31 იანვარი, 2016
ოპერის თეატრში მისული ნინო ანანიაშვილი სოციალურ ქსელში ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს
30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა
30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა. გახსნამდე კი რამდენჯერმე სკანდალში გაეხვა. სკანდალი არც პრემიერას მოჰკლებია.

გახსნაზე მიწვეულები იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი თუმცა სპექტაკლს არც ერთი არ დასწრებია.

გიორგი მარგელაშვილმა კი გადაწყვიტა, სპექტაკლს ჩვეულებრივ მაყურებელთან ერთად მეორე დღეს დაესწროს.

სოციალურ ქსელში კი ყურადღება მიაქციეს და გააკრიტიკეს ნინო ანანიაშვილის ჩაცმულობა. პრიმა ბალერინა ოპერისა და ბალეტის თეატრში ქურქით მივიდა.
Rating


The Revenant - თბილისის ოპერაში წერს, ცოტნე
გამსახურდია და ნინო ანანიაშვილის და ლეონარდო დიკაპრიოს ფოტოებს ერთად აქვეყნებს.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“...

„ესაა პრიმა?“

„კი. შუბის მაგივრად სასცენო კოსტუმი რომ აცვია და ცეკვავს მაშინ“.

„ისე,მართალი გითხრათ, გულისამრევია შუბებიც და მგონი ოპერაც გაუბედურებული სამშობლოს ფონზე... ქვეყანა აქამდე მხოლოდ უსახელო უფლისციხელებმა მოიტანეს კაცურად, დანარჩენები საყდრისებს აფეთქებენ და ოპერის სანაცვლოდ, გაცილებით ღირებულს გვართმევენ. ფუ, ჩვენს ქართველობას... რომელ გადარჩენაზეა ლაპარაკი“.

„ასე პათეტიკურად ჩვენც ბევრი გვიოხრია, მაგრამ საქმით არაფერი გვიკეთებია, მსგავსიც კი“

„ფარშევანგის შუბა პირველად ვიხილეთ“ , წერენ სოციალურ ქსელში. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ლალუკა
ცოტნემ დედამისის ჩაცმულობაზე ილაპარაკოს მავნებლობის მეტი რომ არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის, თორემ ნინომ სულ არაფერი რომ არ ჩაიცვას , მაინც ნინო ანანაიაშვილი იქნება. არა ბიჭო კეტებით მივიდოდა, შენ აზრზეც არ ხარ რით დადიან ევროპაში თეატრებში.
14:37 / 05-01-2021
გამოხმაურება / 0 /
მიული
ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ანანიაშვილის კრიტიკა. რა მოხდა? როგორც სჩანს, მხოლოდ შუბა არ უნდა იყოს ამის მიზეზი. ფრთხილად, დაღმართია, შემდეგ კი უფსკრული.
03:19 / 25-12-2018
გამოხმაურება / 0 /
წერეთ ქართულად
შუბა-არა, სწორია - ქურქი!
06:58 / 23-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ხო კიდევ... ეს შარშანდელი ფოტოა და "წლისთავს" აღნიშნავთ?:D
18:40 / 17-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
ბალერინებს გემოვნება რომ არ აქვთ ,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი!:D საშინელი შუბაა, თორემ შუბას ჩაიცმევს თუ ჯვალოს ამაზე,ბ.გამსახურდია არ უნდა ცდებოდეს! არ მითხრა ეხლა ხორცს არ ვჭამო!? :)
18:38 / 17-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS