22 მაისი, 2018
როგორ ცხოვრობს რუსთაველი პრინცი, რომელმაც გეპეი დაამთავრა და რა გეგმა ჩაეშალა მასთან დაკავშირებით თავად-აზნაურთა საკრებულოს
მართალია, ქართული სამეფო აღარ არსებობს, მაგრამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ბაგრატიონების უამრავი შთამომავალია, არსებობს თავადაზნაურთა კლუბები, საკრებულოები და ა.შ. მათ იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში მონარქია აღდგება.

ვის ერგება მეფის წოდება ჯერჯერობით ზუსტად თავად ბაგრატიონებში არ არის გარკვეული, მაგრამ ჯერ მონარქია აღდგეს და შემდეგ ტახტის მემკვიდრესაც იპოვიან.

ქართული საზოგადოება ქართველი პრინცებიდან ყველაზე კარგად უგოს, დავითსა და ხუანს იცნობს.
ამჯერად თქვენს ყურადღებას ირაკლი ბაგრატიონზე შევაჩერებთ. ის გახლავთ რუსთაველი პრინცი, რომელიც კონსტანტინე მეორეს შტოს წარმომადგენელია.

ირაკლი, როგორც ბევრი
ახალგაზრდა ქართველი, ჩვეულებრივად ცხოვრობს. მამა მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელი გახლავთ, დედა – ალბინა საფრონოვა.

ირაკლის წინაპრები წლების წინ თბილისიდან ჯერ კასპში, შემდეგ კი რუსთავში გადასახლდნენ. სწორედ იქ დაიბადა და სკოლაც რუსთავში დაამთავრა. რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ, პრინცმა გეპეიში ჩააბარა.

Rating

ირაკლი ბაგრატიონი დავითისა და უგოს ბიძაშვილია. მათგან განსხვავებით, რუსთაველი პრინცი წყლის თხილამურების სპორტით არის გატაცებული (დავითი და უგო ავტორბოლის მოყვარულები არიან).

როგორც ირაკლი ბაგრატიონი „რეიტინგისთვის“ ადრე მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მას მეფის წოდება არ უნდა: ზოგიერთი ჩემი ნათესავი ხშირად მეუბნება, რატომ ხარ ჩუმად, რატომ არსად ჩანხარო. ღმერთის ნებაა, ვინ როგორ იქნება. მე საქართველოსთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი ოცნებაა, არა მარტო როგორც ბაგრატიონის, არამედ როგორც ყველა ქართველის – გაერთიანებული, თავისუფალი და ბედნიერი საქართველო ვნახო.

რუსთაველი პრინცი ქართველ მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თუმცა, თავად თავისუფლების მოყვარული ადამიანია და ჯერჯერობით დაოჯახებას არ ცდილობს.

თავად-აზნაურთა საკრებულოს სურვილია, ირაკლიმ დიდგვაროვანზე იქორწინოს, რამდენიმე წლის წინ, მას აფხაზთა მთავრების შთამომავალი გააცნეს, ისინი ერთმანეთს თბილისში გამართულ მეჯლისზე შეხვდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ ქორწინება არ შედგა და პრინცი ჯერ ისევ თავისუფალია.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
დავით
რაც დაგვაქციაეს ამ ბაგრატიონებმა გვეყოს !!!!!!!!!!!!!!!! საკუთარ ძალაუფლებისათვის ხან ხალხს ყიდნენ ხან ტერიტორიებს არიგებდნენ !!!!!!!!!!!!!!! დაგვასვენეთ ! დარჩით იმ ბნელ ისტორიაში რომელიც თქვნი გაუმაძღრობის წყალობით დაიწერა !!!!!!!!!!!!
10:17 / 23-05-2018
გამოხმაურება / 0 /
--------
პრეზიდენტი ხომ მაგარი გვყავს,ამდენი ფული მიდის მის თარეშისთვის ,ახლა მონარქი გაგვიხადთ შესანახი.სხვა საფიქრალი არაფრი არა გაქვთ?
23:59 / 22-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
არიქა ხალხო ინგლისელ პრინცს რომ მისტირიხართ აგერ არ კოფილა ყურისძირში გამზადებული დიდგვაროვანი
21:24 / 22-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვაა რა სიმპატიური პრინცია ❤️
19:50 / 22-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვაა რა სიმპატიური პრინცია ❤️
19:49 / 22-05-2018
გამოხმაურება / 0 /
რუსთაველ პრინცს
გაიხარე, კარგი კაცი ხარ, თავმდაბალი, ეს ყველაფერზე უფრო დიდია, ვიდრე მეფისწულობა და პრინცობა, დავითი თუ აღიარეს ტახტის მემკვიდრედ და სახელდახელო ოჯახი შეაქმნევინეს, იმიტომ არ მოჭრა თავი მთელს საგვარეულოს, ამ ხალხს ვერ გაუგია რომ ბაგრატიონობა და მეფის მემკვიდრეობა, ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ვერ შეიგრძნო ის პტივი და პასუხისმგებლობა რაც დააკისრეს, მაშინვე ჩვენი სახელოვანი მეფეებივით ხარჭები შემოხვია ირგვლივ. სხვა რამეში ვერ მიბაძა? სირცხვილი მას.
16:05 / 22-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS