- წლების წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, პროდუქტის ბიზნესს ვაწარმოებდი: ეს იყო ბანანი, ქათამი, ხორცი და სხვა. რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ვიყავი. 2009 წელს ეს ბიზნესი შევწყვიტე და საკონსულტაციო სფეროში გადავინაცვლე. მასში დაახლოებით 200-მდე
- 20 წელია, საქართველოში ცხოვრობთ. ამ ხნის განმავლობაში ქართველებიც კარგად გაიცანით და არც ადაპტაცია გაგჭირვებიათ. დღეს რა არის თქვენთვის საქართველო?
- მე ჩამოვედი სახლში - სწორედ ეს გრძნობა დამეუფლა, პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში. ვფიქრობ, ეს გენეტიკურია. დიდი ბებია კავკასიელი მყავდა და როგორც ჩანს, საქართველოს სიყვარული გენეტიკურად გამომყვა. თბილისი შარმიანი ქალაქია და ძალიან მომწონს. ზოგადად, საქართველოს ბუნება შესანიშნავია. ქართველები იმიტომ მიყვარს, რომ აქტიური, ემოციური ხალხია. ზოგჯერ ვხუმრობ, აქ ისიც კი მომწონს, რაც არ უნდა მომწონდეს-მეთქი (იცინის).
- საქართველოს რომელ კუთხეებში ხართ ნამყოფი?
- ბევრგან ვარ ნამყოფი და ამას სეზონების მიხედვით ვგეგმავ ხოლმე. მაგალითად, სექტემბერ-ოქტომბერში კახეთში ჩავდივარ, ზაფხულში - მთაში, ყაზბეგში, საოცრად სუფთა ჰაერია. ზღვა დიდად არ მიყვარს, რადგან ლიბანში ზღვისპირა ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ეს ჩემთვის ეგზოტიკას უკვე აღარ წარმოადგენს. 3-4 დღით თუ წავალ ხოლმე. აი, საქართველოს მთიანეთი ძალიან მიყვარს. ქართველებს შესანიშნავი სამზარეულო გაქვთ. პირადად მე, ცუდი მზარეული ვარ და ალბათ ამიტომაა, რომ არც ერთი ქალი არ მიჩერდება (იცინის). კვერცხის შეწვაც არ ვიცი. თუმცა, გემრიელი საჭმლის დეგუსტაცია მშვენივრად მეხერხება (იცინის). ხაჭაპური გამორჩეულად მიყვარს, ასევე: ღორის მწვადი, მხალი, სულგუნი, ქათამი, ხინკალიც, ოღონდ, ხორციანს ყველიანი მირჩევნია.
- რა თვისება გადმოგედოთ ქართველებისგან?
- დალევა დავიწყე (იცინის). ვისწავლე, როგორ ვთქვა სადღეგრძელო და ვისწავლე ცხოვრებით ტკბობა, როგორც ამას ყველა ქართველი აკეთებს (იცინის). ტრადიციული ქართული ქეიფიც მომწონს! ქართული სუფრით აღფრთოვანებული ვარ, ეს დიდი ფილოსოფიაა, მთელი საუკუნეების ტრადიცია, რასაც პატივს ვცემ. სწორედ სუფრამ შემოინახა ქართული ტრადიციები, იდენტობა და მიუხედავად ამდენი დამპყრობლის შემოსევისა, მაინც იგივე დარჩით. სადღეგრძელოები მნიშვნელოვანი რამაა, რადგან როდესაც ოჯახში პატარა ბავშვია და ის უფროსების მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ისმენს, ეს მის აზროვნებაში რჩება. ადღეგრძელებენ საქართველოს, როგორც ყველაზე ლამაზ მხარეს, ოჯახს, მის კეთილდღეობას, წინაპრებს და ჰყვებიან, თუ როგორი მაგრები იყვნენ ისინი. ამბობენ, რომ მათი დავიწყება არ შეიძლება და ა.შ. სუფრები ჩემს ქვეყანაშიც იშლება, მაგრამ სადღეგრძელოები არ იციან, არადა საინტერესო და საჭიროა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანების შესახებ უამრავ კრიტიკას ვისმენთ, აი, სუფრაზე კი ყველა ცდილობს, ერთმანეთი დადებითად დაახასიათონ, შეაქონ, სტიმული მისცენ. ასეთ დროს შენი გონებაც აქტიურად ფიქრობს მხოლოდ დადებითზე... განაგრძეთ კითხვა