კონკურსზე წელს საქართველო პირველად იღებდა მონაწილეობას, ჩვენი ქვეყანა კონკურსზე ცნობილმა ფოტომოდელმა და მსახიობმა კესარია აბრამიძემ წარადგინა.
კესარიას კონკურსში გამარჯვების იმედი ჰქონდა და ინტერნეტ-რჩეულიც ის გახლდათ, მაგრამ სილამაზის კონკურსი ვერ მოიგო.
"მის ტრანგენდერი 2018" ტაილანდის წარმომადგენელი გახდა.
კესარიამ კონკურსზე საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა და უამრავი საქმიანი შემოთავაზება მიიღო.