გთავაზობთ 5 ცნობილ ქართველ ლამაზმანს, რომლებიც კაცებად დაიბადნენ.
კესარია აბრამიძე პირველი ტრანსგენდერია საქართველოში, რომელიც თავის ორიენტაციაზე ალაპარაკდა. ბავშვობაში თურმე ძალიან უყვარდა თოჯინებით თამაში, კაბების ჩაცმა და პარფიუმერია.
კესარიამ თბილისში ჩამოსვლისთანავე შეიცვალა სახელი, მოგვიანებით, მკერდის ოპერაციაც გაიკეთა. კესარიას უამრავი მამაკაცი ეტრფის, თუმცა, მისი გული თითქმის ორი წელია, დაკავებულია.
კესარია მსოფლიოს საუკეთესო ტრანსგენდერების კონკურსზე მიიწვიეს, რომელიც 2 და 3 ნოემბერს ბარსელონაში ჩატარდა და
ალესია კალასი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის თბილისში დაიბადა და გაიზარდა. სანამ მანდილოსანი გახდებოდა, ის სანდრო ჩომახიძე იყო. სანდრო ედუჩი სააკაშვილის კლასელი გახლდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ, სანდრო დედასთან ერთად ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად და "ემ ტი ვი"-ს პროექტის მონაწილე გახდა.
ამის შემდეგ მან სქესიც და სახელიც შეიცვალა და ალესია კალასი გახდა.
ალესიამ რამდენიმე წლის წინ, "ენტევეს" სკანდალური ინტერვიუ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ, მისცა.
ანასტასია პირველი საზოგადოებამ „ნუცას სკოლის“ მეშვეობით გაიცნო. შეიძლება, ბევრი თქვენგანი ვერც კი ხვდება, რომ ეს მშვენიერი გოგონა ის არის, რომელიც პირველ მუსიკალურ პროექტში მათი ფავორიტი ირაკლი სირაძე იყო.
რამდენიმე თვის წინ, კესარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ანასტასიას ვიდეო, სადაც ის „ლამპიონებს“ მღერის. სიმღერა სოციალურ ქსელში პირველივე წუთებიდან აიტაცეს.
ამან გამოიწვია ჟურნალისტების დაინტერესებაც, თუმცა, ის პრესასთან ”ნუცას სკოლაზე”, ირაკლი სირაძეზე და საერთოდ, წარსულზე არ საუბრობს.
გიორგი ქისტაური საზოგადოებამ სოც. ქსელის დამსახურებით გაიცნო, ის ხშირად იღებდა პაროდიებსა და სხვადასხვა იუმორისტული ტიპის ვიდეოს, ცოტა ხნის წინ გიორგიმ სახელი შეიცვალა, ის ლიზა ქისტაური გახდა და საქართველოდან წავიდა.
გიორგი საკუთარ ორიენტაციაზე ყოველთვის საჯაროდ საუბრობს. სულ ცოტა ხნის წინ, მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეყვარებულს დაშორდა.