თავად ეკამ კი ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:
“ჩემი შვილი თავის სიზმარს მიყვებოდა და მერე სიტყვამ მოიტანა ფანტაზიები:
მე: წარმოიდგინე, რომ რატის განკურნება სხვა პლანეტაზე შეიძლება, მარსზე თუ გადავსახლდებით,
თუთა: რამდენი ხნით?
მე: როგორც კი დედამიწაზე დავბრუნდებით, დაავადება იმავე წერტილიდან გააგრძელებს, სადაც გაჩერდა.
თუთა: ანუ სამუდამოდ?
მე: ასე გამოდის.
თუთა: მზეს ვეღარასდროს ვნახავ?
გამიკვირდა, რომ უცებ მზემ აჯობა ყველაფერს, გადაფარა მეგობრებიც, ინტერნეტიც და ჩვენი ძაღლიც:)
თუთა, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მერე მარსის და მზის მიმართებაც გავარკვიეთ და მოკლედ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ:))
რეალობაში კი მე ისევ დედამიწაზე მყოფმა დავარტყი მზეს 38-ე წრე. დაავადება ისევ ჩვენთანაა და ზოგჯერ ტკივილთან ერთად დაუჯერებლად დიდი სიხარული და სიყვარული მოაქვს – მის გარეშე, სამწუხაროდ, შეუძლებელიც კი.
რაც უფრო მუქია ჩრდილი, მით უფრო კაშკაშაა სინათლე და ჩვენც ველოდებით დიდ გამონათებას და სითბოს, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს და ამ შუქის მისაღებად უკვე დაგროვილი გამოცდილება სრულიად საკმარისი იქნება. აღარ დაგვჭირდება იმის შეხსენება, რა ძვირფასია სიცოცხლე და რა უმნიშვნელო – ყველაფერი სხვა.
ჩემს დაბადების დღეზე ვისურვებ და გისურვებთ ჯანმრთელობას. იმ სიფხიზლეს თუ ძალას, რომელიც ჩვენს საოცარ ცხოვრებაში პატარა თუ დიდ სასწაულებს აღგვაქმევინებს. მადლობა 38-ს ამ უზარმაზარი გამოცდილებისთვის, რომელიც თავს დამატყდა, მაგრამ არ გაგვსრისა და რაღაცა გაძლიერებული პროგრამით დაგვასწავლა მთელი ცხოვრების სამყოფი მასალა:)
მისურვეთ რატი.
რატი=სიცოცხლის გამარჯვებას”.