19 დეკემბერი, 2018
"კრი­ტი­კას უგე­მოვ­ნო და ბოღ­მა ადა­მი­ა­ნის­გან ვერ მი­ვი­ღებ" - სალომე გოგიაშვილის და გია თვაურის ცოლის სკანდალი გრძელდება
ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. სა­ლო­მე ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დახ­ვე­წი­ლი კლა­სი­კუ­რი სა­მო­სით მი­ვი­და. მას შავი ფე­რის შარ­ვა­ლი, ზედა და შუბა ეცვა.

- ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო. თა­ვად ფაქ­ტი, რომ ქალი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს, ძა­ლი­ან კარ­გი და ლა­მა­ზია. პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი, რაც ღო­ნის­ძი­ე­ბას კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხავს ხდი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბას, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თბი­ლი­სუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, სტუმ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეც მო­ვი­და და მას მი­უ­ლო­ცეს ინა­უ­გუ­რა­ცია.

სამ­წუ­ხა­როდ, გა­დარ­ბე­ნა მქონ­და და
სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე ცოტა ხნით დავ­რჩი. ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე ულა­მა­ზე­სი მწვა­ნე კა­ბით წარ­სდგა, რო­მე­ლიც ჯაბა დი­ა­სა­მი­ძემ შე­უ­კე­რა. ყო­ველ­თვის მომ­წონ­და მისი ჩაც­მუ­ლო­ბა და გუ­შინ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დახ­ვე­წი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

Rating


- სა­ლო­მე თქვენს ჩაც­მუ­ლო­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს თავ­მჯდო­მა­რის, გია თვა­უ­რის ცოლი, რო­მელ­მაც შუ­ბის გამო, შენ და მა­რი­კა თხე­ლი­ძე გა­გაკ­რი­ტი­კათ...

- კრი­ტი­კას მე მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, ჯან­საღ კრი­ტი­კა­ზე პი­რი­ქით ვგიჟ­დე­ბი, მერე ვაკ­ვირ­დე­ბი ჩემს თავს... ვფიქ­რობ, სად და­ვუშ­ვი შეც­დო­მა, რა­ტომ გა­მაკ­რი­ტი­კეს. თუმ­ცა, იმი­ტომ რომ შუბა მეც­ვა, ამის გამო კრი­ტი­კას უგე­მოვ­ნო და ბოღ­მა ადა­მი­ა­ნის­გან ვერ მი­ვი­ღებ. თუ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მაკ­რი­ტი­კე­ბენ შუ­ბის ჩაც­მის გამო, გა­ვი­გებ, მაგ­რამ როცა არა­ფერს წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნი და ერთი და­ბოღ­მი­ლი, ამ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის ცოლი დაგ­ცი­ნის, ვერ გა­ვუ­ტა­რებ.

როცა და­ვი­წყე გარ­კვე­ვა, ვინ იყო გო­გო­ნა, რო­მე­ლიც დამ­ცი­ნო­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს თავ­მჯდო­მა­რის, გია თვა­უ­რის ცო­ლია. ის თა­ვის გვერ­დზე დაგ­ვცი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებს. ამი­ტომ მოჰ­ყვა ასე­თი რე­აქ­ცია. იმის მა­გივ­რად, რომ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ერთი გუნ­დის წევ­რე­ბი ერ­თად ვი­ყოთ, თურ­მე დაგ­ვცი­ნის. 

როგორი შუბა აქვს ნინო ანანიაშვილს

რამდენი შუბა აქვს გია სურამელაშვილს
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნია
და შუბა რომ ქართულად ქურქია, არაუშავს?
05:19 / 24-12-2018
გამოხმაურება / 0 /
სდ
წერა ისწავლეთ !!!!
02:28 / 21-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ბარბარიზმი
ქურქი ქურქი ქურქი ქურქი..............
18:27 / 19-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ინგა კუხიანიძე?
შუბა რა სიტყვაა, რომელ ენაზეა შეგიძლიათ ახსნათ???
18:16 / 19-12-2018
გამოხმაურება / 0 /
Zero
"შუბა" რა უბედურებაა, ქართული შესატყვისი არ იცით?
15:28 / 19-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS