ვის ერგება მეფის წოდება ჯერჯერობით ზუსტად თავად ბაგრატიონებში არ არის გარკვეული, მაგრამ ჯერ მონარქია აღდგეს და შემდეგ ტახტის მემკვიდრესაც იპოვიან.
ქართული საზოგადოება ქართველი პრინცებიდან ყველაზე კარგად უგოს, დავითსა და ხუანს იცნობს.
ამჯერად თქვენს ყურადღებას ირაკლი ბაგრატიონზე შევაჩერებთ. ის გახლავთ რუსთაველი პრინცი, რომელიც კონსტანტინე მეორეს შტოს წარმომადგენელია.
ირაკლი, როგორც ბევრი
ირაკლის წინაპრები წლების წინ თბილისიდან ჯერ კასპში, შემდეგ კი რუსთავში გადასახლდნენ. სწორედ იქ დაიბადა და სკოლაც რუსთავში დაამთავრა. რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ, პრინცმა გეპეიში ჩააბარა.
ირაკლი ბაგრატიონი დავითისა და უგოს ბიძაშვილია. მათგან განსხვავებით, რუსთაველი პრინცი წყლის თხილამურების სპორტით არის გატაცებული (დავითი და უგო ავტორბოლის მოყვარულები არიან).
როგორც ირაკლი ბაგრატიონი „რეიტინგისთვის“ ადრე მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მას მეფის წოდება არ უნდა: ზოგიერთი ჩემი ნათესავი ხშირად მეუბნება, რატომ ხარ ჩუმად, რატომ არსად ჩანხარო. ღმერთის ნებაა, ვინ როგორ იქნება. მე საქართველოსთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი ოცნებაა, არა მარტო როგორც ბაგრატიონის, არამედ როგორც ყველა ქართველის – გაერთიანებული, თავისუფალი და ბედნიერი საქართველო ვნახო.
რუსთაველი პრინცი ქართველ მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თუმცა, თავად თავისუფლების მოყვარული ადამიანია და ჯერჯერობით დაოჯახებას არ ცდილობს.
თავად-აზნაურთა საკრებულოს სურვილია, ირაკლიმ დიდგვაროვანზე იქორწინოს, რამდენიმე წლის წინ, მას აფხაზთა მთავრების შთამომავალი გააცნეს, ისინი ერთმანეთს თბილისში გამართულ მეჯლისზე შეხვდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ ქორწინება არ შედგა და პრინცი ჯერ ისევ თავისუფალია.