15 ნოემბერი, 2018
ვინ გადაიხადა 2018 წელს ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი
წლევანდელი წელი გრანდიოზული და მაღალბიუჯეტიანი ქორწილების მხრივ ნამდვილად გამორჩეული იყო.
წელს არაერთმა ცნობილმა წყვილმა შექმნა ოჯახი, თუმცა, ჩვენი ყურადღება ამჯერად მდიდრულმა ქორწილებმა მიიპყრო.

დათო კოპაძე და სოფო ლუხუტაშვილი

მოდელმა სოფო ლუხუტაშვილმა და ბიზნესმენმა დათო კოპაძემ გასული წლის ივნისში იქორწინეს. წყვილმა დაუვიწყარი ქორწილი გადაიხადა. ამ ქორწილს ანალოგი ჯერჯერობით არც ჰყავს. სოფომ და დავითმა ქორწილი ღია ცის ქვეშ, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან „მეფეთა სავანეში“ გადაიხადეს, ქორწილში უამრავი სტუმარი იყო მიწვეული. წინასწარ იყო განსაზღვრული დრეს-კოდი, ბიჭებს ძირითადად ფრაკები, ხოლო
გოგონებს კოქტეილის კაბები ეცვათ. პატარძალს ქორწილში ავთანდილის კაბა ემოსა და ქორწილისთვის ორიგინალური ვარცხნილობა ჰქონდა.

Rating

RatingRating

ბერა და ნანუკა

ბერა ივანიშვილს წლების მანძილზე აწყვილებდნენ სხვადასხვა გოგონასთან, თუმცა, საბოლოოდ ისეთ გოგონაზე იქორწინა, რომლის შესახებაც აქამდე წარმოდგენაც არ გვქონდა. ბერას რჩეული, უმშვენიერესი მოდელი, ნანუკა გუდავაძეა.


ნანუკამ და ბერამ ქორწილი რამდენიმე დღის წინ გადაიხადეს. ნანუკას ქორწილში ეცვა რალფ რუსოს 2017 წლის კოლექციის კაბა, რომელიც 72 ათასი დოლარი ღირს. ივანიშვილების გადაწყვეტილებით, ქორწილი მოკრძალებულად გადაიხადეს, სადაც მხოლოდ 120 ადამიანი იყო დაპატიჟებული.

წყვილმა ქორწილში საჩუქრების მიღებაზე უარი თქვა და ამ თანხით სტუმრები გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარნენ.

Rating
Rating

ქრისტინე და ხუანი

ქრისტინე და ხუანი არც ბიზნესმენები არიან და არც მილიონები აქვთ, თუმცა, სამეფო წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.

ქრისტინეს და ხუანის ოჯახი 4 წლის წინ შეიქმნა, თუმცა, ქორწილის გადახდა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
მათ სამდღიანი ქორწილი ჰქონდათ, რომელსაც სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ.

ქრისტინეს ბაგრატიონების საგვარეულო საქორწინო ბეჭედი გადაეცა. 

Rating
Rating

ქეთი ჟღენტი და თოშა ქებურია

ქეთი ჟღენტისა და თოშა ქებურიას წყვილის შესახებ ინფორმაცია ზუსტად იმ დროს გავრცელდა, როცა ახალგაზრდა ბიზნესმენმა საკუთარ რჩეულს, საფრანგეთის სანაპიროზე ხელი სთხოვა. წყვილმა ერთი წლის წინ შექმნა ოჯახი და "ელ სააბის" მოდის სახლს კაბაც შეუკვეთა, თუმცა, ქორწილის გადახდა წელს მოხერხდა, როცა პატარა ქალიშვილი კატერინა შეეძინათ.

ქეთისა და თოშას წყვილმა ულამაზესი ქორწილი კაჭრეთში გადაიხადა. მათ ქორწილს სტუმრები მსოფლიოს სამი ქვეყნიდან ესწრებოდნენ. ასევე, ქორწილში მოწვეული ჰყავდათ ტიმატი და თეონა კონტრიძე.

თოშა და ქეთი თავიანთ ქორწილში ვერტმფრენით მივიდნენ და დღესასწაულის ბოლოს გაჭრეს გრანდიოზული ტორტიც, რომელსაც ანალოგი საქართველოში არ აქვს. 


RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS