22 თებერვალი, 2019
ვაშალომიძის საჯარო დამცირება და ზღვარგადასული ჟურნალისტები „სიმართლის“ ძიებაში
„დაბალი საფასურის ბეჭდვითი პრესის გამოცემები, რომელთა ძირითადი სპეციალიზაცია არის ჭორების (ხშირ შემთხვევაში გადაუმოწმებელი და მატყუარა), სენსაციებისა და სკანდალების გაშუქება“ - ასეთია ყვითელი პრესის განმარტება, თუმცა ჟურნალისტის მხრიდან რესპონდენტის დამცირებას ვერც ამგვარი "იაფფასიანი ჟურნალისტიკით" გავამართლებთ და არც ამ სიმართლის მძებნელი ჟურნალისტებისთვის დავიწყებთ მედლების გამოჭედვას.

ის , რაც გუშინდელ „პროფილში“ ვნახეთ, აღარც პროფილია და აღარც ანფასი, ეს უფრო სახედაკარგული, თანაგრძნობის უუნაროდ დარჩენილი ვაი-პროფესიონალიზმის უტყუარ მაგალითად თუ გამოდგება. მერე რა, თუ ჟურნალისტების თავდასხმის ობიექტი
არც სორაიასავით უბრალო და არც მარიტასავით უმწიკვლოა?! საქმე ისაა,
რომ ვაშალომიძეს ვერც სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში დავადანაშაულებთ და მსავჯავრდებულის სკამზე ვერც სხვისი უფლებების დარღვევისთვის დავსვამთ.

მისი ერთადერთი დანაშაული საკუთარი ცხოვრების წესია, რომლითაც ის მხოლოდ საკუთარ თავს თუ ავნებს, მაგრამ დღეს აღარც იარები ეტყობა და გუშინ, მისი უხერხული ღიმილების მიღმა არც წარსული ცხოვრებისგან გაბოროტებული ქალის ანარეკლი დამინახავს. მის ისტორიაში კი დამნაშავე ის გარემოა, რომელმაც გოგონა ასეთად შვა. დამნაშავენი არიან დაახლოებით იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც გუშინ განსასჯელის სკამი ამაყად მოირგეს და წინასწარ შესწავლილ-გამოკვლეული გოგონას ცხოვრების გახუნებული თუ ჯერ გაუყვითლებელი ფურცლები ბინძური საცვლებივით გადმოუფინეს.

Rating

ახლა მეტყვით, რომ თამოს არც საცვლების და არც მის გარეშე გამოჩენის არ რცხვენია, მაგრამ განა უხერხული არ არის, ეს თეთრეული შენ გეჭიროს და აღფრთოვანებული აფრიალებდა მას?

შეიძლება, ახლა ის დროა, როცა აღარც ლამპიონები გვაოცებს, აღარც ვარსკვლავიანი ცა ჩვენ ზემოთ და მორალური კანონი ჩვენში. ახლა ხომ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი კარიერისტები, როცა საკუთარ თავთან მარტონი რჩებიან, დანაკლისს სერტიფიკატებისა თუ ჯილდოების თვალიერებით ივსებენ, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში მოდიდან ჯერ კიდევ არ გადასულა ტერმინი - „ხალხი რას იტყვის“. ჰოდა, აი, ამ ხალხის, მაყურებლის პატივისცემა იქნებოდა, გუშინ ჟურნალისტებს რესპონდენტთან უხილავი კედელი რომ აღემართათ. მერე რა, თუ თამოსგან ამის დაფასების იმედი არ ჰქონდათ. მას რომ თავი დავანებოთ, ჟურნალისტი პასუხისმგებელი მის მაყურებელთან უფროა, ვიდრე რესპონდენტთან, მათ კი გოგონას ბებია მამა გორიოდ გამოიყვანეს და ცხოვრებისეული პრიორიტეტების, მათი აზრით, არასწორად განაწილებისთვის პასუხიც მოსთხოვეს.

თუ ვინმე მეტყვის, რომ ჟურნალისტები თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, გეტყვით, რომ მწარედ სცდებით. მათ ზუსტად ჰქონდათ აწონილი თავიანთი კითხვების ზღვარგადასულობა და ხმამაღლა წარმოთქმამდე არაერთმა ჟურნალისტმა თქვა: „ამას გეკითხები არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც რიგითი „ფეისბუქ-მომხმარებელი“. ჰოდა, როცა შენ, ქართველი ვაჟკაცი გამიზნულად ჩაგრავ ქალს, თუნდაც არ მოგწონდეს მისი ცხოვრების წესი და უწოდებდე მეძავს, რა გამართლება გაქვს? განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინო
იმასაც ვერ ხვდებით რომ იმ ჟურნალისტებმა თამოს პიარი გაუკეთეს იმით რომ ვითომ დაესივნენ და ამით შეგაცოდეს ჯერ ერთი თამო თვითონ ლაპარაკობს ყველაფერზე მეორეც დაჩაგრულს საერთოდ არ ჰგავდა კაგად იგერიებდა ყველას მაგრამ ფეისბუქზე რასაც თქვენ თამოს აგინებთ ეგ უფრო შეურაცმყოფელია მისთვის ვიდრე ინტრიგანი ჟურნალისტების კითხვები ის ჟურნალისტი გომართელი მეც მაღიზიანებს ცივსისხლიანი მიდგომა აქვს ყველას მიმართ
22:13 / 26-02-2019
გამოხმაურება / 0 /
Miuli
ღმერთო, ქვეყანა თავზე გვენგრევა და, რა სისულელეებზე იხარჯება დრო და ენერგია. მგონია, ძილქუშმა შეგვიპყრო და მოგვწყვიტა რეალობას.
08:25 / 25-02-2019
გამოხმაურება / 0 /
სოსო
თქვენ ეს ჟურნალისტები,მაგ ქალზე უკეთესები გგონიათ?მათაც ზუსტად იგივე ხელობა აქვთ,ოღონდ ცოტა განსხვავებული ფორმით.
01:19 / 25-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS