29 ნოემბერი, 2019
"ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი დადგა..." - მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმრის გულახდილი აღიარება
თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი სა­უბ­რობს ხმა­მაღ­ლა და ლუ­დო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლა­ში და­სახ­მა­რებ­ლად, სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. პრობ­ლე­მა რომ უამ­რავ ადა­მი­ანს აწუ­ხებს, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­მა იცის, თუმ­ცა, აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან გამ­კლა­ვე­ბას ბევ­რი ვერ ახერ­ხებს...

ერთ-ერთი იღ­ბლი­ა­ნი, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა ამ მძი­მე სე­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, მომ­ღე­რალ მაკა ზამ­ბა­ხი­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, იუ­რის­ტი და ფი­ნან­სის­ტი ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძეა. რო­გორც ის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მი­მარ­თვა­ში წერს, ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი გა­და­ლა­ხა და სურს, მისი შემ­თხვე­ვა სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თად იქ­ცეს:



"ვფიქ­რობ, ამა­ზე სა­უ­ბა­რი სირ­ცხვი­ლი
არ არის და მო­გიყ­ვე­ბით ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, უფრო სწო­რედ მცდე­ლო­ბას, რომ კარ­გად ჩა­ვეთ­რიე ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებს მათ მა­ხე­ში..

მეტ­ნაკ­ლე­ბად აზარ­ტუ­ლი ვარ, არამ­ხო­ლოდ თა­მა­შებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არა­მედ ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა­ში. მიყ­ვარს ძა­ლი­ან ფეხ­ბურ­თი და ნუ სრულ­წლო­ვა­ნი ასა­კი­დან არა­სის­ტე­მა­ტუ­რად მაგ­რამ ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში გა­მი­კე­თე­ბია ფსო­ნი სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებ­ზე.

ყო­ველ­თვის ვა­კონ­ტრო­ლებ­დი ჩემს თავს და არა­სო­დეს გა­დავ­სულ­ვარ ზღვარს მიღ­მა, ანუ ფაქ­ტი­უ­რად ეს უფრო გარ­თო­ბის სა­გა­ნი იყო შა­ბათ-კვი­რის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებ­ზე ვიდ­რე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბა, რომ მე აუ­ცი­ლებ­ლად გავ­მდიდ­რდე­ბო­დი ამით. სხვა­თა­შო­რის ხში­რად მო­მი­გია თან­ხე­ბი 200-300 ლარი, ხოლო და­დე­ბუ­ლი მქონ­და 10 მაქ­სი­მუმ 20 ლარი და ეს მო­გე­ბუ­ლი თან­ხა არა­სო­დეს შე­მიტ­რი­ა­ლე­ბია უკან, პი­რი­ქით გა­მომ­ქონ­და და გემ­რი­ე­ლად ვხარ­ჯავ­დი.

ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­თა­მა­შია კა­ზი­ნო და ზო­გა­დად არც წე­სე­ბი ვიცი რუ­ლეტ­კის, აპა­რა­ტე­ბის და პო­კე­რის... ახლა გა­და­ვი­დეთ კი­ნო­ზე: ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე და­ი­წყო ის­ტე­რი­უ­ლად სმს-ების გა­მოგ­ზავ­ნა ორმა ონ­ლა­ინ-ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­მა (ამ ორში მაქვს ექა­უნ­თი) და­მი­რი­ცხეს სპი­ნე­ბი (აპა­რა­ტის­თვის იგი­ვე ელექტრო­ნუ­ლი ფული) დღე­ში 3-ჯერ გა­თა­მა­შე­ბა­ზე სმს-ები, ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი რომ უნდა გავ­ხდე მი­ლი­ო­ნე­რი და ასე შემ­დეგ!

უფა­სო ხილი რა თქმა უნდა, სა­ინ­ტე­რე­სოა და წე­სე­ბიც მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა - ერთი ღი­ლაკ­ზე და­ჭე­რით და­ვატ­რი­ა­ლე ონ­ლა­ინ აპა­რა­ტი, მო­ვი­გე გარ­კვე­უ­ლი თან­ხა.. 2 დღე არ გა­მიშ­ვა სულ მატ­რი­ა­ლა. ჩემს მიერ მო­გე­ბულ თან­ხას ხან წა­მა­გე­ბი­ნებ­და, ხან ისევ იმ ნიშ­ნულ­ზე გა­მი­თა­ნაბ­რებ­და. სწო­რად რომ აგიხ­სნათ მე თან­ხა ისევ არ მქონ­და ჩა­რი­ცხუ­ლი, რაც მა­ჩუ­ქეს იმით ვთა­მა­შობ­დი.

ფაქ­ტი­უ­რად, მომ­წყვი­ტა გა­რე­სამ­ყა­როს, აქ­ტი­ვო­ბას, მე­გობ­რებს და იმის ფიქ­რში, რომ ამ­დენ მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ში შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა გავმხდა­რი­ყა­ვი მი­ლი­ო­ნე­რი, ჩა­მით­რია და ჩა­მით­რია.



სა­ბო­ლო­ოდ, მოხ­და ის რომ ამა­თი ნა­ჩუ­ქა­რი სპი­ნე­ბით, რო­დე­საც ვი­ყა­ვი ასუ­ლი 1000 ლა­რამ­დე, მთლი­ა­ნად წა­მა­გე­ბი­ნა და ნუ ჩა­მაგ­დო უკვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ თუ 20 ლარი მა­ჩუ­ქეს და 1000-მდე ავე­დი, იქ­ნებ კი­დევ გავ­რის­კო ჩავ­რი­ცხო 20 ან 10 ან 50 და ისევ შე­ვუ­ბე­რო... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ალ­ბათ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი დად­გა... იმის­და მი­უ­ხე­და­ვად რომ მი­ზე­რი თან­ხა წა­ვა­გე ალ­ბათ მაქ­სი­მუმ 300 ლარი. მე რო­მე­ლიც ვფიქ­რობ რომ ფსი­ქი­კას მყა­რად ვა­კონ­ტრო­ლებ სრუ­ლი­ად გა­მა­ნად­გუ­რა.

შემ­დეგ იყო ყველ­გან ნიშ­ნე­ბი: ჩარ­თავ ტე­ლე­ვი­ზორს ყვე­ლა ცენ­ტრა­ლურ არხზე გა­თა­მა­შე­ბა! ტაქს და­ვუქ­ნევ ხელს სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რით მო­ხა­ტუ­ლია, ქუ­ჩა­ში გა­ვი­ხე­დე­ბი ყველ­გან ბა­ნე­რე­ბია. სმს-ები მო­დის და მო­დის. ქუ­ჩა­ში ფე­ხით გა­ვი­სე­ირ­ნებ და ხალ­ხს ვხე­დავ ტე­ლე­ფო­ნებ­ში ჩარ­ჭო­ბი­ლებს და ატ­რი­ა­ლე­ბენ აპა­რა­ტე­ბის მარ­წყვებს და რა­ღა­ცე­ებს.

მოკ­ლედ, ორ­კვი­რი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, არ გავ­კა­რე­ბი­ვარ რამ­დე­ნი­მე თვე, მაგ­რამ ამ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­მაც არ დამ­ტო­ვეს უყუ­რა­დღე­ბოდ და ბევ­რჯერ მო­მი­ვი­და სმს, რომ ისევ ჩემს ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხუ­ლი იყო უფა­სო ფული სა­თა­მა­შოდ!

არ ვიცი ჩემი ეს პა­ტა­რა გა­მოც­დი­ლე­ბა რამ­დე­ნად იმოქ­მე­დებს ან წა­ი­კი­თხავთ თუ არა ზო­გა­დად, მაგ­რამ ერთი ის ვიცი, რომ შან­სი იმი­სა რომ თქვენ ან ჩვენ ამით გავ­მდიდ­რდეთ არ არ­სე­ბობს. ის 10, 20, 30 ლარი რაც შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლო უმ­ნიშ­ვნე­ლოდ დღე­ში და თქვა რომ უბ­რა­ლოდ ერ­თო­ბი, სა­ბო­ლო ჯამ­ში მა­ინც მო­გახ­რჩობს!და კი­დევ ის ხალ­ხი ვინც ამას ფიქ­რობს რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა არ არის ძა­ლი­ან ცდე­ბა. იმ­ხე­ლა ტე­რო­რი აქვს ტვინს და ზე­მოქ­მე­დე­ბა, რომ ზი­ან­დე­ბა და იფი­ტე­ბა მთლი­ა­ნი სხე­უ­ლი და მერე იწყე­ბა ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა!

იმა­საც ვხდე­ბი რომ ამ სის­ტე­მას­თან ბრძო­ლა ურ­თუ­ლე­სია, რად­გან ძა­ლი­ან დიდი ფული ტრი­ა­ლებს (შავი და თეთ­რი) ბევ­რი მოს­ყი­დუ­ლია, ბევ­რი ლო­ბის­ტია, მაგ­რამ მა­ინც ღირს!

კარ­გად და­ფიქ­რდით და იპო­ვეთ თქვენს თავ­ში ის ძალა, რომ არ ითა­მა­შოთ! ის ფული სა­კუ­თარ თავს მო­ახ­მა­რეთ და ნა­ხავთ თუ რო­გორ და­ის­ვე­ნებთ და რო­გორ შე­მო­ვა შუქი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში!" - წერს ჭუმ­ბუ­რი­ძე.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­ლა­ინ­თა­მა­შებ­ზე 700 000 ადა­მი­ა­ნია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბიც. მა­შინ როცა, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 20% აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რობს, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვა წლი­დან წლამ­დე კო­ლო­სა­ლუ­რად, რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით იზ­რდე­ბა - მხო­ლოდ გა­სულ ერთ წე­ლი­წად­ში სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვა 5,06 მი­ლი­არ­დი ლა­რი­დან 13,8 მი­ლი­არდ ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS