14 იანვარი, 2019
ბლოგი: რატომ უნდა ვეძებოთ და გავაცოცხლოთ ქეთი საკუთარ თავში?
კაპლ და წნევის აპარატმომარჯვებულმა ჩცდ-ს გულშემატკივარმა გუშინ კიდევ ერთხელ, ლამის თვალებში ჩახედა ქეთის არა ფიზიკურ, არამედ მენტალურ სიკვდილს. სერიალის პერსონაჟები და კადრს მიღმა დარჩენილი გულშემატკივარი ულაპარაკოდ აცხადებენ, რომ ეს ამბავი ქეთისთვის კარგად არ დასრულდება, მაგრამ სინამდვილეში ვინ კლავს ქეთის - ქმარი თუ საზოგადოება?
ან როდის შეცდა გმირი? როცა საყვარელი გაიჩინა, თუ როცა ზაზას საყვარლები აპატია? ან იქნება მაშინ, როცა ქმრისგან უხეშობას, დამცირებას და „გაკაპიკისფასებას“ წლების განმავლობაში ხმაამოუღებლად იტანდა?

გამართლება არა, მაგრამ ქალის ღალატს, რომ ახსნა
მოეძებნება, 14-სეზონიანი ნაცნობობ-მეგობრობა მაყურებელს ამის
თქმის უფლებასაც აძლევს, თუმცა რატომ ვერ ამჩნევენ იგივეს ქეთის გარშემო მყოფები? იმიტომ ხომ არა, რომ ცხოვრებაა ასეთი, მაყურებლის პოზიციიდან მოვლენებს ობიექტურად ვაფასებთ, ხოლო როცა ჩვენ თავად ვხდებით მოქმედების პერსონაჟები, ეგოს, სოციალური საკითხებისა თუ სხვა სტერეოტიპული შეხედულებების გამო ვკარგავთ საკითხის რეალურად გააზრების უნარს და სინამდვილეში, ქეთის დამცველ მაყურებლებს შორისაცაა ბევრი „კატო“, რომელიც საკუთარი თავით იმდენადაა შეპყრობილი, ჰგონია, მისი ცხოვრებით ტკბობა სხვებისთვისაც საკმარისია.

Rating

ვამტყუნებთ ავადმყოფობით გაეგოისტებულ ნინასაც, თუმცა რამდენ ჩვენგანს დასწყვეტია გული, როცა ცუდად ყოფნის დროს მეგობრები ბარდაბარ ხეტიალში გამოუჭერია?

ციციკორეებად და მარიტას ჩამქოლავ ბრბოდ ქცეულ სადაქალოში ერთადერთი, ვინც ვითარება არც თუ ისე კატასტროფულად შეაფასა და ქეთის ხელი არ ჰკრა, ყველაზე მკაცრი და შეუპოვარი თინაა. მე თუ მკითხავთ, ამ პერსონაჟის არსებობისთვის მარტო ბოლო სერიაც საკმარისია. აქ კიდევ ერთხელ დავინახეთ მისი მთავარი ღირებულება - არასტერეოტიპული ხედვა სამყაროს მიმართ.

საიდან სადო შეიძლება იფიქროთ, მაგრამ ბოლო სერიის მთავარი სათქმელი არის ის, რაზე წერდნენ ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი თუ სხვანი. მიტევების პრობლემა რომ საზოგადოების მენტალიტეტს დღესაც დაშანთულივით ატყვია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ გულის და გონების ერთნაირად მართვის უუნარობით დღემდე ბრიჯიტ რაიმანის წიგნის „ქალი სამარცხვინო ბოძზე“ პერსონაჟებს ვგავართ და არც კი გვინდა გავიზროთ, რომ მსგავსი რაღაცები ერთ დღეში არ იწყება. ქარბორბალას დატრიალებამდე სიოს ჩამობერვას სრული სიმშვიდით ვუყურებთ- ხოლმე.

და მაინც, რამ მიიყვანა ქეთი აქამდე? სოციალურ ქსელში არაერთი „ფრთიანი“ ფრაზა გაჟღერდა მაშინ, როცა ერმა ამ ამბის შესახებ გავიგეთ. ჩემი ცოლის ღალატის ამბავს უფრო დავიჯებდი, ვიდრე ამ გმირისასო - წერს ერთი და ალბათ ბევრიც ეთანხმება.


Rating

სინამდვილეში კი სწორედ ამას ნიშნავს სერიალის სიცოცხლისუნარიანობა. ადამიანი ხომ სტაციონალური არსება არაა. ის იცვლება, იზრდება და ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით უყალიბდება ფასეულობებიც. ქეთიმ რომ ეს გაბედა, უკვე ნიშნავს, იმას, რომ მან დაიწყო ყველაზე დიდი ომი, ომი საკუთარ თავთან. უარი თქვა მონურ მორჩილებაზე და მთელი ძალით შეეცადა ამდენი ხნის შემდეგ ერთხელ მაინც გააკეთებინა ის, რაც უნდოდა.
ერთხელ მაინც მიჰყოლოდა სურვილებს, თუნდაც თავიდანვე სცოდნოდა, რომ ეს სამარის კარამდე მისასვლელი უმოკლესი გზა იყო. რა თქმა უნდა, ღალატი დასაგმობია, მაგრამ ბრძოლა საკუთარი „მეს“ დაბრუნებისთვის, თავისუფლების შეგრძნებისთვის პატივისცემის ღირსია. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენმა თაობამ უნდა იპოვოს ეს ძალა საკუთარ თავში, გააცოცხლოს ან დააბრუნოს „ქეთი“. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS