12 თებერვალი, 2014
თინა მახარაძეს სიტყვა ბოზის მნიშვნელობა არ ესმის
ადამიანებმა არ უნდა უღალატონ ერთიმეორეს, თორემ როცა ადამიანი თავისუფალია, რატომაც არ შეიძლება, ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს მსახიობი თინა მახარაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან ''გოგონა გარეუბნიდან'', რომელშიც თამუნას როლს თამაშობდა. სერიალის შემდეგ ბევრ საინტერესო საქმეს შეეჭიდა და დღესაც ძალიან დაკავებულია. რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა პარიზიდან, სადაც დაასრულა მუშაობა ფრანგი რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმზე ''თბილისი პატარა თეატრი''. ეს გახლავთ ერთ-ერთი ადამიანი იმ ჯგუფიდან, რომლის მიწვევითაც ნიუ-იორკში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ამერიკის ნაცვლად სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში
გაემგზავრა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ზემოხსენებული რეჟისორიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, შეხვდა თინას და შესთავაზა მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში გადაღება, რომელშიც მისი პერსონაჟი ხსნის ფაბულას და მაყურებელს გმირებს აცნობს.

ამჟამად თინა მუშაობს სპექტაკლზე, რომელსაც გიორგი არაბული დგამს, დეტალების გამხელისგან კი თავი შეიკავა. მისი საქმიანობის ნუსხას 2 წლის წინ ხელნაკეთი ტანსაცმლისა და ნივთების სახელოსნო დაემატა, სადაც, როგორც თავად ამბობს, ხდება სამოსის მოხატვა. თავიდან ეს იყო უფრო ფერწერა ტანსაცმელზე, მაგრამ თანდათან გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მუშაობენ სამკაულებზე და ქმნიან ახალ ხაზს. თინას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ქართველები ტრადიციების მიმდევარი და სტერეოტიპული ხალხი ვართ...
- საშინლად სტერეოტიპული და ფუნდამენტალისტები ვართ ქართველები... ჩვენი პრობლემა არის უკიდეგანო ფანატიზმი, ჩვენ ვაფეტიშებთ ყველაფერს, რელიგიური საკითხებიდან დაწყებული, პოლიტიკური თემებითა და პირადი ინტერესებით გაგრძელებული, და ამას დასასრული არ აქვს. დღევანდელი საზოგადოება გამუდმებით ცხვირს ყოფს სხვის ცხოვრებაში, საქმეებში, პირად ინტერესებში და აქ ჩვენ არ გვაქვს კეთილი ნების ცნება. საქართველოში კეთილი ნების დეფიციტია, ყველა ცდილობს, მოგახვიოს თავისი აზრი, ჩაიჭრას შენს ცხოვრებაში. დიდი გულისტკივილით მინდა, ხაზი გავუსვა 17 მაისის ამბებს, სადაც 17-20 პირს ათიათასობით ადამიანმა აუკრძალა სიყვარული. სიყვარულის უფლების წინააღმდეგ გაილაშქრა სრულიად სამღვდელოებამ და ერმა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინოა.
- თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დაპირისპირების მიზეზი არატრადიციული ურთიერთობები და სიყვარული იყო...
- რას ნიშნავს არატრადიციული და ტრადიციული სიყვარული. მე სიყვარულს არ ვყოფ დეფინიციებად – ტრადიციულად და არატრადიციულად, სიყვარული სიყვარულია და ყველას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც უნდა. 17 მაისს ადამიანები აღლუმის ჩასატარებლად ნამდვილად არ შეკრებილან, იქ ჩემი ბევრი გეი და ჰეტერო მეგობარი იდგა და ზუსტად ვიცი, რომ აღლუმის იდეა თავში არავის მოსვლია. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, რომ მათ აქვთ სიყვარულის, ქმედების უფლება და არიან სრულუფლებიანი ადამიანები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერი და სამღვდელოება თავიანთი თავნებობითა და კეთილი ნების გაუთვალისწინებლობით, მათ წინ აღუდგნენ. ჩემი აზრით, ეს იმდენად ამაზრზენი სტერეოტიპია, რომ ზოგჯერ აქედან გაქცევა მინდება. ზღვარი თავისუფლებასა და ამორალურობას შორის გადის იქ, სადაც ადამიანი არღვევს სხვის პირად სივრცეს. ამ შემთხვევაში კი ერი და სამღვდელოება შეიჭრა ოცკაციანი ჯგუფის პირად სივრცეში, რაც დამანგრეველია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ერი აფანატებს დოგმებზე, გაუნათლებლობის გამო ბევრს არ აქვს საკუთარი აზრი და ამ დროს ნებისმიერ იერარქიულ საფეხურზე მდგომმა მღვდელმა რაც უნდა თქვას, უსიტყვოდ ემორჩილებიან...
- ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი რელიგია მორჩილებას მოითხოვს.
- ჩვენი რელიგია ყველაზე ჰუმანური რელიგიაა. მე არ ვარ რელიგიური, მე ვარ მორწმუნე, მწამს ღმერთის და არა სასულიერო იერარქიული საფეხურებიდან წამოსული დოგმების. როცა სასულიერო პირი მოიხმარს ფუფუნების საგნებს და მე მიქადაგებს საპირისპიროს, ეს ნორმალურია?! მე უმეტესწილად არ დავდივარ ეკლესიაში მაშინ, როცა აღევლინება წირვა-ლოცვა, რადგან იქ შეკრებილი ბევრი ფარისეველი გამაღიზიანებელია ჩემთვის, ამიტომ ეკლესიაში მივდივარ მაშინ, როცა მინდა გალობის მოსმენა, მაშინ, როცა ეკლესია არის თითქმის ცარიელი და მაქვს სურვილი, მარტო დავრჩე საკუთარ თავთან. ამ დროს კი, როცა ვიღაც აბსურდულ შენიშვნას მაძლევს, მაპატიეთ, მაგრამ არაა მისაღები. არ მინდა იფიქროთ, რომ ვაკნინებ სასულიერო პირის სტატუსს ან რანგს, დიდ პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც არის ღირსეული - იქნება ეს მღვდელი, პოლიტიკოსი თუ მებაღე. იმდენად მორწმუნე ვარ, რამდენადაც მწამს ღმერთის, რელიგია ჩემთვის კი ისეთივე რაღაცაა, როგორიც პოლიტიკა, დოგმატების მიხედვით ათამაშებენ ადამიანებს და ამის არ მწამს. ჩემი პირველწყარო არის სახარება და ვერავინ მეტყვის, რომ იქ წერია, დაარტყი ადამიანს, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულება, რა საკითხსაც უნდა უკავშირდებოდეს ეს.
ეკლესია არის იმისთვის, რომ მიიღოს ნებისმიერი ადამიანი მისი ცხოვრების წესის განურჩევლად, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. ქართულ ეკლესიაში ამის ძალიან დიდი პრობლემაა. ვიცნობ სასულიერო პირებს, რომლებთანაც მეგობრობა მაკავშირებს, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, მუსიკაზე, ერთი გემოვნება გვაქვს, ხშირად ვცვლით წიგნებს, მაგრამ ისინი გამონაკლისები არიან. საპატრიარქოს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება და მით უმეტეს ამის ფონზე მათგან დირექტივები შეურაცხმყოფელია, თუმცა, ვფიქრობ, დიდი პერიოდი დასჭირდება, რომ ერს თვალი აეხილოს. ხშირად ფიქრობენ, თუ ადამიანს ანაფორა აცვია, ის აუცილებლად შეუმცდარია და მესიაა, არადა ათ მცნებაში წერია, არა შეიქმნა თავისა შენისა კერპი, ჩვენ კი ვქმნით კერპებს.
- თინასთვის რამდენად მისაღებია ერთსქესიანი სიყვარული და ურთიერთობები?
- რა არის მიუღებელი, ამას ვერ ვხვდები, თუ ადამიანებს, რომელი სქესისანიც უნდა იყვნენ, უნდათ ერთად ცხოვრება, უნდა გააკეთონ ეს...
- როდესაც სტერეოტიპებზე დავიწყეთ საუბარი, ახსენე პირად ცხოვრებაში ჩარევის საკითხი, გაწუხებს ეს თემა?
- მახსოვს, 5 წლის წინ სამსახურში აქტიურად მეკითხებოდნენ, ვაპირებდი თუ არა ჯვრის დაწერას, ჩემი პასუხი კი იყო, არა. თავს ასეც კარგად ვგრძნობ, რადგან ვფიქრობ, ეს იმდენად სერიოზული ნაბიჯია, რომ ჩემი ასაკი არ მაძლევს საშუალებას, ასეთი გადაწყვეტილება მივიღო, რაც ყველას უკვირდა.
- თუმცა მაშინ და დღესაც ხომ ცხოვრობ საყვარელ ადამიანთან ერთად?
- პირად თემაზე არ მინდა საუბარი, მაგრამ გეტყვით იმას, რომ იმ ადამიანთან ერთად ვარ დღეს, ვისზეც 5 წლის წინაც ვამბობდი. როდესაც ვავსებ სავიზო აპლიკაციას, ქორწინების სტატუსში ვუთითებ ცივილურ ურთიერთობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მყავს ადამიანი, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ და გვაქვს საერთო ვალდებულებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასთან ვიმყოფები ქორწინებაში, ამას კი საზოგადოების დიდი ნაწილი ამრეზით უყურებს. ჩემი პოზიცია ყველა საკითხში არის ერთი, ადამიანებმა უნდა გააკეთონ ის, რაც უნდათ.
მოგეხსენებათ, ამნისტიის შედეგად უამრავი რეციდივისტი გამოვიდა გარეთ, რამაც ვითარება საჩოთირო და კატასტროფული გახადა. აქამდე ჩემს მეგობრებთან ერთად, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პირსინგი, ტატუ, შეღებილი თმა ან გახვრეტილი ყური, სადაც მინდოდა, იქ გადავაადგილდებოდი, დღეს კი ახალი ტენდენცია წამოვიდა - უბანში საყურიან ბიჭებს, ან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს, ლურჯად თმაშეღებილს და მკერდგახვრეტილს საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნევენ. ეს სიბნელეა და მეტი არაფერი, შესაფასებლად სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. გარდა ამისა, თუ პიროვნება არ იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში, რამდენი პარტნიორიც უნდა, იმდენი ეყოლება და რამდენ ადამიანთანაც უნდა, იმდენთან დაკავდება სექსით და ეს მხოლოდ მისი საქმეა. პირადად მე არ მესმის სიტყვა ბოზის მნიშვნელობა, ბოზს ხშირად ეძახიან ადამიანს, რომელსაც აქვს მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება. არადა, ვფიქრობ, რომ ეს კარგია. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება, მით უფრო მეტი ადამიანი ივლის გაღიმებული, ნაკლებად გააფანატებენ სხვა საკითხებზე, გვექნება მშვიდი სოციუმი და საშუალება იმისა, რომ თავისუფლად ვისუნთქოთ. იმის გამო, რომ ჩვენთან ძალიან ფეხმოკიდებულია სიტყვა ბოზი, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ინტერესების, სურვილების შესაბამისად, ბოზს ეძახიან. თუ ასეა, ვიტყვი, რომ მეც ბოზი ვარ, მაგრამ ეს მიხარია.
- თუმცა ქართული ტრადიციები მაინც ერთ მამაკაცზე შეჩერებას გვკარნახობს.
- ერთ მამაკაცზე უნდა შეჩერდე მაშინ, როცა ის ერთი გიყვარს, მაგრამ თუ ძიების პროცესში ხარ, რა მოხდა, რომ იყო ჯერ ერთთან და მერე მეორესთან. ადამიანებმა არ უნდა უღალატონ ერთიმეორეს, თორემ როცა ადამიანი თავისუფალია, რატომაც არ შეიძლება, ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს. ეს ნორმალურია, სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი ხომ არ გვაცვია, ერთ სეზონზე ერთი პალტო მოგვწონს, მეორეზე - მეორე, თუმცა მე მიყვარს ერთი.
- დასასრულ, გვითხარი, რომელიმე ქართული ტრადიცია თუ მოგწონს?
- კი, აბა, როგორ... ზოგიერთი ტრადიციის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, თუნდაც სტუმრის მიღებისა და დახვედრის კულტურა ავიღოთ. როცა ჩემთან ჩამოდიან უცხოელი მეგობრები თუ თაყვანისმცემლები, დამყავს ქუჩა-ქუჩა და ვუხსნი ყველა მნიშვნელოვან დეტალს, თუმცა ამაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ადრე სტუმარს შეეძლო, შეუთანხმებლად მოსულიყო შენთან და შემოჭრილიყო შენს სივრცეში. ასევე მომწონს საპატრიარქოსგან წამოსული იდეა შობის ღამეს ფანჯარასთან სანთლის ანთების შესახებ, ესთეტიკურად ეს ჩემთვის ძალიან ღირებულია და ვფიქრობ, რომ ეს დახვეწილი ტრადიციაა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 202 /
ვაი თქვე საცოდავებო!!
ვაი რამდენი არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი აგინებს თინას,რამდენი ერთღამიანი პატიოსანი ნაშები ეძახის ბოზს...ეხა გამოხვედით ხო სუ ყველა პატიოსანი,მორწმუნე ოჯახის ქალები?თინა მაგარი გოგო ხარ..ხო მართალია საქართველოში ყველა ვინც საკუთარ აზრს გამოთქვამს ან ლამაზია ან მოვლილი ის ბოზია პუტანკაა(ნუ როგორმე ხო უნდა გაამართლონ ქართველმა ღიპუცა "ბეწვით შემოსილმა" ულვაშიანმა მოუვლელმა ქალებმა თავისი მდგომარეობა და ხო უნდა ამოანთხიონ ბოღმა ვინმეზე).სანამ ადამიანს გალანძღავთ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო მანამდე გირჩევთ წყალი გადაგევლოთ რო ყარხართ (თქვენთან ერთად საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაჩერება შეუძლებელია),ცოტა თავი მოგეწესრიგათ კაცებად რო ხართ ქცეული და ბოლოს მეტი წიგნი წაგეკითხათ მთელ დროს ჭორაობაში და ლანძღვა გინებაში რო ატარებთ..ფუუ გულისამრევია...ნუ ქართველ გასიებულ ქალაჩუნა კაცებზე კომენტარს აღარ გავაკეთებ.
22:03 / 03-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სულ ვგიჟდებოდი ამ გოგოზე და ეხლა ხომ საერთოდ )) აქამდე რატომ არ მქონდა ეს სტატია წაკითხული *
23:29 / 27-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ერეკლე
ვისაც არ უყვარს მღვდელი, მას სძულს ქრისტეც! ბიბლიაში წერია; ქრისტე იძახის:” მე დაგადგინეთ მღვდლებათ, წადით და იქადაგეთ! ვინც მიგიღებთ, მეც მიმიღებს, რასაც მოგცემენ ჭამეთ! თუ არ მოგისმენენ, იქიდან რომ გამოხვალთ ტუფლები დაიბერტყეთ მათ დასამოწმებლად..ჭეშმარიტათ გეტყვით, უკანასკნელი ჟამი, სოდომისთვის უფრო ადვილი იქნება ვიდრე მათთვისო”. 10-ში 2 იუდა ყველგან იქნება, ეს ღმერთმა დაუშვა და ასეც უნდა იყოს!..ვინც ამბობს; მე ღმერთის მწამს და არა მღვდლისო, იგი ცრუა! რადგან თუ განკურნება გინდა, მაშინ უნდა ექიმს მიმართო.. შენ არ გწამს ღმერთის, უფრო მეტიც გძულს..უნდა ვიცხოვროთ, როგორც წუნაპრებმა დატოვეს..ამ განუვითარებელ, და სულიერად დეგრადირებულ დროში მაინც უნდა რელიგია ავირჩიოთ!..არ გვინდა უტრუსიკო ევროპა-ამერიკა..არც რუსეთი.. წყარო: ”ბიბლია”.
12:33 / 05-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მავანი
ყველაფერში მართალია თინა, ყოჩაღ...
14:16 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშა A
ხალხნო ესე ყრუდ როგორ ენდობით სასულიერო პირებს და ეკლესიას? წაიკითხეთ ხალხნო ბიბლია წაიკითხეთ!!!ნუ დაგაბრმავებთ და ნუ დაგაყრუვებთ ეს სასულიერო პირები ისინი უნებლიედ ემსახურებიან სატანას მაგრამ ამას ვერ ხვდებიან მართლმადიდებლებსა და მასონებს შორის განსხვავება ის არის რომ მართლმადიდებლები უნებლიედ ემსახურებიან სატანას ხოლო მასონები თავიანთი ნებით ჩემი თხოვნა იქნება წაიკითხოთ ბიბლია და თითოეული წინადადება კარგად გაიაზროთ :) გთხოვთ წაიკითხოთ ეს მცირედი ბიბლიიდან იმედია პატარა წილად რაიმეს მაინც მიხვდებით და ახლა არ დამიწყოთ ღმერთმა შეგინდოს და ღმერთმა გაპატიოს ეს პირიქით თქვენ უნდა გაპატიოთ ღმერთმა და არა მე :) "ის (ცრუწინასწარმეტყველი) მოქმედებს მხეცის (ანტიქრისტეს) წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (გამოცხ. 13:12-15). ასევე ბიბლიაში წერია არასდროს არავის არ უწუდო მამა რადგან შენ ქვეყანაზე გყავს მხოლოდ ერთი მამა ღმერთი არავის არ უწოდო მოძღვარი არავის რადგან შენ ქვეყანაზე გყავს მხოლოდ 1 მოძღვარი ქრისტე და თქვენ მართლმადიდებლები კი რას შვრებით დასდევთ ამ "სასულიერო პირებს" მამაოოო!! მამაოოო!! მოძღვაროოო!! მოძღვაროო!! მოვა დრო როდესაც რელიგიების განადგურებას დაიწყებენ და პირვლნი მართლმადიდებელი "სასულიერო პირები" გაიხდიან ანაფორას იმედია მოეგებით ქართველი ერი გონს და მიხვდებით ყველაფერს
00:12 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
friedrich nietzsche
>>>> რა მოხდა, რომ იყო ჯერ ერთთან და მერე მეორესთან. ადამიანებმა არ უნდა უღალატონ ერთიმეორეს, თორემ როცა ადამიანი თავისუფალია, რატომაც არ შეიძლება
22:44 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
345
ღმერთმა შეგიწყალოთ ამ ცოდვებისაგან. სახალხოდ ამ ცოდვების გამოტანისაგან და ისიც ვინც ამის გამოაშკარავებას და ქართველი ხალხის გარყვნას ხელს უწყობს. უფალმა მოგეხმაროთ რათა არ იცით რას აკეთებთ და რას ლაპარაკობთ, საქართველო ისეთი წმინდა ადგილია ღმერთი არ გაპატიებთ ასეთ ქმედებებს
00:18 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ელი
მოკლედ.. ფაქტია რომ განათლების დონე დაბალი ძალიან, ან რა განათლებაზეა საუბარი, როცა შვილმა დედის დაბადების თარიღი არ იცის. და რა თქმა უნდა ნებისმიერი ცოტა თავისუფლად და დალაგებულად მოაზროვნე ადამიანის მიერ გახმაურებული მოსაზრება შოკისმომღვრელი იქნება ამ მასისთვის. ხო, რა თქმა უნდა, უხეშად რომ ვთქვათ 5 წლის მანძილზე სამი პარტნიორის გამოცვლა სანამ საშენოს ნახავ, ბერვარად უარესია იმაზე, რომ 18 წლის ასაკში შვილი გააჩინო, განათლება ვერ მიიღო, და მთელი დარჩენილი ცხოვრება სახლში საცვლების რეცხვაში გაატარო, და იფიქრო თუ როგორ გაანაწილო ლუკმა 3 შვილს შორის. ვეთანხმები თინას ყველანაირად. მეც ბავშვობიდან მინდოდა შევხვედროდი იმ ერთადერთს და ცხოვრების ბოლომდე მასთან ვყოფოლიყავი,მაგრამ ცხოვრებაში ესე არ ხდება, გვეშლება ხოლმე.. შეიძლება 5, 10, 15 წელი დაგჯირდეს იმისთვის რომ შენი მეორე ნახევარი იპოვო და ამდენი ხნის განმავლობაში ქალიშვილობის შენარჩუნება მარტლა მარაზმია.. მოკლედ, ძალიან გამიგრძელდა ჩემი მონლოგი და აღშფოთების გამოხატვა... თინა, ყოჩაღ, არც ისე ცოტანი ვყოფილვართ მოაზროვნეები :)
12:58 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ელი
ვკითხულობ ამ კომენტარებს, და ერთის ხრივ გული მწყდება, და მეორეს მხრივ მიხარია რომ არც ისე ცოტაა ისეთი, ვინც თინას აზრს იზიარებს. ყველა ყველაფერზე რელიგიას რომ მოიშველიებს, თუ გწამს, გულით უნდა გწამდეს და გულში უნდა გქონდეს ეს რწმენა პირველ რიგში, ჩვენთან კი ამ რწმენით და რელიგიით ყველგან აპელირებენ, პოლიტიკაში, ქუჩაში, და ძირითადად ჰგონიათ რომ სწამთ, და რისი სწამთ ან რატომ არც იციან, არ უნდათ და არ შეუძლიათ რომ გაიაზრონ რა არის კარგი და რა ცუდი. მეც ჩამქოლავენ ალბად ეხლა, მაგრამ ჯანდაბას. რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც ელემენტარულად ხელების დაბანის კულტურა არ გააჩნია (სოციალურ მდგომარეობაზე თუ ჩამოვარდა საუბარი, დავამატებ, რომ ხელების დაბანას მაინც და მაინც ცხელი წყალი არ სჯირდება და კამეას ან სეივგარდის საპონი), ან რა სექსზე და სექსუალური ცხოვრების აწყობაზე უნდა იფიქროს საერთომ ასეთმა ადამიანმა საერთოდ. ევროპაში შუა საუკუნეებში არ იბანდნენ, ჩვენთან კი 21-ეში ხდება. და ესეც ალბად ღრმა რელიგიური ტრადიციაა...
12:57 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ვაიმე თინა, რა გინდოდა, ამ სვავი ქართველების ყბაში ჩემი მტერი მოხვდა. თან სექსს თუ შეეხება საქმე, მერე სულ იბრდღვნიან ყველაფერს. ფსიქოზშია ხალხი. სექსი უნდათ, მაგრამ საქართველოში ჯანმრთელი სექსი არ არსებობს. არც ქორწინებით და არც დაუქორწინებლად.
01:23 / 08-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS