არ გვი­ცხოვ­რია ეს 22 თვე. ჩვენ ვი­ცხოვ­რეთ სიყ­ვა­რუ­ლით და ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არ ვიცი, რა უნდა იყოს.

რო­გორც ვთქვი, მთა­ვა­რი შენ იყა­ვი. შენ მო­ი­ფიქ­რე, რომ ქი­მი­ას არ უნდა და­ვუ­ძა­ხოთ ქი­მია. ეს სი­ტყვა გძულ­და და ამის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბაც გვქონ­და თამ­როს ამ­ბით. აბა რა და­ვუ­ძა­ხო-მეთ­ქი, გკი­თხე შე­წუ­ხე­ბულ­მა, როცა ისევ ქი­მია წა­მომ­ცდა. 1 წა­მით და­ფიქ­რდი, გა­ი­ღი­მე და თქვი: ფი­ზი­კა! ასე გახ­და ტვი­ნის ყვე­ლა­ზე ვე­რა­გი სიმ­სივ­ნე "აის­ბერ­გი", ქი­მია - "ფი­ზი­კა", მორ­ფი - "შინ­დი", რად­გან პა­ტა­რა ოვა­ლუ­რი შინ­დის­ფე­რი აბე­ბი მოგ­ვცეს, ვი­ზუ­ა­ლუ­რად საკ­მა­ოდ უწყი­ნა­რი...

სი­ტყვა რე­ცი­დი­ვი ჩვენ არას­დროს გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია, რად­გან ეს იყო შემ­ზა­რა­ვი მუ­ქა­რა, წა­გე­ბის და­ა­ნონ­სე­ბა, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა და ჩვენ ვთქვით, რომ თავ­ში გა­მოჩ­ნდა "პა­ტა­რა სა­ეჭ­ვო ქსო­ვი­ლი", რო­მე­ლიც უმ­ჯო­ბე­სია ამო­იკ­ვე­თოს, რომ არ გა­დაგ­ვარ­დეს - საფრ­თხე არ შექ­მნას... ასე ჩამ­რთე თა­მაშ­ში, სა­დაც მე ავ­სტრი­ე­ლი ექი­მე­ბის ლა­პა­რაკს ვთარ­გმნი­დი ჩვე­ნე­ბუ­რად, ისე, რო­გორც ჩვე­ნი ბრძო­ლის წე­სე­ბი მო­ი­თხოვ­და, ისე, რომ ძალა არ გა­მოგ­ვცლო­და და მკლა­ვე­ბი არ ჩა­მოგ­ვე­ყა­რა, ისევ დაგ­ვე­ნა­ხა აზრი მე­ო­რე, შემ­დეგ მე­სა­მე ოპე­რა­ცი­ა­ში, დას­ხი­ვე­ბა­ში, წამ­ლებ­ში და შე­მარ­თე­ბის ძრა­ვის საწ­ვა­ვად მე­პო­ვა სწო­რი სი­ტყვე­ბი, რომ გვე­ცო­ცხლა და გვე­ცხოვ­რა კი­დეც.



შენც ვი­თომ არ გეს­მო­და, რა­საც ექი­მე­ბი ლა­პა­რა­კობ­დნენ და მათ ნაც­ვლად მე მი­ყუ­რებ­დი, მე, რო­გორც გამ­ტარს, რო­გორც ფილტრს, რო­გორც ფარს, რო­მე­ლიც შენი თან­დას­წრე­ბით შიშს არ გა­ი­კა­რებ­და თვა­ლებ­ში, შენ­თვის იქ­ნე­ბო­და სიმ­შვი­დის სა­ბა­დო, იმე­დის სა­ცა­ვი, შენ­თვის გა­ი­ღი­მებ­და და გი­თარ­გმნი­და ყვე­ლა­ფერს და­დე­ბი­თი კუ­თხით, სი­ცო­ცხლის სა­სარ­გებ­ლოდ.

წიგ­ნე­ბი ისე ვწე­რე, მა­ინც არ მცოდ­ნია, რა არის სი­ტყვა. რა ძალა და მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სი­ტყვას, რო­გორ წამ­ში ეკარ­გე­ბა და ეძ­ლე­ვა აზრი სი­ცო­ცხლეს სი­ნო­ნი­მე­ბით თუ უბ­რა­ლოდ უკე­თე­სად შერ­ჩე­უ­ლი სი­ტყვა­თა შე­თან­ხმე­ბე­ბით... რო­გორ კლავს და აცო­ცხლებს ექი­მის პი­რი­დან ამო­სუ­ლი ბგე­რე­ბი. მა­შინ გა­ვი­გე ეს ყვე­ლა­ფე­რი და თავი, გული, ენა, ფან­ტა­ზია არ დავ­ზო­გე, რომ მე­პო­ვა წი­ნა­და­დე­ბა­თა ის ჯა­დოს­ნუ­რი წყო­ბა­ნი, რომ­ლი­თაც მოვ­ქსოვ­დი უფსკრუ­ლებ­ზე გა­დე­ბულ ბეწ­ვის ხი­დებს, მო­გაწ­ვდენ­დი მშობ­ლი­ურ ენა­ზე, რომ არ გა­დავ­ჩე­ხი­ლი­ყა­ვით, რომ არ მოგ­ვეკ­ლა თავი წი­ნას­წარ.

და ჩვენ ონ­კო­ლო­გის კა­ბი­ნე­ტი­დან წა­ვი­დო­დით კა­ფე­ში, დავ­ლევ­დით რძი­ან ყა­ვას, მე გიკ­რძა­ლავ­დი ტკბი­ლე­ულს, რად­გან ამას ექ­ნე­ბო­და აზრი! ბო­ლოს ერთ უშო­კო­ლა­დო კრუ­ა­სან­ზე შევ­თან­ხმდე­ბო­დით, ვი­ცი­ნებ­დით, სუ­რა­თებს გა­და­ვი­ღებ­დით, პა­ტა­რა გა­სამ­ხნე­ვე­ბელ ვი­დე­ო­ებს გა­ვუგ­ზავ­ნი­დით ოჯა­ხის წევ­რებს და მე­გობ­რებს... და­გი­თან­ხმებ­დი, რომ ფე­ხით გავ­ყო­ლო­დით ვე­ნის (ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ამ ლა­მა­ზი ჯო­ჯო­ხე­თის) მწვა­ნე ქუ­ჩებს ჩვე­ნი სას­ტუმ­როს­კენ, სა­დაც მე­გობ­რე­ბი გვე­ლო­დე­ბოდ­ნენ - ერ­მა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი (იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი), რომ­ლებ­თა­ნაც სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვის ნი­ჭით შენ მარ­თლა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი იყა­ვი და ამ ხალ­ხს და­უ­ჯე­რე­ბე­ლი სის­წრა­ფით ამე­გობ­რებ­დი და აერ­თი­ა­ნებ­დი, აყ­ვა­რებ­დი ერ­თმა­ნეთს.

ყვე­ლა მათ­განს, ყვე­ლა ჩვენს იქა­ურ და აქა­ურ მე­გო­ბარს, ნა­თე­სავს, სა­ო­ცარ ოჯახს და გან­სა­კუთ­რე­ბით თუ­თას, იმ­ხე­ლა ჯილ­დო ეკუთ­ვნის ცხოვ­რე­ბის­გან, რამ­ხე­ლაც სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე დიდ ომში, სი­ცო­ცხლის­თვის თავ­და­უ­ზო­გავ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე ნამ­დვილ გმი­რებს.მო­მენ­ტებ­ში ჩვენც ვი­ჯე­რებ­დით ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის უკე­თეს ვერ­სი­ებს და მსუ­ბუ­ქად და­ვა­ბი­ჯებ­დით ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ, ვლა­პა­რა­კობ­დით იქა­ურ ამინ­დზე ან იქა­უ­რი ოპე­რის შთამ­ბეჭ­დავ შე­ნო­ბა­ზე, რომ­ლის მთა­ვარ დარ­ბაზ­საც სი­ლა­მა­ზით აშ­კა­რად აჯო­ბა თბი­ლი­სის ოპე­რის დაბ­რაზ­მა და შენ ეს ძა­ლი­ან გი­ხა­რო­და...


გლი­ობ­ლას­ტო­მის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი ფბ ჯგუ­ფე­ბი­დან მარ­თლა ძა­ლი­ან ბევ­რი რამე გა­ვი­გე, დღე­ში ათო­ბით ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რი­ას ვკი­თხუ­ლობ­დი, ვეც­ნო­ბო­დი ცო­ცხალ მა­გა­ლი­თებს, ახალ წამ­ლებს, კვე­ბით და­ნა­მა­ტებს, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს, დი­ე­ტებს თუ ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტის რჩე­ვებს, ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი სულ პა­ტა­რა გოგო-ბი­ჭებს (ადრე ეს და­ა­ვა­დე­ბა ბავ­შვებს არ ეკა­რე­ბი­და, ახლა კი გუ­ლის­მომ­კვლე­ლია სტა­ტის­ტი­კა) თუ ზრდას­რულ ან ხნი­ერ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა ტრა­გე­დი­აც ვი­თომ ჰგავ­და ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ყვე­ლა ასაკ­ში თა­ვი­სე­ბუ­რად მძი­მე და და­უნ­დო­ბე­ლი იყო, რომ­ლე­ბიც იმ დღეს იკე­თებ­დნენ Mღთ-ს (თა­ვის გა­და­ღე­ბა) და ვინ, თუ არა ჩვენ, ვი­ცო­დით, რა წარ­მო­უდ­გენ­ლად უსას­რუ­ლოა პა­სუ­ხის მო­ლო­დი­ნის სა­ა­თე­ბი და დღე­ე­ბი, რამ­ხე­ლაა შიში, რა გარ­და­უ­ვა­ლია სა­სო­წარ­კვე­თა და სა­ერ­თოდ, რო­გორ იყო­ფა ცხოვ­რე­ბა Mღთ-დან Mღთ-მდე.

ამ ჯგუ­ფე­ბი­დან გა­ვი­გე, რო­გო­რია ბოლო ფა­ზე­ბი, რა ემარ­თე­ბათ პა­ლი­ა­ტი­ურ (გა­და­დე­ბულ) პა­ცი­ენ­ტებს და მა­შინ, როცა შენც დამ­ღა­სა­ვით და­გას­ვეს ეს სი­ტყვა, მა­შინ როცა რე­ცი­დი­ვის ამოკ­ვე­თაც და და­ტო­ვე­ბაც სი­ცო­ცხლის­თვის თა­ნაბ­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლი გახ­და, მე ზე­პი­რად ვი­ცო­დი, რის მერე რა მოხ­დე­ბო­და და რა უბე­დუ­რე­ბა გვე­ლო­და წინ. ამ ცოდ­ნას­თან მარ­ტო აღ­მოვ­ჩნდი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, შენ ისევ შე­ლა­მა­ზე­ბულ ვერ­სი­ებს ეჭი­დე­ბო­დი, ამა­ში თა­ვად და­ა­ვა­დე­ბა გეხ­მა­რე­ბო­და, რო­მე­ლიც გაც­ლი­და ჩაღ­რმა­ვე­ბის ძა­ლას და ენერ­გი­ას, სა­ნაც­ვლოდ გიძ­ლი­ე­რებ­და თავ­დაც­ვის უნარს და ვე­ნი­დან ისე წა­მო­ვე­დით, რომ "ფი­ზი­კის" ახა­ლი კურ­სის მერე თით­ქოს ისევ უკან გვე­ლოდ­ნენ და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი ან სუ­ლაც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გამ­ქარ­ლი "სა­ეჭ­ვო ქსო­ვი­ლის" გა­და­სა­მოწ­მებ­ლად.

ეს თა­მა­ში ძვი­რა­დაც და­მიჯ­და, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ჩა­მო­გარ­თვი სი­მარ­თლის ცოდ­ნის უფ­ლე­ბა და ბევ­რად მეტი და­გი­შა­ვე, ვიდ­რე და­გეხ­მა­რე. ვი­ტან­ჯე­ბო­დი, ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი რა­მით ვი­ტან­ჯე­ბო­დი და ამ ეჭ­ვე­ბით, ამ კი­თხვე­ბით კი­დევ სხვა­ნა­ი­რად მეწ­ვო­და სული. გი­ყუ­რებ­დი და აღარ მეს­მო­და, რაზე ვლა­პა­რა­კობ­დით სა­უზ­მე­ზე თუ ჩე­მოდ­ნე­ბის ჩა­ლა­გე­ბი­სას და შენ­ზე ადრე მე ვკვდე­ბო­დი. რო­გორც არ უნდა ვე­ცა­დო, ვე­რას­დროს გად­მოვ­ცემ იმ სუ­ლი­ერ და ფი­ზი­კურ ტკი­ვილს და დე­და­მი­წა­ზე უფრო დიდ შიშს, რო­მელ­საც ფე­რა­დი ტან­საც­მლით, მა­კი­ა­ჟით და გა­მოწ­ვრთნი­ლი ღი­მი­ლით შე­უ­ჩე­რებ­ლად ვმა­ლავ­დი, მაგ­რამ ეს წე­რი­ლი ჩემ­ზე არ არის. ეს ამ­ბა­ვი შენ­ზეა, ყვე­ლა­ზე დიდ ადა­მი­ან­ზე, ვინც ოდეს­მე შემ­ხვედ­რია.

ფსი­ქი­ატ­რი, რო­მე­ლიც დი­აგ­ნო­ზის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მოგ­ვი­ჩი­ნეს, აღ­მო­სავ­ლეთ ბერ­ლი­ნი­დან იყო და კარ­გად სა­უბ­რობ­და რუ­სუ­ლად ანუ მე აღარ მჭირ­დე­ბო­და თარ­ჯიმ­ნო­ბა და ეს იყო ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვის­თან პი­რის­პი­რაც მშვი­დად გტო­ვებ­დი. ამ ბი­ჭის არ მე­ში­ნო­და. ის იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი ყვე­ლა იქა­ურ ექიმს შო­რის, ვინც ბო­ლომ­დე აგ­ვყვა თა­მაშ­ში და მარ­ტი­ვად და­თან­ხმდა ჩვენს წე­სებს: არა­ნა­ი­რი რე­ცი­დი­ვი, არა­ვი­თა­რი პა­ლი­ა­ტი­უ­რი, სიკ­ვდილ­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია, ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ, მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ვი. იო­ლად მო­ერ­გო ჩვენს კულ­ტუ­რულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და ის სა­ში­ნე­ლი, უმ­წა­რე­სი ფრონ­ტე­ბი, რაც მთა­ვა­რი ომის პა­რა­ლე­ლუ­რად ავ­სტრი­ელ ექი­მებ­თან მქონ­და გახ­სნი­ლი (ჩვენ მას უნდა და­ვე­ლა­პა­რა­კოთ და ვუ­თხრათ, რომ კვდე­ბა, ადა­მი­ან­მა უნდა მო­აგ­ვა­როს თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბი/სა­ბუ­თე­ბი), ფსი­ქი­ატრთან არ დამ­ჭირ­ვე­ბია.

ისე აქვე ვი­ტყვი, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მეც პირ­და­პი­რო­ბის მომ­ხრე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მერე თვი­თონ ცხოვ­რე­ბა წა­ვი­და სულ სხვა­ნა­ი­რად და მას­წავ­ლა მოს­მე­ნა, სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გვერ­დზე გა­და­დე­ბა, იმპრო­ვი­ზა­ცია და ჩემი თა­ვის გა­და­კე­თე­ბა, პა­სუ­ხი წარ­მო­უდ­გე­ნელ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე.

რა­ტის და ფსი­ქი­ატ­რის ბოლო სა­უ­ბა­რი კა­ფე­ში უჩე­მოდ შედ­გა, აფ­თი­აქ­ში წა­ვე­დი ფე­ხით - დღე­ში ათი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა ჩემი გა­დარ­ჩე­ნის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი იყო. უკა­ნა გზა­ზე იმ ბიჭს და­ვუ­რე­კე, შეხ­ვედ­რა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. ხმა ჰქონ­და სხვა­ნა­ი­რი, დარ­დი­ა­ნი. ეს სა­უ­ბა­რი ხში­რად ჩა­მეს­მის, აი, ახ­ლაც ჩა­მეს­მის და სი­ტყვა სი­ტყვით გად­მოვ­წერ აქ:

ეს არის ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მე შევ­ხვდე­რი­ვარ. მე მას ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ და მუ­დამ მე­მახ­სოვ­რე­ბა რატი. მან ყვე­ლა­ფე­რი იცის, ყვე­ლა­ფერს გრძნობს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ თქვენ, მისი გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი, არ და­გამ­ძი­მოთ. ის გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას იყოთ მის გვერ­დით იმე­დით, კარგ გან­წყო­ბა­ზე, იცხოვ­როთ და გა­ი­ღი­მოთ. ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ იმა­ზე, რომ მას რა­მეს უმა­ლავთ ან პირ­და­პირ არ ეუბ­ნე­ბით, ის თვი­თონ ირ­ჩევს ამ გზას, რომ თქვენ გა­გიფრ­თხილ­დეთ.

და მა­ინც, რა იყო ამ ყვე­ლა­ფერ­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი? ტრი­ვი­ა­ლუ­რი ფრა­ზა, იცხოვ­რე დღე­ვან­დე­ლი დღით, ჩვენს მწა­რე სი­ნამ­დვი­ლედ იქცა. ჩვენ დაგ­ვე­ვა­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი: აწ­მყო­ში არ­სე­ბო­ბა, რად­გან მო­მა­ვა­ლი ჩა­მოგ­ვერ­თვა. ჩვენ კარ­გად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ახლა და აქ ანუ მა­შინ და იქ, იმ იმე­დის და ფიქ­რის გა­რე­შე, რომ ხვალ უკე­თე­სად ვიქ­ნე­ბო­დით. სი­გი­ჟეა. ხვა­ლინ­დე­ლი დღე შე­იძ­ლე­ბო­და სა­ერ­თოდ აღარ დამ­დგა­რი­ყო და თუ მომ­დევ­ნო დღე დად­გე­ბო­და, დიდი ალ­ბა­თო­ბით, იქ­ნე­ბო­და წი­ნა­ზე უა­რე­სი.

სა­ი­დან ამის ძალა? სა­ი­დან სი­ხა­რუ­ლი? სი­ხა­რუ­ლი ხომ სი­ცო­ცხლის ენერ­გი­აა, თუნ­დაც ცოტა, თუნ­დაც მხო­ლოდ იმ დღის სამ­ყო­ფი. არ ვიცი სა­ი­დან, ისევ რა­ტის­გან! ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე ძლი­ე­რის­გან!

მივ­ხვდი, რაში მდგო­მა­რე­ობს ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მა­გია. მას მარ­ტო თა­ვის­თვის არ აქვს ეს ძალა. ის ამ ძა­ლას გაძ­ლევს შენც.უმ­ნიშ­ვნე­ლო მა­გა­ლი­თია, მაგ­რამ გა­მახ­სენ­და, ერთხელ რა­ღაც რთუ­ლი ტექ­სტი მქონ­და და­სა­წე­რი მე­ო­რე დღის­თვის. არ შე­მეძ­ლო, არ მყოფ­ნი­და არც ინ­ფორ­მა­ცია, არც ძალა, არც შთა­გო­ნე­ბა და აღარც დრო, რომ უკან წა­მე­ღო ჩემი პი­რო­ბა. ხვალ რო­მელ­ზე გაქვს ჩა­წე­რა, მკი­თხა რა­ტიმ სა­წერ მა­გი­და­ზე ჩა­მოღ­ვენ­თილს და ფარ-ხმალ დაყ­რილს ღა­მის ორ სა­ათ­ზე. ვუ­თხა­რი, რომ 4-ზე. უჰ - წა­მო­ი­ძა­ხა. მთე­ლი 14 სა­ა­თი გვქო­ნია. სი­ცი­ლი და­ი­წყო, და შენ გგო­ნია, რომ 14 სა­ათ­ში ვერ და­წერ მაგ ტექსტს? 14 სა­ათ­ში? შ ე ნ ვერ და­წერ? არ და­ი­ძი­ნა, იქვე იჯდა, სა­ნამ არ დავ­წე­რე. გუ­გლ­ში და წიგ­ნებ­ში ეძებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, მა­მა­რა­გებ­და...

რა­ტის უყ­ვარ­და დაბ­რა­ლე­ბა. და­მაბ­რა­ლა, რომ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ვარ. იმ­დენ­ჯერ და­მაბ­რა­ლა, სა­ნამ ამ სიძ­ლი­ე­რის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა თვი­სე­ბა არ და­მა­ნა­ხა, და­მას­წავ­ლა და და­მა­ჯე­რა. ეს იყო ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა და რა­ტის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი თვი­სე­ბა. ადა­მი­ა­ნებს სი­კარ­გეს აბ­რა­ლებ­და, ისე ჯი­უ­ტად აბ­რა­ლებ­და, ზოგ­ჯერ ვბრა­ზობ­დი ამ გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბამ­დე მი­სულ რწმე­ნა­ზე. ადა­მი­ა­ნის საზ­რი­სის რწმე­ნა­ზე, იმის რწმე­ნა­ზე, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ში არის ბნელ­ზე დიდი ნა­თე­ლი მხა­რე. მაგ­რამ რა­ტის­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბით მე ჩემი თვა­ლით ვნა­ხე მისი სა­ო­ცა­რი ძალა ადა­მი­ა­ნე­ბის მარ­თლა გა­კარ­გე­ბი­სა!...

მე არ მოვ­ყვე­ბი, რამ­დე­ნი და­უ­ყე­ნე­ბია ფეხ­ზე, გა­უ­ხა­რე­ბია, გა­უ­მარ­თავს ხელი, გა­უძ­ლი­ე­რე­ბია და უჩ­ვე­ნე­ბია სწო­რი გზა. რად­გან ამას ალ­ბათ თქვენ გა­ა­კე­თებთ და გა­ა­კე­თებთ დიდ ხანს, რად­გან მო­სა­ყო­ლი ძა­ლი­ან ბევ­რია.გა­მოგ­ვი­ვი­და კარ­გად ყოფ­ნა?ჩვენ ბევ­რჯერ გაგ­ვიღ­ვი­ძია დი­ლი­დან­ვე დაღ­ლი­ლებს, უმი­ზე­ზოდ მო­წყე­ნი­ლებს, უმიზ­ნო­ებს და უსურ­ვი­ლო­ებს, სიყ­ვა­რუ­ლის ნაც­ვლად გვქო­ნია ამა­ო­ე­ბა, მხნე­ო­ბის ნაც­ვლად აპა­თია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ იმ დღეს ქარი მტვერს ატ­რი­ა­ლებ­და ჰა­ერ­ში, სა­ზი­ზღა­რი ამინ­დი იყო, ყო­ფაც - აუ­ტა­ნე­ლი. ეს იყო ადრე, ძა­ლი­ან ადრე, ამ 22 თვემ­დე, დი­აგ­ნო­ზამ­დე, როცა ჩვენ ის მოჟა­მუ­ლი ყოფა, აუ­ტან­ლად მსუ­ბუ­ქი ყოფა იქ­ნებ სა­მუ­და­მო გვე­გო­ნა...

რატი ამ­ბობ­და, რომ ამ ბრძო­ლა­ში გა­ვი­მარ­ჯვებ­დით, უბ­რა­ლოდ მე არ ვი­ცო­დი, რომ გა­მარ­ჯვე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას ნიშ­ნავ­და.რატი ბევრ რა­მეს ამ­ბობ­და ისეთს, რაც მხო­ლოდ დროს­თან ერ­თად გახ­და გა­სა­გე­ბი.არც ურჩხუ­ლი, არც მონ­სტრი, არც მტე­რი, უბ­რა­ლოდ გლი­ობ­ლას­ტო­მა, მე­ო­თხე ხა­რის­ხის უს­წრა­ფე­სი სიმ­სივ­ნე იპყრობ­და ტვი­ნის უჯრე­დებს, მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ა­სა­ვით იკა­ვებ­და სხვა­დას­ხვა უბანს, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მარ­ჯვე­ნა შემ­დეგ უკვე მარ­ცხე­ნა კი­დუ­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა­ზე, ყლაპ­ვა­ზე, მე­ტყვე­ლე­ბა­ზე, სუნ­თქვა­ზე, არ­სე­ბო­ბა­ზე! ჰო, ეს რა­ტის წა­გე­ბუ­ლი უბ­ნე­ბია, მე ვი­ტყო­დი უფრო დათ­მო­ბი­ლი.

შენ აქაც არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თე, აქაც არ უღა­ლა­ტე შენს ერთ-ერთი მთა­ვარ ფა­სე­უ­ლო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას, არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ის თე­მე­ბი, რა­ზეც გან­ზო­გა­დე­ბუ­ლად გვი­ლა­პა­რა­კია, სი­ნამ­დვი­ლე­ში შენს თავ­ში მოხ­და და შენ გა­ა­კე­თე არ­ჩე­ვა­ნი, რისი წა­ღე­ბის უფ­ლე­ბა მი­გე­ცა და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რის­თვის და რისი არა. მთე­ლი ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც გლი­ობ­ლას­ტო­მის ჯგუ­ფებ­ში ასო­ბით ადა­მი­ა­ნებ­ზე წა­ვი­კი­თხე, შენ­ზე არ გავ­რცელ­და. შენ არას­დროს და­გით­მია ტვი­ნის ის უბ­ნე­ბი, რი­თიც გვიც­ნობ­დი და გეყ­ვა­რე­ბო­დით. ამ და­ა­ვა­დე­ბის სტა­დარ­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რომ ვე­ღარ ამო­გეც­ნო ახ­ლობ­ლე­ბი, გამ­ხდა­რი­ყა­ვი აგ­რე­სი­უ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი სიბ­რა­ზით ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი­ყო, გამ­ხდა­რი­ყა­ვი უგო­ნო და მცე­ნა­რე­სა­ვიღ გე­არ­სე­ბა, შენ არ და­უშ­ვი.

შენ არც ერთხელ არ გაბ­რაზ­დი! არა­ვის­ზე, არც ჩემ­ზე, არც ჩვენ­ზე, არც ცხოვ­რე­ბა­ზე, არც ბედ­ზე. შენ ადე­ქი და იმ­ხე­ლა გზა გა­ი­ა­რე ღირ­სე­უ­ლად, რამ­ხე­ლაც მო­გე­ცა, ძა­ლი­ან რთუ­ლი, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გზა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მთა­ვარს, ადა­მი­ა­ნო­ბას არ­თმევს და მათ ამა­ზე ვე­რას­დროს მოს­თხოვ პა­სუხს. უბ­რა­ლოდ შენ და­ა­ვა­დე­ბა­საც აჯო­ბე და და­ი­ტო­ვე შენი თავი, გა­ი­მარ­ჯვე იქ, სა­დაც წა­გე­ბას სიკ­ვდი­ლი გერ­ჩივ­ნა. შენ არ დათ­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მთა­ვა­რი ორ­გა­ნოს მთა­ვა­რი უბა­ნი, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლი ცხოვ­რობს. და ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ჩვენ წა­ვა­გეთ? გა­მარ­ჯვე­ბა რაღა ყო­ფი­ლა?

ასე უც­ნა­უ­რად დას­რულ­და ომი და მე დავ­რჩი და­ნაღ­მულ ველ­ზე. ნაღ­მია შენი ყვე­ლა ნივ­თი, ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რომ იყა­ვი, რო­გო­რიც იყა­ვი, ეს­თე­ტი, დახ­ვე­წი­ლი, სი­ცო­ცხლის და სი­ლა­მა­ზის მოყ­ვა­რუ­ლი, ნაღ­მია შენი ფო­ტო­ე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი, ჩვე­ნი მი­მო­წე­რა, ჩვე­ნი ძვე­ლი, ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი, შენი ძვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი ფე­ის­ბუქ­ზე, სას­ტი­კი ნაღ­მია შენს ხა­სი­ათ­ზე ზუს­ტად მორ­გე­ბუ­ლი სუ­ნა­მო, რო­მე­ლიც და­უნ­დობ­ლად მი­კე­ტავს სა­სუნ­თქ გზებს და ვიხ­რჩო­ბი, ნაღ­მია ვე­ნი­დან ჩა­მოტ­ნი­ლი წა­მა­ლი, რო­მელ­საც ვით­ვლი­დი და ვდარ­დობ­დი, თუ გვე­ყო­ფო­და (კო­რო­ნას გამო ფრე­ნე­ბიც გა­უქ­მდა და ვე­ღარ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნიდ­ნენ).

ნეტა კი აღარ გვყოფ­ნო­და, დამ­დგა­რი­ყო ის მო­მენ­ტი, როცა ეს წა­მა­ლიც გა­თავ­დე­ბო­და... გა­ვინ­ძრე­ვი და ვფეთ­ქდე­ბი ყო­ველ­დღე ნაღ­მებ­ზე და ხე­ლახ­ლა ვა­კო­წი­წებ ჩე­მი­ვე და­ნა­წევ­რე­ბულ თავს, რომ შენი დაბ­რა­ლე­ბუ­ლი ძლი­ე­რე­ბა რო­გორ­მე გა­ვა­მარ­თლო და შენ­თვის­ვე შევ­ძლო. შევ­ძლო თუ­თას­თვის" - წერს ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS