30 სექტემბერი, 2018
რა საერთო ჰქონდათ ბავშვობაში ეკატერინე ხვედელიძეს და კახა კალაძეს?
ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა გე­დე­ნი­ძე 2011 წლის 6 თე­ბერ­ვლამ­დე სამ­ტრე­დი­ის #3 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ. პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი, სკო­ლა­ში 21 წლი­სა მი­ვი­და მას­წავ­ლებ­ლად. შემ­დეგ სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე გახ­და და ბოლო 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო. სკო­ლი­დან გა­ნათ­ლე­ბის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის ბრძა­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მი­ზე­ზი პო­ლი­ტი­კუ­რი გახ­ლდათ. დი­რექ­ტორს სკო­ლი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის, ნანა ივა­ნიშ­ვი­ლის და რძლის, ვე­ნე­რა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სთხო­ვეს, რა­ზეც არ და­თან­ხმდა. ამ სკო­ლა­ში, რო­მელ­საც ბევ­რი წელი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, კახი კა­ლა­ძე, მისი გარ­დაც­ვლი­ლი ძმა ლე­ვან კა­ლა­ძე და ბი­ძი­ნა
ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე სწავ­ლობ­დნენ.

ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რას დიდ­ხანს ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ ის თავს იკა­ვებ­და. ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში შვი­ლებს ეს­ტუმ­რა. უფ­რო­სი შვი­ლი - ვახ­ტანგ სტუ­რუა, ექი­მია. უმ­ცრო­სი - ზვი­ა­დი, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მე­კა­რეა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, რო­გორ მოხ­ვდა ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის ოჯა­ხი სამ­ტრე­დი­ა­ში?

- ხვე­დე­ლი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი სამ­ტრე­დი­ა­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ჩა­მო­ვი­და. ეკას მამა ფე­დია ხვე­დე­ლი­ძე დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, თხე­მით ტერ­ფამ­დე ინ­ტე­ლი­გენ­ტი, რა­ინ­დუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე. იგი რა­ი­ო­ნის მთა­ვარ ექი­მად და­ი­ნიშ­ნა. ურ­თუ­ლეს ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს აკე­თებ­და, თა­ნაც ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე. ბა­ტო­ნი ფე­დია წარ­სულ­ში კარ­გი კა­ლათ­ბურ­თე­ლიც ყო­ფი­ლა. სამ­ტრე­დი­ე­ლე­ბი ახ­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნე­ბენ, თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ თა­მა­შობ­და ბა­ტო­ნი ფე­დია თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლებ­თან.

- ეკას დე­და­ზე გვე­სა­უბ­რეთ...


- ქალ­ბა­ტო­ნი ლუდა ხვე­დე­ლი­ძე მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის პე­და­გო­გი გახ­ლდათ. ეს უკ­რა­ი­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ქარ­თუ­ლი ადათ-წე­სე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის უზა­დო გამ­ტა­რე­ბე­ლი იყო. ამ კაც­თმოყ­ვა­რე და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯახ­მა უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი შე­ი­ძი­ნა და სულ მალე სამ­ტრე­დი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა.

ბა­ტონ ფე­დია ხვე­დე­ლი­ძეს და ქალ­ბა­ტონ ლუ­დას ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­დათ: ირმა და ეკა. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ. არ მახ­სოვს თუნ­დაც ერთი დღე, ქალ­ბა­ტონ ლუ­დას გო­გო­ნე­ბი თა­ვად არ მო­ეყ­ვა­ნა სკო­ლა­ში და თი­თო­ე­ულ პე­და­გოგს არ გა­სა­უბ­რე­ბო­და.

Rating

- გო­გო­ნე­ბი რო­გორ სწავ­ლობ­დნენ?

- სკო­ლა­ში ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და­დი­ოდ­ნენ: მოს­წავ­ლის ფორ­მით და სას­კო­ლო ჩან­თით. ფრი­ა­დებ­ზე სწავ­ლობ­დნენ. აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. მა­შინ მე ახალ­ბე­და, დამ­წყე­ბი პე­და­გო­გი ვი­ყა­ვი და ბავ­შვებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. სა­ოც­რად მუ­სი­კა­ლუ­რი გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ, ბრწყინ­ვა­ლედ მღე­როდ­ნენ. იყ­ვნენ ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი. მახ­სოვს, მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­მოქ­მე­დე­ბის რა­ი­ო­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­და ტარ­დე­ბო­და. ირმა მექ­სი­კუ­რი ცეკ­ვის სო­ლის­ტი იყო და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბრმა­ნაწ­ლა­ვის სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. სკო­ლის დი­რექ­ცი­ის თხოვ­ნით, ოლიმ­პი­ა­დის გრა­ფიკ­მა გა­და­ი­წია. ირ­მამ სკო­ლა წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა და სამ­ტრე­დი­ე­ლე­ბის რძა­ლი გახ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკას, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, სათ­ნო და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ბავ­შვი იყო. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ეკა თეთ­რი წინ­საფ­რი­თა და თეთ­რი ბაფ­თით, უნი­ჭი­ე­რე­სი და არა მარ­ტო სწავ­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ყვე­ლა სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ებ­ში. ყვე­ლა სა­განს თა­ნა­ბა­რი მონ­დო­მე­ბით სწავ­ლობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო ენე­ბი, ბი­ო­ლო­გია და ის­ტო­რია უყ­ვარ­და. უყ­ვარ­და ხელ­საქ­მე, ჩი­ნე­ბუ­ლად ქსოვ­და.

- ეკას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- ერთ ზამ­თარს გავ­ცივ­დი და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და­მე­მარ­თა. ექი­მებ­მა მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს. სა­კონ­სულ­ტა­ცი­ოდ მოს­კოვ­ში წა­ვე­დი. სამ­ტრე­დი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბულს სახ­ლში ქალ­ბა­ტონ­მა ლუ­დამ მო­მი­ნა­ხუ­ლა და მა­ტყლის ძა­ფით მოქ­სო­ვი­ლი რუხი ფე­რის ე.წ. "შლე­მი" გად­მომ­ცა. ვი­უ­ხერ­ხუ­ლე, მაგ­რამ ლუ­დამ მი­თხრა: "იცით, ეს ეკამ მო­გიქ­სო­ვათ, მთე­ლი ღა­მე­ე­ბი ღუ­მელ­თან იჯდა და ქსოვ­და, მა­რი­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ცი­ე­ბუ­ლა და მის­თვის მინ­დაო". ეს გო­გო­ნა სი­კე­თი­სა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა იყო.

2000 წელს ეკამ შემ­თხვე­ვით ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გის, ქალ­ბა­ტონ ნანა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა­გან შე­ი­ტყო, რომ მე უკვე მისი მშობ­ლი­უ­რი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბია. უკი­თხავს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო სკო­ლის შე­ნო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა დრო იყო, ჩემი და ჩემი კო­ლექ­ტი­ვის ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, ბევ­რი ვე­რა­ფე­რი შევ­ძე­ლით, შე­ნო­ბა კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ჩამ­სხვრე­უ­ლი ფან­ჯრე­ბი, ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვი, დამ­ტვრე­უ­ლი ავე­ჯი... ეკამ, ჩემი თხოვ­ნი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­რე­შე, სკო­ლის დახ­მა­რე­ბის ფონ­დი შექ­მნა და 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გებ­სა და ტექ­ნი­კურ მუ­შა­კებს ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და. სკო­ლის 80-კა­ცი­ა­ნი კო­ლექ­ტი­ვი ამ დახ­მა­რე­ბას უფ­ლის წყა­ლო­ბად მი­იჩ­ნევ­და, რად­გან უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყოფ­ნი, ამ დახ­მა­რე­ბის წყა­ლო­ბით გა­დარ­ჩნენ.

Rating

დღეს სამ­ტრე­დი­ა­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, რეს­პუბ­ლი­კის ქ. #29-ში ამა­ყად დგას თეთ­რი, ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი, ცოდ­ნის დი­დე­ბუ­ლი ტა­ძა­რი - #3 სა­ჯა­რო სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბა. და კი­დევ ცალ­კე ერთი კორ­პუ­სი პირ­ველკ­ლა­სელ­თათ­ვის, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნად იწ­ვევს მნახ­ვე­ლის აღ­ტა­ცე­ბას. სკო­ლის ვე­ე­ბერ­თე­ლა ეზო სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­ივ­ნი­თა და ყვა­ვილ­ნა­რით, ახალ­გაზ­რდო­ბის დას­ვე­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია სამ­ტრე­დი­ა­ში.

- ეკას ბო­ლოს რო­დის შეხ­ვდით?

- მხო­ლოდ ერთხელ ვნა­ხე ეკა ბა­ტონ ფე­დია ხვე­დე­ლი­ძის დაკ­რძალ­ვა­ზე. მან ვერ მიც­ნო, ან კი რო­გორ მიც­ნობ­და, მე ხომ ის ახალ­ბე­და პე­და­გო­გი აღარ ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ეკას ახ­სოვ­და. ამ ღვთის­ნი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნის­თვის მად­ლო­ბის თქმაც კი ვერ შევ­ძე­ლი.


- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, თქვენს სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ ძმე­ბი კა­ლა­ძე­ე­ბიც...

- რაც შე­ე­ხე­ბა კახა კა­ლა­ძის ოჯახს, ისი­ნი ძი­რძვე­ლი სამ­ტრე­დი­ე­ლე­ბი არი­ან. ბა­ტო­ნი კარ­ლო კა­ლა­ძე წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ. ქალ­ბა­ტო­ნი მე­დი­კო კა­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნერ-ქი­მი­კო­სია, თუმ­ცა, მას არა­სო­დეს უმუ­შა­ვია, მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა კა­ხა­სა და ლე­ვა­ნის აღ­ზრდას შე­ა­ლია. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ოჯახ­თან მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას სცილ­დე­ბა, კახა ჩემი შვი­ლის, ზვი­ად სტუ­რუ­ას კლა­სე­ლი და უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. გუ­შინ­დელ დღე­სა­ვით მახ­სოვს ზურ­გზე ჩან­თა­მო­კი­დე­ბუ­ლი ცე­რო­დე­ნა, მო­მღი­მა­რი ბიჭი, დიდი შავი თვა­ლე­ბი­თა და გა­ბუ­ტუ­ლი ტუ­ჩე­ბით. ის იყო კარ­გი მოს­წავ­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. არ მახ­სოვს თუნ­დაც ერთი შემ­თხვე­ვა, თეთ­რი პე­რან­გი­სა და მოს­წავ­ლის ფორ­მის გა­რე­შე მო­სუ­ლი­ყო სკო­ლა­ში. კარ­გად სწავ­ლობ­და. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო, მოს­წავ­ლე­თა ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლის სო­ლის­ტი. ცეკ­ვით აქვს შე­მოვ­ლი­ლი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქა­ლა­ქე­ბი. ასე­ვე ნი­ჭი­ე­რი და წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი იყო კა­ხას ძმა ლე­ვა­ნი. აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი სკო­ლის მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუბ­ში.

ცხოვ­რე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია ასე­თი სუ­ლი­სა და გუ­ლის ადა­მი­ა­ნი. ჩვენ ერთ დღეს ვართ და­ბა­დე­ბუ­ლი. ხში­რად იყო შემ­თხვე­ვა, ლე­ვა­ნი­კო ცოტა ხნით და­ტო­ვებ­და თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს და იე­ბით ხელ­ში მო­დი­ო­და ჩემ­თან და­ბა­დე­ბის დღის მო­სა­ლო­ცად. ექი­მო­ბა უნ­დო­და, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტშიც ჩა­ი­რი­ცხა, მონ­დო­მე­ბი­თაც სწავ­ლობ­და, მაგ­რამ...

- კა­ხამ სკო­ლა სამ­ტრე­დი­ა­ში და­ამ­თავ­რა?

- დიახ, მე­ა­თე კლას­ში კახა უკვე თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ირი­ცხე­ბო­და. დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ჩა­მო­დი­ო­და და სას­წავ­ლო საგ­ნებს ფრი­ა­დებ­ზე აბა­რებ­და. კა­ხამ წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა სკო­ლა და თსუ-ის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა.

Rating

- მე ვიცი, რომ მისი წარ­მა­ტე­ბით მთე­ლი სამ­ტრე­დია ამა­ყობ­და...

- მა­გონ­დე­ბა, ერთხელ, გვი­ან ღა­მით, ეს იყო ალ­ბათ 2000 წელი, კახა მა­შინ უკვე კი­ე­ვის "დი­ნა­მოს" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ირი­ცხე­ბო­და, კახა და ლე­ვა­ნი­კო ჩემ­თან სახ­ლში მო­ვიდ­ნენ. კა­ხამ მი­თხრა, რომ კა­რი­ე­რას სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მი­ლან­ში" აგ­რძე­ლებ­და. მო­ვე­ფე­რე და გზა და­ვუ­ლო­ცე დიდ ფეხ­ბურთში. თუმ­ცა, მა­შინ ალ­ბათ ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­დე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც ორ­ჯერ მო­ი­გო ჩემ­პი­ონ­თა ლიგა, ევ­რო­პის სუ­პერ­თა­სი, გახ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი კლუ­ბებს შო­რის და სხვა უამ­რა­ვი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა. მე მჯე­რა კა­ხას ნი­ჭი­ე­რე­ბის. მჯე­რა, რომ თა­ვის სათ­ქმელს ის დიდ პო­ლი­ტი­კა­შიც იტყვის და მსოფ­ლიო რან­გის პო­ლი­ტი­კო­სი გახ­დე­ბა. დიახ, ეს ასე იქ­ნე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე მინ­და, ასე იყოს.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS