- ძალიან გემოვნებით გაკეთებული ღონისძიება იყო. თავად ფაქტი, რომ ქალი პრეზიდენტი გვყავს, ძალიან კარგი და ლამაზია. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო კლასიკური სამოსი, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო სასიამოვნო სანახავს ხდიდა. რაც შეეხება საზეიმო მიღებას, ჩვეულებრივი თბილისური სიტუაცია იყო, სტუმრები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, შემდეგ ქალბატონი სალომეც მოვიდა და მას მიულოცეს ინაუგურაცია.
სამწუხაროდ, გადარბენა მქონდა და
- სალომე თქვენს ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ექსპერტიზის ბიუროს თავმჯდომარის, გია თვაურის ცოლი, რომელმაც შუბის გამო, შენ და მარიკა თხელიძე გაგაკრიტიკათ...
- კრიტიკას მე მიჩვეული ვარ, ჯანსაღ კრიტიკაზე პირიქით ვგიჟდები, მერე ვაკვირდები ჩემს თავს... ვფიქრობ, სად დავუშვი შეცდომა, რატომ გამაკრიტიკეს. თუმცა, იმიტომ რომ შუბა მეცვა, ამის გამო კრიტიკას უგემოვნო და ბოღმა ადამიანისგან ვერ მივიღებ. თუ ცხოველთა უფლებადამცველები გამაკრიტიკებენ შუბის ჩაცმის გამო, გავიგებ, მაგრამ როცა არაფერს წარმოადგენს ადამიანი და ერთი დაბოღმილი, ამ მთავრობის წარმომადგენლის ცოლი დაგცინის, ვერ გავუტარებ.
როცა დავიწყე გარკვევა, ვინ იყო გოგონა, რომელიც დამცინოდა, აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზის ბიუროს თავმჯდომარის, გია თვაურის ცოლია. ის თავის გვერდზე დაგვცინის ხელისუფლების მხარდამჭერებს. ამიტომ მოჰყვა ასეთი რეაქცია. იმის მაგივრად, რომ რთულ სიტუაციაში, ერთი გუნდის წევრები ერთად ვიყოთ, თურმე დაგვცინის.
როგორი შუბა აქვს ნინო ანანიაშვილს
რამდენი შუბა აქვს გია სურამელაშვილს