04 ივნისი, 2018
"ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მაქვს შანსი მე და ხუანს ერთმანეთი გვიყვარდეს" - ქართული სამეფო ქორწილის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი (+ფოტო)
ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, პრინცმა ხუან ბაგრატიონმა და ცნობილმა ქართველმა მოდელმა ქრისტინე ბაგრატიონმა ჯვარი დაიწერეს. სამეფო ჯვრისწერა, პრინც ხუანის სურვილით, საქართველოში, კერძოდ სვეტიცხოვლის ტაძარში შედგა.

პატარძალს ეცვა ულამაზესი კაბა, რომელზეც ქართველი დიზაინერები რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდნენ, ქრისტინეს კაბა "მარიონელამ" შეკერა, მას ულამაზესი შლეიფი ამშვენებდა. რაც შეეხება პრინც ხუანს, მას ტრადიციული ქართული ელემენტებით გაფორმებული სამოსი ეცვა.

ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, შუა აზიის სამეფოს წარმომადგენლები, წყვილის მეგობრები და შეიხები.

საქორწინო
დრეს-კოდი მკაცრად იყო დაცული, ქალებს ლამაზი თავსაბურავები ამშვენებდათ, ხოლო მამაკაცებს კლასიკური სამოსი ემოსათ.



ჯვრის წერის შემდეგ, წყვილმა სტუმრებთან ერთად მუხრანში გადაინაცვლა, შატო მუხრანში სპეციალურად ამ დღისთვის ულამაზესი ბაღი იყო მოწყობილი, სადაც ნეფე-პატარძალმა სტუმრებთან ფოტოები გადაიღო.

შემდეგ კი ქართული ცეკვა შეასრულეს. ქორწილის მუსიკალურ გაფორმებაზე "ერისიონი" და დავით ილურიძის ბენდი ზრუნავდა.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის არ იყვნენ დავით, ანა, უგო ბაგრატიონები. ქართული სამეფო ოჯახიდან ერთადერთი ცნობილი პრინცი, რომელიც ქორწილს სტუმრობდა, რუსთაველი პრინცი ირაკლი იყო.


სტუმრებს შორის იყვნენ ქართველი სელებერითებიც: ია ფარულავა, ქრისტინე იმედაძე, ანა მარგველაშვილი, მარიამ როინიშვილი და სხვები.
ქართული ცეკვის დასრულების შემდეგ, ქრისტინემ და ხუანმა "რეიტინგის" კითხვებს უპასუხეს.
ქრისტინე: მე და ხუანმა 4 წლის წინ ვიქროწინეთ. ხელი ესპანეთში მოვაწერეთ, იმ დღეს, როცა ჩვენმა მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი. მას შემდეგ სულ გვინდოდა ჯვრისწერა საქართველოში და ეს იყო ხუანის სურვილი. თუმცა, რამდენჯერმე შეგვეშალა ხელი სხვადასხვა პირობების გამო. ზუსტად ისეთი ქორწილი მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი, ამისთვის კი მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მაქვს შანსი მე და ხუანს ერთმანეთი გვიყვარდეს.
ხუანი: ბედნიერი დღე არის ჩემთვის. ჩემი ქრისტინე ულამაზესია და ამაყი ვარ. ჩემი ოცნება იყო ქორწილი საქართველოში მქონოდა და მაქვს კიდეც. ერთად ვიყავით მე და ქრისტინე ჩართული ორგანიზებაში.
სულ ცოტა ხნის წინ, საქორწინო ტორტიც გაჭრეს, რომელიც ულამაზესი და უზარმაზარი გახლდათ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS