მანანა ხომერიკი: მე ქართლ-კახეთის წარმომადგენელი ბაგრატიონების მკვლევარი არ ვარ. 2012 წელს, შოთა რუსთაველის
„მედიაცენტრი მთავარი”: და მაინც, საიდან იწყება გაუგებრობა თუ აღრევა – ვინ ვინ არის, ვინ არის ნამდვილი სამეფო ოჯახი?
მანანა ხომერიკი
მანანა ხომერიკი: 2006 წელს ბაგრატოვანთა სახლმა შეიმუშავა ბაგრატიონთა სახლის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს არა მხოლოდ ბაგრატიონებმა, არამედ ძალიან პატივსაცემმა ადამიანებმა. სწორედ ამ მემორანდუმშია არეული შტოები, რომელიც მე შევისწავლე. ამას კი უშუალო კავშირი აქვს გრუზინსკების ოჯახთან, რის გამოც დამიპირისპირდნენ.
„მედიაცენტრი მთავარი”: როგორც მკვლევარმა, რა გამოიკვლიეთ ასეთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული, როს გამოც ბაგრატიონ-გრუზინსკები დაგიპირისპირდნენ?
მანანა ხომერიკი: მე მათ არ ვუპირისპირდებოდი. პირიქით, გრუზინსკების ოჯახი დამიპირისპირდა. მიზეზი კი შემდეგია: დადგა საკითხი „ბაგრატოვანთა სახლის“ წინაშე, რომ გამოვლენილიყო ერთიანი საქართველოს ტახტის მემკვიდრე. მოგეხსენებათ, რომ საბოლოოდ, ჩვენ გვქონდა ორი სამეფო ქართლ-კახეთისა და იმერეთის. ანუ ერთიანი ტახტის მემკვიდრე არ გვყოლია. იყო სხვადასხვა გეგმები, ჩვენი საუკეთესო მამულიშვილები ფიქრობდნ იმაზე, რომ მომხდარიყო გაერთიანება, მაგრამ ეს არ მოხერხდა. მე თავიდან არ შემიტანია ეჭვი ნუგზარის წარმომავლობაში. ნუგზარი ითვლებოდა გიორგი მე-12-ის შთამომავლად, ამიტომ რა პრეტენზია უნდა მქონოდა ამ ადამიანის მიმართ. მთავარი არის მემორანდუმი, რომელიც ზემოთ ვახსენე. ეს მემორანდუმი ისეა შედგენილი, რომ მასში ბევრი შეცდომაა, როგორც ისტორიული, ასევე იურიდიული. მე უბრალოდ გამოვთქვი მოსაზრება, რომ ეს დარღვევები გამოსწორებულიყო.
„მედიაცენტრი მთავარი”: რა დარღვევაზეა საუბარი?
მანანა ხომერიკი: იმისათვის, რომ ნუგზარი ყოფილიყო ერთიანი სამეფოს ტახტის მემკვიდრე, იმერეთის მხარეს უნდა განეცხადებინა თანხმობა. მე ამაში არაფერს ცუდს არ ვხედავ, მაგრამ თანხმობა უნდა განეცხადებინა იმერეთის ტახტის მემკვიდრეს და არა ისეთ პიროვნებას, ვისაც ეს საკითხი არ ეხებოდა. მემორანდუმის შემდგენლებს უნდა გაეთვალისწინებინათ სოლომონ მეორის ნება-სურვილი. მოგეხსენებათ, რომ სოლომონ მეორეს არ დარჩენია შვილი, არც ვაჟი და არც ქალი. 1804 წელს დაიდო „ელაზნაურის ტრაქტატი“. შეიძლება არც იცოდეთ ამ ხელშეკრულების შესახებ. გეორგიევსკის ტრაქტატი ყველამ იცით, რომელიც ქართლ-კახეთმა დადო რუსეთთან და არა მთელმა საქართველომ. იმერეთში კი 1804 წელს დაიდო “ელაზნაურის ტრაქტატი“. ტრაქტატის მეორე პუნქტში მეფე სოლომონმა განაცხადა, რომ თუ ღმერთი არ ინებებდა და არ მისცემდა მამრობითი სქესის შვილს, იმ შემთხვევაში, მისი მემკვიდრე კონსტანტინე ბატონიშვილი და მისი შთამომავლები იქნებოდნენ. ამ დროს ქალებს აღარ გადაეცემოდათ ტახტი. კონსტანტინე ბატონიშვილი იყო სოლომონის წინამორბედი მეფის, დავით მეორის ვაჟი. როცა 1810 წელს, სოლომონი ჩამოაგდეს ტახტიდან, კონსტანტინე რუსეთში გადაასახლეს. ამ შტოს “იმერეტინსკები” ეწოდათ. რუსეთშივე აღმოჩნდნენ სოლომონ პირველის შვილიშვილი „გიორი ბუში“ და მისი შთამომავლები, რომლებიც იმპერატორის ბრძანებით, „ბარატიონ-იმერეტინსკების“ გვარს ატარებდნენ. რუსეთმა სიტყვა „ტახტის მემკვიდრე“ ამოიღო ხმარებიდან. გრუზინსკებს, იმერეტინსკებს და ბაგრატიონ-იმერეტინსკებს უგანათლებულესი თავადობა აკმარეს.
“მედიაცენტრი მთავარი”: კონსტატინეს შთამომავლები, ვინც ტახტის მემკვიდრეებად მოიაზრებოდნენ, სად ცხოვრობდნენ?
მანანა ხომერიკი: კონსტანტინეს შთამომავლები, ვინც ტახტის მემკვიდრედ მოიაზრებოდნენ, ცხოვრობდნენ ინგლისში. ბოლო მამაკაცი 1978 წელს გარდაიცვალა. დარჩა 3 ქალბატონი და როგორც ვიცი, დარჩენილია ორი ქალბატონი, რომლებიც დღესაც ინგლისში ცხოვრობენ.
„მედიაცენტრი მთავარი“: საკმაოდ ისტორიული და სიღრმეში მიმავალი ისტორიაა. დავუბრუნდეთ მემორანდუმს, რა დაირღვა ამ მემორანდუმში, რის გამოსწორებასაც ითხოვდით?
მანანა ხომერიკი: როდესაც მემორანდუმი შეიქმნა, ამ ორ ქალბატონს, რომლებიც ინგლისში ცხოვრობენ, მის შესახებ არც აცნობეს. (ასევე არ აცნობეს მოსკოვში მცხოვრები გრუზინსკების ოჯახს, რასაც ქალბატონი ეკატერინე გრუზინსკაია წერილობით მიდასტურებს). მართალია, სოლომონ მეორის ზემოხსენებული სურვილის თანახმად, ქალი ტახტის მემკვიდრე ვერ იქნებოდა, რის გამოც 1978 წლიდან იმერეთის სამეფო სახლის მეთაურად უკვე ღვანკითში მცხოვრები შტო მოიაზრება, რომელიც მამრობითი ხაზით მოდის. მართალია, „ბაგრატოვანთა სახლი“ უკანონოდ, მათზე წინ ქალბატონი ნინო ბაგრატიონის შვილებს, მამით კახელ აზნაურ ჯაფარიძეებს აყენებს, მაგრამ მით უფრო აუცილებელი იყო “იმერეტინსკების” ჩაყენება საქმის კურსში. ეს ქალბატონები ჩაანაცვლეს ქალბატონი ნინო ბაგრატიონით. თუ ტახტის მემკვიდრედ ქალს მოიაზრებდნენ, მაშინ უპირატესი მემკვიდრე ხომ ინგლისში მცხოვრები უფროსი ქალბატონი უნდა ყოფილიყო და მას უნდა განეცხადებინა თანხმობა ნუგზარ ბაგრატიონისათვის. „ბაგრატოვანთა სახლი“ უფრო შორს წავიდა და ქალბატონ ნინო ბაგრატიონს თვითნებურად გვარი შეუცვალა: ბაგრატიონ-იმერეტინსკი უწოდა. დოკუმენტში არამარტო ხელმოწერა არ შეესაბამება მის გვარს, არამედ წერია, რომ ეს ქალბატონი აწერს ხელს „ბაგრატიონ-იმერეტინსკების“ სამეფო სახლის სახელით. ამ სამეფო სახლის შესახებ კი 1901 წლის მერე არაფერია ცნობილი, ანუ ამოწყდა. შეიძლება, რომ ამოწყვეტილი შტოს სახელით მოაწერო ხელი? თანაც, ყველაზე დიდი კურიოზი ის არის, რომ ტახტის მემკვიდრეები იმერეტინსკები იყვნენ და არა ბაგრატიონ-იმერეტინსკები.
„მედიაცენტრი მთავარი”: ანუ, რა გამოდის, ბაგრატიონებმა ისტორია გააყალბეს?
მანანა ხომერიკი: დიახ, ასეა. ქალბატონი ნინოს მამა – დავით ბაგრატიონი, ყოველგვარი საბუთის გარეშე, იმერეთის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ გამოაცხადეს. გვარები არიეს-დარიეს. მათ ჰყავთ თავიანთი ისტორიკოსი იოსებ ბიჭიკაშვილი, რომელიც ყველაფერს ამას კადრულობს და მისი ხელით ხდება ეს ყველაფერი. მე არ ვყოფილვარ დაპირისპირებული ბ-ნ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისთან. მე ვთქვი, რომ ის მემორანდუმი არის ნულის ტოლი. ცნობაც კი ავიღე, რომ ქალბატონი ნინო ტექნიკურ უნივერსიტეტში მთელი ცხოვრება ბაგრატიონის გვარით მუშაობდა და ასე იღებდა ხელფასს. გარდაიცვალა 2009 წელს. ახლა, ამ ინტერვიუში ვერ ჩავტევ ყველა იმ შეცდომას, რაც ისტორიასაც ამახინჯებს და დოკუმენტს იურიდიულ ძალას აკარგვინებს. მე ამის შესახებ აკადემიის „მაცნეშიც“ მაქვს გამოქვეყნებული წერილი და ვაპირებ ბროშურის გამოქვეყნებას.
„მედიაცენტრი მთავარი“: ბაგრატიონების სამეფო ტახტის მემკვიდრეებში გვარი სიხარულიძე საინდან გაჩნდა? თქვენს კვლევებში რამეს მიაგენით?
მანანა ხომერიკი: ჩემი წვლილი, რაც მე შევიტანე ნუგზარის საქმეში, არის ის, რომ მამამისის დაბადების მოწმობა მოვიძიე. ის მალავდა თავისი მამის დაბადების მოწმობას. მე არავითარი უფლება მაქვს, ვთქვა, რა გვარის არიან ისინი. კი, მეც გამიგია, რომ ვითომ სიხარულიძეები არიან, მაგრამ მე ამას ვერ დავადასტურებ, რადგან დოკუმენტში ამის შესახებ, ცხადია, არაფერია ნათქვამი. ერთს ვიტყვი, რომ ამ მოწმობის მიხედვით, ისინი ბაგრატიონები არ უნდა იყვნენ.
„მედიაცენტრი მთავარი”: რა გვარები არიან რეალურად? განაგრძეთ კითხვა: