14 ოქტომბერი, 2019
80 წლის ასაკში მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა - რას იხსენებდა რეჟისორი შვილის დახვრეტაზე
"ქოლ­გა", "ქორ­წი­ლი", "მუ­სი­კო­სე­ბი" - იშ­ვი­ა­თად მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მე, მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძის ეს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბი რომ არ ჰქონ­დეს ნა­ნა­ხი. "მე­ამ­ბო­ხე" რე­ჟი­სორ­მა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის მსხვერ­პლი გახ­და, 30 წელ­ზე მეტი გა­ა­ტა­რა პა­რიზ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­დად­რო ჩა­მო­დი­ო­და.

მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძე 13 ოქ­ტომ­ბერს, 80 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

ის 6 მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის ავ­ტო­რია, ხში­რად თა­ვა­დაც თა­მა­შობ­და თა­ვის ფილ­მებ­ში. რე­ჟი­სორ­მა და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი 1965 წელს.



ფილ­მე­ბის გა­
და­ღე­ბა 1961 წლი­დან, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო. გა­და­ი­ღო მოლ­კე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბი: "ახალ­გაზ­რდა სიყ­ვა­რუ­ლი" (1961) და "კა­რუ­სე­ლი" (1962). 1964 წელს გა­და­ღე­ბულ­მა სა­დიპ­ლო­მო ფილმმა "ქორ­წი­ლი" ობერ­ჰა­უ­ზე­ნის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე სამი პრი­ზი მი­ი­ღო (ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პრი­ზი, კი­ნოჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის პრი­ზი, "სა­ერ­თა­შო­რი­სო ევან­გე­ლის­ტუ­რი კი­ნო­ცენ­ტრის პრი­ზი").

1967 წელს გა­და­ი­ღო ფილ­მი "ქოლ­გა", ფილმმა 1967 წელს მთა­ვა­რი პრი­ზი და "ფიპ­რე­სის" პრი­ზი აიღო კრა­კო­ვის (პო­ლო­ნე­თი) სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე. 1969 წელს რე­ჟი­სორ­მა გა­და­ი­ღო 14-წუ­თი­ა­ნი ფილ­მი "მუ­სი­კო­სე­ბი". "მუ­სი­კო­სე­ბის" გა­და­ღე­ბის შემ­დეგ, რე­ჟი­სორს პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო. საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის­თვის სა­ში­ში გახ­და ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­საც კო­ბა­ხი­ძე ქა­და­გებ­და - ნონ­კონ­ფორ­მიზ­მი, ამ­ბო­ხე­ბის უნა­რი, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი. მოს­კო­ვის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის თავ­ჯდო­მა­რის ალექ­სან­დრე რო­მა­ნო­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბით, მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძეს და­მო­უ­კი­დებ­ლად ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა აეკ­რძა­ლა.

ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბე­ბის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ, რე­ჟი­სორ­მა სცე­ნა­რე­ბი და­წე­რა მულ­ტფილ­მე­ბი­სათ­ვის: "ჩი­ბუ­ხი" (1976), "ზღვა­ზე" (1980). ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი 1996 წლი­დან საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. 1996 წელს ვე­ნე­ცი­ის კო­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მო­ე­წყო რე­ჟი­სო­რის ფილ­მე­ბის რეტ­როს­პექ­ტი­ვა.

33-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, კინო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძემ საფ­რან­გეთ­ში გა­ნა­ახ­ლა. 2001 წელს საფ­რან­გეთ­ში მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძემ გა­და­ი­ღო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი "გზა­ზე".

"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, რე­ჟი­სო­რი ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მეს პე­რი­ოდს - მისი ვა­ჟის, გეგა კო­ბა­ხი­ძის დახ­ვრე­ტას იხ­სე­ნებს:

"გე­გას, ჩემს შვილს, ისე­თი რამ შე­ემ­თხვა, რომ არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია, წუ­ხი­ლი­სა და გან­ცდის გარ­და. გეგა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და საყ­ვა­რე­ლი ბიჭი იყო. კა­ტას­ტრო­ფა, რო­მელ­მაც ამ ახალ­გაზ­რდებს თავ­ზე გა­და­უ­ა­რა, ბე­დის­წე­რას ჰგავ­და. მეც ყო­ველ­თვის მინ­დო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გაქ­ცე­ვა და სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, ახალ­გაზ­რდებს რომ მო­უნ­დათ აქე­დან წას­ვლა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ჯო­ჯო­ხე­თი იყო. ბევ­რი მის­ტი­რის - მა­შინ კა­რა­ქი იაფი ღირ­და და პური თით­ქმის უფა­სო იყოო, მაგ­რამ ცი­ხე­ში რა­ნა­ი­რი პუ­რიც უნდა მო­გი­ტა­ნონ და რო­გორც უნდა გა­ათ­ბონ, მა­ინც ცი­ხეა.

როცა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვას გა­და­წყვეტ, რა­დაც უნდა და­გიჯ­დეს, უნდა გა­იქ­ცე. არც ჩემს შვილს და არც იმ ახალ­გაზ­რდებს, ვინც მას­თან ერ­თად იყ­ვნენ, არ ეგო­ნათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე გან­ვი­თარ­დე­ბო­და. ია­რა­ღი მფრი­ნა­ვე­ბის შე­სა­ში­ნებ­ლად ჰქონ­დათ, რათა სა­ზღვარს იქით გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. სა­უ­ბე­დუ­როდ, ყვე­ლა­ფე­რი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. მათ არა­ვინ მო­უკ­ლავთ, არა­ვის­თვის ზი­ა­ნი არ მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ. თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ გაქ­ცე­ვი­სას ფორ­მა­ზე აღარ ფიქ­რობ...

ბი­ჭე­ბის დახ­ვრე­ტა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. ჩვენ ისი­ნი ცო­ცხლე­ბი გვე­გო­ნა. როცა გა­ვი­გეთ, გა­ნა­ჩე­ნი აღ­სრულ­დაო, მა­ინც არ გვჯე­რო­და. ამ ახალ­გაზ­რდებ­მა ზედ­მი­წევ­ნით ადა­მი­ა­ნუ­რად, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით წარ­მარ­თეს სა­სა­მარ­თლო, არა­ვინ უკან არ და­ი­ხია, არა­ვინ არა­ვის არა­ფე­რი გა­და­აბ­რა­ლა. ბა­ბუ­ის, გერ­მა­ნე კო­ბა­ხი­ძი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ბე­რი­ას მო­ე­დან­ზე დას­ჯას გა­და­ურ­ჩა, ოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ სწო­რედ მის შვი­ლიშ­ვილს, გე­გას გა­მო­უ­ტა­ნეს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი...", - იხ­სე­ნებ­და ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძე წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ინ­ტერ­ვიუ
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS