გთავაზობთ კვირის 5 ყველაზე მთავარ ამბავს, რომლებმაც ლამის პოლიტიკური მოვლენებიც გადაფარა.
სოფო ბედიას ქმარმა თანამდებობა დატოვა
მომღერალ სოფო ბედიას ქმარმა, მიშა მესხმა, „რეიტინგს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც მისი გაუჩინარების მიზეზებზე ისაუბრა.
მიშა მესხმა ინტერვიუში თქვა, რომ მან „ქართულ ოცნებაში“ კრწანისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, თუმცა, მმართველი გუნდის წევრად რჩება.
მამუკა ბახტაძის ტყუპები
ყოფილი
ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს სტიპენდიები შეუმცირა
დიდი გამოხმაურება მოჰყვა გადაცემას „სარკეში მაია სტეფნაძესთან ერთად“ გიორგი ყიფშიძისა და მანანა თოდაძის სტუმრობას. გადაცემიდან გაირკვა, რომ მათ ბიძინა ივანიშვილმა სტიპენდია შეუმცირა.
მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმრის აღიარება
მაკა ზამბახიძის ყოფილმა ქმარმა ვახო ჭუმბურიძემ, რომელიც პროფესიონალი და ცნობილი ფინანსისტია, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული.
მიხეილ ყაველაშვილის ვარსკვლავი ცოლის და
გასულ კვირას აქტუალური სახე იყო „ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი. „რეიტინგმა“ მისი ოჯახი მკითხველს უფრო ახლოს გააცნო და დიდი დაინტერესებაც მოჰყვა, რადგან მისი ცოლის და ლიზა ბაგრატიონია.