11 სექტემბერი, 2018
2018 წლის ზაფხულის ყველაზე "ცხელი ამბები"
დასრულდა ზაფხულის ცხელი დღეები და დადგა შემოდგომა. ახალი სეზონის დადგომას ახალი ამბები ახლავს თან, თუმცა, ვიდრე წლის მომდევნო ეტაპზე გადავალთ, განვიხილოთ 2018 წლის ზაფხულის სკანდალები.

ქართველი სექსსომბოლოს, შორენა ბეგაშვილისა და ირაკლი ნანაძის რომანი ხშირად განიხილებოდა, თუმცა, მსახიობი თავად არასდროს ასაჯაროებდა პირად ურთიერთობას და შესაბამისად, პრესაშიც იშვიათად თუ წააწყდებოდით სამ შვილიანი ბიზნესმენისა და ბეგაშვილის შესახებ სტატიებს.

წლევანდელი წლის 8 ივლისს, ბეგაშვილის 36-ე იუბილეზე კი, წყვილმა გაბედა ხალხში ერთად გამოჩენა. ამ მოვლენას დიდი გაოცება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, ოც. ქსელები აჭრელდა მათი სურათებით.

Rating

თაკო ნაცვლიშვილის მორიგი წარუმატებელი ვიზიტი "ვიქტორია სეკრეტის" ქასთინგზე არანაკლებ აქტუალური თემა გახლდათ წლევანდელ ზაფხულზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ქასთინგზე ულამაზესი ქართველი მოდელი ფინალურ ტურში გადავიდა, ის 2018 წელსაც ვერ გახდა ვიქტორიას სეკრეტის ანგელოზი.

Rating

თაკო გაჩეჩილაძეს ვენაში ხელი ცნობილმა ევროპელმა პროდუსერმა, ბორისლავ მილანოვმა სთხოვა, მომღერალი დათანხმდა. გაჩეჩილაძემ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები პირად ინსტაგრამზე ატვირთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Rating

გუფისა და ქეთას რომანს რუსული და ქართული პრესა ჯერ კიდევ მაშინ განიხილავდა, როცა ქეთა ქორწინებაში იყო. წყვილი ურთიერთობის შესახებ 2018 წლის 14 თებერვლის შემდეგ ალაპარაკდა. წლევანდელ ზაფხულზე გავრცელდა ჭორები, რომ ისინი დაშორდნენ.

პრესაში ვარაუდის გასამყარებლად ინსტაგრამზე ატვირთულ სევდიან ფოტოებს ასახელებდნენ. ჟურნალისტების ეჭვები იმან კიდევ უფრო გაამყარა, რომ ქართველი მომღერალი საბერძნეთში დაქალებთან ერთად წავიდა დასასვენებლად, გუფი კი რუსეთში დარჩა. თუმცა, ჭორები არ გამართლდა, წყვილი თავს ბედნიერად და ლაღად გრძნობს ერთად.

Rating

"ქუჩის ბიჭების" სოლისტი, პიკასო ქერა თმიანმა ახალგაზრდა ქალმა დაჭრა. ინტერნეტში სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული კადრებიც გავრცელდა და მთელი საქართველო ერთობლივად ლოცულობდა მომღერლის გადასარჩენად. საბედნიეროდ, ნოზაძე გადარჩა.

Rating

უცნობია, რა იყო კამათის მიზეზი, თუმცა, ინციდენტი დიდხანს განიხილებოდა და უამრავმა ვერსიამ გაიჟღერა, მათ შორის, იმასაც ამბობდნენ, რომ კამათი ნარკოტიკების გამო მოხდა.

მერიემ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS