17 სექტემბერი, 2018
"უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა... ცხოვრება დავუკავშირე უცხო ადამიანს" - პრინცესა ანა ბატონიშვილი დანგრეულ ოჯახზე პირველად ალაპარაკდა
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.

დიასახლისია, უბრალოდ, ხანდახან "პრინცესად" მუშაობა უწევს. ოღონდ ისე, რომ არც სასახლე აქვს და არც ოფიციალური აღიარება. მისი გვირგვინიც სადღაც სხვაგან ინახება და სხვა, რაიმე განსაკუთრებული ქონებაც არ გააჩნია; მაგრამ, თუკი გაიცნობ, მისით მოხიბლულს არ შეიძლება არ გაგახსენდეს ფრაზა: "შენ, საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა".

ლამაზი, გონიერი, მშვიდი და საოცრად თავმდაბალი - ასეთია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ბრენდის, სამარკო ნიშნის - "ბაგრატიონი", მთავარი წარმომადგენელი -
ბატონიშვილი ანა.

- ანა, როგორ შეიძლება წარგადგინო, რაიმე ოფიციალური სტატუსი გაქვს?

ოფიციალურ წოდებაზე და სტატუსზე თუ ვსაუბრობთ, ეს დღევანდელი მთავრობის მხრიდან უნდა იქნეს აღიარებული. ჩემი ოჯახისთვის სტატუსის და, შესაბამისად, წოდების ოფიციალურად მინიჭება, ჯერჯერობით, რატომღაც არ ხდება.

თუმცა, არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელიც აღიარებს ოდესღაც უკანონოდ გაუქმებული სამეფო ოჯახების სუვერენულ სტატუსს და მათ შეზღუდულ უფლებებს მოქმედ მონარქიულ სახლებთან შედარებით.

ეს, უბრალოდ, მოკლე განმარტება გავაკეთე ზოგადი წარმოდგენისთვის. რაც შეეხება ჩემს წარდგენას, სწორი ფორმა ასეთია, ყოველ შემთხვევაში უცხოეთში ჩემი ვიზიტებისას ასე წარმადგენენ ხოლმე - მისი სამეფო უმაღლესობა, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი ანა. აი, ეს არის ჩემი ისტორიულ-მემკვიდრეობითი სტატუსი.


Rating

- წოდება ზღაპრის გმირის გაქვს და შენი ცხოვრება თუ გავს ზღაპარს?

ყოველ ჩვენგანს ხომ თავისი ისტორია აქვს, ცხოვრების საკუთარი ზღაპარი. მეც მაქვს ჩემი ზღაპარი, სადაც ხან კეთილი და ხან ბოროტი პერსონაჟები მონაწილეობენ. არ მგონია, რომ წოდება აქ რაიმე როლს თამაშობდეს.
ნებისმიერს შეუძლია იცხოვროს თავის ჯადოსნურ ზღაპარში, აკეთოს კეთილი საქმეები, ეომოს დევებს, გაიმარჯვოს ან დამარცხდეს, იყოს უბედური ან ბედნიერი.

- ანა, როდის დადგა ის მომენტი, როდესაც მიხვდი, რომ შენი თანატოლებისაგან შენი გვარი განსაკუთრებით გამოგარჩევს?
მახსოვს კარგად, სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლა რომ დავიწყეთ, ბაგრატიონის გვარის გაგონებაზე, მთელი კლასი გაუგებრად იცინოდა. მასწავლებელიც, ცოცხალი ექსპონატის მსგავსად, იშვერდა თითს ჩემი დისკენ და ჩემსკენ. მახსოვს ჩემი შეგრძნება, როგორ მერიდებოდა და საშინელ უხერხულობას ვგრძნობდი. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა, თუმცა, იმ უხერხულობის შეგრძნებამ დღემდე არ გამიარა.



- ბავშვობაში გოგონების უმეტესობა პრინცესობანას თამაშობს, შენ რას შვებოდი ამ დროს?

- ჩემი საყვარელი თამაში "სკოლობანა" იყო და, სიმართლე გითხრა, ეს თამაში მოგვიანებით რეალობად იქცა. 12 წელი ვიმუშავე სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგად. საუკეთესო წლები იყო.
- ახლა რამდენად"პრინცესული" ცხოვრებით ცხოვრობ?
ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. როგორც ყველას, მაქვს ყოველდღიური მოვალეობები, თუმცა, ხშირად მიხდება პრინცესად გარდასახვა. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა ღონისძიებაზე მიწვევენ, ძირითადად უცხოეთში.


Rating
- რით განსხვავდება თქვენი გვარი სხვა ბაგრატიონებისგან?
დღეს ბაგრატიონთა საგვარეულოში დაახლოებით 150 ადამიანია. მათი უმრავლესობა გაწევრიანებულია დინასტიურ კავშირში, სახელად "ბაგრატოვანთა სახლი". მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა შტოს ბაგრატიონები. არსებობს ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამეფო შტო - მეფეთა შტო, რომელიც ერთიანი საქართველოს მეფეთა პირდაპირ უწყვეტ ხაზს წარმოადგენს. ამ შტოს სამართალმემკვიდრე სწორედ ჩვენი - ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახია დღეს. სამეფო დინასტიას სხვაგვარად, ასევე ეძახიან სამეფო სახლსაც. ანექსიის შემდეგ, რუსეთის იმპერიამ ქართველ მონარქთა - ერეკლე მეორისა და გიორგი მეთორმეტის შთამომავლებს, ანუ ჩემს წინაპრებს, მიანიჭა ქართველი თავადის - გრუზინსკის - წოდება, რაც, დროთა მანძილზე, ჩვენს გვარად ჩამოყალიბდა.

- ანა, სასახლე გაქვთ?
ისტორიული სასახლეებიდან, რომლებიც ჩემი წინაპრების რეზიდენციებს წარმოადგენდნენ, სამწუხაროდ, დღემდე ბევრი არ შემორჩა. თბილისის მთავარი სასახლე, რომელიც ტერიტორიულად დღევანდელი საპატრიარქოს გვერდით იდგა და, ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით, უმშვენიერესი ყოფილა, სამწუხაროდ, სპარსელებმა გაგვინადგურეს... მეფე გიორგიმ ის არ აღადგინა, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი მთლიანად ეკლესია-მონასტრებისა და თბილისის მაცხოვრებლების სახლების აღდგენას მოახმარა.
დღესდღეობით, შემორჩენილ სასახლეთაგან გვაქვს ზემო, ანუ ეგრეთ წოდებული "დარეჯანის სასახლის" ერთი ოთახი, არადა, ის ძველი, უზარმაზარი კომპლექსის უმცირეს ნაწილს წარმოადგენს და მას ხშირად ვიყენებთ შეხვედრებისთვის. ასვევე, თელავის სასახლე, რომელიც დღეს, ძირითადად, მუზეუმს წარმოადგენს და რომლის რესტავრაციაც სულ ახლახანს დასრულდა. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
2019
ეს ვიღცამ გააგულიანა, ამათ ისეთი სახელი და ავტორიტეტი არა აქვთ ასეთ თემებზე ილაპარაკონ, პიარობენ, ამას თავისებური სარგებელი მოაქვს.
18:05 / 18-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინ
ანა საოცარი ადამიანია. მშვიდი, თბილი და ყოველმხრივ დადებითი
15:02 / 14-03-2019
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
გააჯ.ით აქედან,მეფე და პრინცესაღა გვაკლია...
19:41 / 11-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
საქართველოში რატომ არ ცხოვრობენ.
17:25 / 23-09-2018
გამოხმაურება / 1 /
ნინ
სტატიაშივე წერია, რომ აბაშიძეზე ცხოვრობს :))) აბაშიძის ქუჩა თბილისშია, საქართველოში
15:05 / 14-03-2019
დავით
არ გეყოთ რაც ქართველთა სისხლი წოვეთ თქვენი ძალაუფლებისათვის? ყველაფერს აკეთებდა ბაგრატიონებთა მოდგმა როგორმე ძალაუფლება ჰქონოდა და ამისათვის ქვეყანასაც კი შლიდა როცა ეს გამოსავალი იყო. როცა ქვეყანა უჭირდა სხვა სახელმწიფოს მიჰყიდეს და ეს არაერთეული ფაქტია! ისტროია წაიკითხეთ და ისტორიული სანაგვიდან ამოსვლაც არ გაბედოთ!!!!!!!!!!!
12:08 / 18-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS