ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, ამიტომაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, პროცესი დახურული იყო. მას ესწრებოდნენ ბრალდების მხარე, ბრალდებულები, მათი ადვოკატები და დაზარალებულები (მოკლული მოზარდების მშობლები). შესაბამისად, მედია პროცესის შესახებ ინფორმაციას ძირითადად მათგან იღებდა და ჟურნალისტები მოკლებულები იყვნენ შესაძლებლობას, დასწრებოდნენ პროცესს და უშუალოდ „პირველწყაროებისგან“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაეანალიზებინათ ხორავას საქმის
მოდით, გადავავლოთ თვალი ხორავას ქუჩის ტრაგედიის ქრონოლოგიას და ვნახოთ, რა კითხვებს გაეცა პასუხები და რა დარჩა ისევ ბუნდოვანი საქმეში.
2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ტრაგედია დატრიალდა. სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი გარჩევით გაგრძელდა და ორი მოზარდის - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამართალდამცველებმა ჯერ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, შემდეგ კი ბრალი მეორე მოზარდსაც წაუყენეს და იმ დროისთვის მიმალვაში მყოფი გ.ჯ. პასუხისგებაში მისცეს, თუმცა, ის პოლიციას მალევე ჩაბარდა. ბრალის დადგენილების თანახმად, საგამოძიებო ორგანო პირველივე დღეს დაკავებულ გ.ბ-ს ორივე მოზარდის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, ხოლო გ.ჯ.-ს მხოლოდ დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებოდა. მკვლელობის საქმის გარდა, ცალკე წარმოებად გამოიყო დანაშაულის დაფარვის საქმე, რომელზეც პასუხისგებაში 5 პირი მიეცა. ბრალდებულთაგან სამი ერთი ოჯახის წევრები - კალანდიები იყვნენ. ოჯახის უფროსი თენგიზ კალანდია კი შსს-ს თანამშრომელი იყო.
სასამართლო განხილვები 22 იანვრიდან დაიწყო. საქმის არსებითი განხილვა ახალი დაწყებული იყო, როცა დავით სარალიძის მამამ - ზაზა სარალიძემ პირველად გამოთქვა ეჭვი, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა წრე უფრო ფართო უნდა ყოფილიყო. კერძოდ, მანამდე გამართული წინასასამართლო სხდომის შემდეგ საქმის პროკურორმა კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანის დაზიანების ფაქტი დაადასტურა.
განაგრძეთ კითხვა: