02 ოქტომბერი, 2019
"ახლა მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები..." - რაზე წუხდა გია ყანჩელი და რას ყვებოდა ცხოვრების ყველაზე ნათელ პერიოდზე
84 წლის ასაკ­ში კომ­პო­ზი­ტო­რი გია ყან­ჩე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

გე­ნი­ა­ლუ­რი გია ყან­ჩე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა უკ­ვდა­ვი კი­ნო­მუ­სი­კა: "არ და­ი­დარ­დო", "ქვევ­რი", "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა", "მი­მი­ნო", "შე­რე­კი­ლე­ბი", "როცა აყ­ვავ­და ნუში" და სხვა.

ასე­ვე - ოპე­რა "და არს მუ­სი­კა" (1983წ.), 6 სიმ­ფო­ნია, კონ­ცერ­ტი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის (1962 წ.); ლარ­გო და ალ­ლეგ­რო სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კესტრის, ფორ­ტე­პი­ა­ნო­სა და ლი­ტავ­რე­ბი­სათ­ვის (1963 წ.); "სევ­და ნა­თე­ლი" - ბი­ჭუ­ნა­თა გუნ­დის, ორი სო­ლის­ტი­სა და დიდი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის (1985 წ.); მუ­სი­კა სპექ­ტაკ­ლე­ბის­თვის: "ხა­ნუ­მა", "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე", "რი­ჩარდ III"; (შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დად­გმე­ბი)...

ჟურ­ნალ "OK!"-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა, თაკო გვა­ზა­ვამ 2019 წლის მარ­ტში გე­ნი­ა­ლურ კომ­პო­ზი­ტორ­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:



"მე გა­მო­ვი­ა­რე საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბა. თუ მი­ვაღ­წიე, წელს 84 წელი შე­მის­რულ­დე­ბა... ჯერ მინ­და მო­გიყ­ვეთ იმა­ზე, თუ რას მო­ვეს­წა­რი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა ინატ­რებ­და ასეთ ბედ-იღ­ბალს. მე ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ დი­რი­ჟო­რებ­თან, შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან, მო­ვი­ა­რე თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო და მოს­მე­ნი­ლი მაქვს ჩემი მუ­სი­კა სა­უ­კე­თე­სო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში.

რა თქმა უნდა, არ ვა­პი­რებ ამ ყვე­ლაფ­რის ჩა­მოთ­ვლას, რად­გან ეს დიდ დროს წაგ­ვარ­თმევს, მაგ­რამ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან - თუ ასე ბედ­ნი­ე­რი ბრძან­დე­ბით, რა­ტომ წერთ ასეთ ტრა­გი­კულ მუ­სი­კას? მე ვპა­სუ­ხობ: თქვენ გნე­ბავთ, რომ უბე­დუ­რი ვიყო და დავ­წე­რო ხა­ლი­სი­ა­ნი მუ­სი­კა? ტრა­გი­კულ მუ­სი­კას იმი­ტომ ვწერ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩემი ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­სა, გარ­შე­მო რაც ხდე­ბა, ჩემს სამ­შობ­ლო­ში, მსოფ­ლი­ო­ში, არა­სო­დეს მაძ­ლევ­და უფ­ლე­ბას, და­მე­წე­რა სხვა­ნა­ი­რი მუ­სი­კა. ამი­ტომ ის ძი­რი­თა­დად სევ­დი­ა­ნი და ტრა­გი­კუ­ლია.

მე მო­გი­ყე­ვით, რას მო­ვეს­წა­რი. ახლა კი მო­გიყ­ვე­ბით იმას, რა­საც ვერ მო­ვეს­წრე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვეს­წრე­ბი ჩემს ქა­ლაქ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი, ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის და­ფუძ­ნე­ბას, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ, რო­დის შეს­რულ­დე­ბა მო­ცარ­ტი, ბრამ­სი, ბახი, სტრა­ვინ­სკი და ასე შემ­დეგ.

იგი­ვეს ნატ­რობ­და ჩემ­თან ერ­თად ჯან­სუღ კა­ხი­ძე, მაგ­რამ ამას ვერ მო­ეს­წრო ის და ვერ მო­ვეს­წრე­ბი მეც. ქვე­ყა­ნა და ერი, სა­დაც ეს კლა­სი­კო­სე­ბი ან თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის ბრწყინ­ვა­ლე წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ სრულ­დე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა, ჩა­ით­ვა­ლოს მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბელ ერად. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS